“ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია” – ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინის შესახებ

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციას შვილოსნობის უნარზე არანაირი გავლენა არ აქვს. მისი თქმით, თუნდაც pfizer-თან მიმართებაში ჩატარებულია უამრავი კვლევა და მეცნიერულად მსგავსი მოსაზრება, რომ მას შვილოსნობის უნარზე რაიმე გავლენა აქვს, არ დადასტურებულა.   “ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან. ჩვენ თუ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი…

მეტი...

“კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება” – რიკ დემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება. რიკ დემსის განმარტებით, კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ ამ კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება. „ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია, პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად, თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია სექტემბერში, ათენში გაიმართება.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაიზანების გამო ასფალტი ჩაინგრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, ადგილზე შესაბამის სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გასაკეთებლად მისული ტრაქტორი ჩავარდა. რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება.

მეტი...

“8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან” – ზურაბ გურული

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის. დღეიდან 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს; ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან. “ორი დღის წინ AHA-მ, ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც დაახლოებით 5 ათას კლინიკას აერთიანებს, მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მუშაკების საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციას. ასე რომ, მხოლოდ დროის ამბავია, სანამ აცრა სავალდებულო გახდება ყველასათვის, ვისაც სოციუმის ინტელექტუალური მონაპოვარით სარგებლობა სურს. ველოდი ამ გადაწყვეტილებებს და არ გამკვირვებია. კოვიდი არ…

მეტი...

“კოვიდბარათის QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან, მაგრამ შესაბამისი სტრუქტურები ამისთვის მუშაობენ” – ამირან გამყრელიძე

QR კოდი იკითხება მშვენივრად. ერთადერთი, QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოვიდბარათის QR კოდთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ, რათა საქართველო თანდათან მიუერთდეს ამ სივრცეს. „ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს. ხოლო QR კოდს თუ დაანათებთ, იქიდან ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დოზით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„ქართული ოცნება“ მერობის ყველა კანდიდატს კვირის ბოლომდე წარადგენს

მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, კობახიძე აცხადებს, რომ სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. „სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია” – რიკ დაემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის დროს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ კომენტარი გააკეთა. რიკ დაემსის თქმით, ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით. “მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს. ეს მეტყველებს, რომ საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ…

მეტი...

ზუგდიდის ცენტრში ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

სავარაუდოდ, უხვი ნალექის გამო, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებში არავინ იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე, უხვი ნალექის შედეგად ჭითაწყარში, თბილისის ქუჩაზე, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სავარგულები. ადგილობრივები წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებენ. ამ დროისთვის, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიგა მელიას ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ითვლიან ზარალს.  წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ასევე ხობის მუნიციპალიტეტში.ხეთასა და პირველ მაისში…

მეტი...

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დემსს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობას და მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე. როგორც რიკ დემსმა განაცხადა, შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ასახულია საარჩევნო კოდექსში. მხარეებმა…

მეტი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა. “გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია, თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია. 2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც…

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა+შტამი დაფიქსირდა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა + შტამი დაფიქსირდა.  “ვირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული. მათ შორის ე.წ. დელტა +, რომელსაც აქვს ერთი დამატებითი მუტაცია, ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია. ჩვენთან საქართველოში დელტა + დაფიქსირებულია. არავითარი ლოკდაუნი არ იქნება, რადგან მთელი წელი იმაზე იყო ლაპარაკი რატო გვაქვს კოლდაუნიო. ახლა ვირუსის მართვის სხვა საშუალებებია,”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მეტი...

“საქართველოში უკვე იყო პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა, ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა” – პაატა იმნაძე

საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა, ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციის პროცესზე საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველო ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. „ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ „ფაიზერს“ უწერია ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც…

მეტი...

“ისინიც ანტივასქერები და უფრო საშიშები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისევ აცრის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია აცრასთან ერთად პირბადის ტარება. პაატა იმნაძემ ანტივაქსერებზეც გააკეთა მცირე კომენტარი და აღნიშნა, რომ  მისთვის ისინიც ანტივაქსერები არიან, ვინც ვაქცინებს არჩევს.  “ჩემთვის ისინიც ანტივასქერები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო საშიშები არიან,”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მეტი...

“არავითარი ქართული შტამი არ არსებობს, გვაქვს ჩვეულებრივი ინდური შტამი, დელტა პლუსი” – ამირან გამყრელიძე

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს. „მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა პლუსი და მათ შორის დელტა პლუსი გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა…

მეტი...

“ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.  5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლობა კი ისევ ძალაშია და მთავარ რეკომენდაციად რჩება.  27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით – 3 666 ადამიანი დიანფიცირდა. გარდაიცვალა კიდევ 17 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. 

მეტი...

“ღია სივრცეში პირბადის ტარება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია. მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს და გაიცეს რეკომენდაციები, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს. ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა, მათ შორის ვაქცინაციისთვის აქტიურობა და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა. „ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება. მთავარი არის დიდი თავშეყრების…

მეტი...

“ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა და ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო. “საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ. გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე უფრო მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი Pfizer-ზე მოდის, მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, შემდეგ Astrazeneca და ბოლოს Sinovac-ი,”-…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში. დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 8,68 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,03 პროცენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 938 თბილისში, 378 აჭარაში, 362 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 179, შიდა ქართლში – 205, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 175, კახეთი – 222, მცხეთა-მთიანეთში -83, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 792, აჭარაში – 497, იმერეთში – 650.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 996 პირი, მათ შორის, თბილისში –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 731-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 666 პირს დაუდასტურდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევა გამოვლინდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის –  6,03%, ბოლო შვიდი დღის –  6,71%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 418 398, ადამიანი,…

მეტი...

ქვემო ქართლის პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ძებნილი ორი პირი ქვემო ქართლი პოლიციამ დააკავა. ორივე ბრალდებული აღიარებს “ქურდულ სამყაროსთან” აქტიურ კავშირს.  დაკავებულები აცხადებენ, რომ აქტიური კავშირი ჰქონდათ სხვა წევრებთანაც.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი – 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ…

მეტი...

შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კილოგრამი „ჰეროინი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების…

მეტი...

ოპოზიციური პარტიები მერობის კანდიდატებს მიმდინარე კვირას დაასახელებენ

ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაასახელონ. კონსულტაციები ამ დრომდე იმართება “გირჩში”, “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელში”. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ოპოზიციის მიერ უკვე დასახელებულ ნიკა მელიას კონკურენტები არ იქნებიან და ამომრჩევლისთვის ალტერნატიული კანდიდატების შეთავაზებას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დამარცხების საუკეთესო გზად მიიჩნევენ.

მეტი...

გრიგალაშვილმა ეფექტური იპონით დაამარცხა კორეელი ლი და მეოთხედფინალშია

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველი მეორე წრის შეხვედრაში კორეელ სუნგო ლის შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მონღოლი მოლაი ან აზერბაიჯანელი ფატიევი იქნება.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიაში 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 7 ობიექტში კი ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიაში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო 7 ობიექტში ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. „მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების ფაქტები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის…

მეტი...

ერაყს აშშ-ის საბრძოლო ძალები წლის ბოლომდე დატოვებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საბძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ერაყელი სამხედროების წვრთნას და რჩევების მიცემას ამერიკელი ჯარისკაცები კვლავ განაგრძობენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ამ ეტაპზე ერაყში ადგილობრივ სამხედროებს დახმარებას 2500 ამერიკელი ჯარისკაცი უწევს. შეერთებული შტატების მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ძალები ერაყში 2003 წელს შევიდნენ.

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო სხდომას მართავს

საქართვეოს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭს წევრები იკრიბებიან.  10:00  საათზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება, სადაც ქვეყანაში არსებულ პანდემიასა და რეგულაციბზე იმსჯელებენ.  

მეტი...