„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით“ – ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული

საოკუპაციო ძალების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საკუთარ სახლში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ შეიწყალებდნენ.   „დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – განაცხადა ზაზა გახელაძემ. უკანონო პატიმარი უკვე სახლშია. როგორც მისი  მეუღლე აცხადებს, დღევანდელი დღე მეორედ დაბადებაა. “დღეს ჩვენთვის მეორედ დაბადება იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერს და ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე ამ თემაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა,” – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ. შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს. ზაზა…

მეტი...

“მისია, მუდმივ რეჟიმში, ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია” – ევროკავშირი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში“, – ვკითხულობთ  განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

„ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია, მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული. „დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა…

მეტი...

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალეს

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალა.  შეწყალების აქტს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი. “გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან”, – ვკითხულობთ ე.წ. დოკუმენტში, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით ჰქონდა მისჯილი.

მეტი...

რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე

რა გახდა პორტალზე მორიგი შეფერხების მიზეზი, ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. “შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსაურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად…

მეტი...

“გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის გარდაცვალების მიზეზი” – ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდავცალებასთან დაკავშირებით სასურველია კომისიის შექმნა, ალექსანდე გეჯაძე გამოძიების პასუხებს ელოდება: “„ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს… ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, ხომ არ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან მომწამვლელი ნივთიერება და ხომ არ აქვს ადგილი მომწამვლელ ზემოქმედებას, ასევე პასუხი უნდა გაეცეს სიკვდილის…

მეტი...

“როცა ამბიონიდან იძლევიან კურთხევას და მითითებას იძალადეთო, ეს არის მოწოდება ძალადობისკენ” – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, როდესაც სასულიერო პირები ამბიონიდან ქრისტეს სახელით რადიკალურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებენ, მისი შინაგანი შეგრძნებით, ეს ნამდვილად არის ძალადობისკენ წახალისება. “როდესაც ადამიანი კურთხევას ამბიონიდან იძლევა, რომ იძალადეთ და იძალადეთ ქრისტეს სახელით, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე, ჩემთვისაც და თქვენთვისაც, ეს არის ძალადობისკენ მოწოდება, მაგრამ ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება და გამყარება მტკიცებულებებით. მტკიცებულება ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაგალითად ისე, რომ უნდა ვიღაცამ თქვას – კი ჩვენ ან მოვილაპარაკეთ, რომ ვიღაცა ორგანიზებაში დავადანაშაულოთ, ან უნდა დამტკიცდეს სხვა რაიმე მტკიცებულებით, რომ მოილაპარაკეს,” – აღნიშნა  დავითულიამა. მისივე თქმით, 5 ივლისის მოვლენებზე შსს მინისტრია…

მეტი...

“მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო” – ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი და რთული კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და ჯანმრთელობაშელახული რომ არ ყოფილიყო. აღნიშნულის შესახებ გეჯაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე შესაძლოა, სამედიცინო კომისია შეიქმნას. „ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს… ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ…

მეტი...

სახელწიფო დეპარტამენტის შეფასება 5-6 ივლისის მოვლენებზე

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამაცავ ორგანოებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. კითხვა ბრიფინგზე ქართველმა ჟურნალისტმა დასვა. განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის, მნიშვნელოვანია როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა თბილისში. განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ასეთი ცხადად მითითებული ტექსტი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს, მას ბოლო პერიოდში არ მოუსმენია: “ეს გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ადამიანის ფუნდამენტური უფლება…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გეგმავს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს. მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში აფხაზეთში ყველაზე მასშტაბურ საკურორტო-სანატორიუმის ობიექტს ააშენებენ, ინვესტიციის მოცულობა კი, 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლოს გაფორმდება, ბიჭვინთაში მშენებლობა კი, 2023 წლიდან დაიწყება. ამასთან, მშენებლობაზე ორი ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხი 2020 წლის ნოემბერში ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დღის წესრიგში…

მეტი...

მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ – ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს

მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას და სარეგისტრაციო ნომრის მიღებას ვერ ახერხებენ – ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა ჩამოვია. 7 კლინიკა, რომელიც პირველი ეტაპისთვის Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, იმუნიზაციის პროცესისთვის უკვე სრულიად მზად არის, ასევე გადამზადებულია დამატებითი კადრებიც. რაც შეეხება 7 კლინიკიდან ერთ-ერთს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის დღეიდან, შეყფერხებელ, მუშაობის 7 დღიან რეჟიმზე გადადის. “ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა – 14 000 და14 000. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ, გარანტირებულად ყველა ადამიანს რომ შეხვდეს პირველად აცრილს ეს გახლავთ პირველი პარტია იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების და მეორე და მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს.…

მეტი...

“კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში” – ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა. ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა იმის ფონზე, როცა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული არ არის. თაკალანძის თქმით, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს. „შსს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს, თუმცა, ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლის საქმეში რა ფორმით იქნა მოპოვებული და დამაგრებული. თუ საშუალება მექნება საქმის მასალების…

მეტი...

“უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები „კლანისა“ და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ” – საია

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები „კლანისა“ და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარუდგინა, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები და სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები. „კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომ კანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში. დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი ვალდებულებაა, მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ – ვიოლა ფონ კრამონი 5 ივლისზე

5 ივლისზე განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები ონლაინ კონფერენციაზე, რომელშიც ქართველი დეპუტატებიც მონაწილეობენ. ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს ცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. მისივე თქმით, ეს იქნება ნაბიჯი ევროპული გზისკენ. “ყველამ ვნახეთ ის ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია განსხვავებული აზრების კონსესუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. ეს აუცილებელია მოხდეს ყველა დონეზე იქნება ეს სახელისუფლებო, თუ საზოგადოებრივი. საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ,”- ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდანვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. როგორც საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

სოფელ ზედა ეწერში ბიზნესმენის სახლი დაიწვა

ზუგდიდის მინუციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერში ბიზნესმენ ელგუჯა(ზეხე) გურიელის სამსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. აქვე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. “ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული…

მეტი...

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 წევრი “ოცნებიდან” გახარიას გუნდში გადავიდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 წევრმა დღეს უმრავლესობის რიგები დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. დეპუტატებმა  თავისი პოზიცია საგანგებოდ მოწვეული ბრიფინგზე გააჟღერეს და მომხრეებს მოუწოდეს პარტიის “საქართველოსთვის” რიგებში გაწევრიანებისკენ.

მეტი...

“ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ” – ამირან გამყრელიძე

ზოგადად, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა „დელტა“ შტამია, ნამდვილად არაა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ შეინიშნება. „ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყენებენ „ფაიზერს“ 12-დან 15 წლის ასაკში, ეს არის: შტატები, კანადა, იტალია, ბრიტანეთი, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან. ამ საკითხს განიხილავს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველო…

მეტი...

რუსთავში მამაკაცი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, გარდაიცვალა, დაჭრილი მეორე პირი კი კლინიკა “რუსთავშია” გადაყვანილი. სისხლიანი გარჩევა რუსთავში ​გამთენიისას მოხდა.

მეტი...

Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა ჩაერთვება – ეკატერინე ტიკარაძე პუნქტებს ასახელებს

ინდური შტამის შემთხვევები იზრდება. ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 79 შემთხვევა. პარალელურად, Pfizer-ი საქართველოშია. დღეს 15:00 საათიდან მოქალაქეები შეძლებენ რეგისტრაციის გავლას და რიგის ნომრის მიღებას. აცრები კი Pfizer-ით 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ პრეპარატით მოხდება მხოლოდ კლინიკებში. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი ეტაპისთვის პროცესში ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით არსებული 7 კლინიკა. “Pfizer-ის ვაქცინა სხვა ვაქცინებთან ერთად და დღეს დღეობით ჩვენ ვიცით, რომ ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში 3 ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი და დღეიდან უკვე Pfizer-ის ვაქცინებითაც ჩვენ ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელ ჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი,…

მეტი...

“5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები” – კახა კუჭავა

რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე წარუმატებელი იყოს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ 5 ივლისს, როცა მოვლენები ყველაზე სამწუხარო სცენარით განვითარდა და ჩვენ ვნახეთ ძალადობა თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კჭავამ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული. კახა კუჭავას განცხადებით, „ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები და მათი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს, რაც არის ევროპასთან დაახლოება“. „მოძალადე ბრბოს…

მეტი...

“პირველი არხის” ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

“პირველი არხის” ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შსს-მ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები,”…

მეტი...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე. „ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად – 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა). ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა – როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16…

მეტი...

“მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს” – ევროკომისიის პრეს-სპიკერი

“მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს,” – ეს არის გზავნილი ევროკომისიისგან, რომელიც თბილისმა მიიღო. განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომლის მიხედვითაც, უნდა დაპაუზდეს ყველა დანიშვნა და შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.  “ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე…

მეტი...

“ვცდილობთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა” – ვახტანგ წერეთელი

ამ წუთებში 4 ტელეკომპანიის ეთერი გათიშულია. ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად, 24 საათით შეწყვიტეს – “ტვ პირველის“, “მთავარის“, ფორმულას და “კავკასიის” ეთერში მხოლოდ იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები გადის, ვისაც 5-6 ივლისს თავს მოძალადე ჯგუფები დაესხნენ. როგორც ტელეკომპანია “TV პირველის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, ეს არის ტელევიზიების მდუმარე პროტესტი 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.   ვახტანგ წერეთელმა შაბათს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაანონსა.   “პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ 4-მა მაუწყებლობამ ერთად შეწყვიტა ეთერი. გუშინ რეგიონალური არხებიც გაითიშა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ გეგმებს…

მეტი...

“ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 20 000-მდე ადამიანი, რაც აქამდე მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია უფრო დაგვაახლოებს მიზანს” – ივანე ჩხაიძე

ჩვენთვის ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 15-20 000 ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მიზანს, – ასე ეხმაურება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე 16 ივლისიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებას. როგორც ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, შესაძლოა, რეგისტრაციისას ტექნიკური ხარვეზები იყოს, თუმცა ეს წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში მინიმუმ 200 000 დოზა ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. „მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი მოლოდინი ჩვენს…

მეტი...

შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ ერთი მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ seismo.ge ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11:04 საათზე 4 მაგნიტუდის ბიძგების ეპიცენტრი, ქალაქ დმანისის სამხრეთ დასავლეთით სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 492-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 663 პირს დაუდასტურდა, 769 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 13 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 862 შემთხვევა გამოვლინდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 769 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 559 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 254, „პისიარ“ ტესტით – 17 305. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 გამოჯანმრთელდა, 5 492 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 317 537 ადამიანი, დღიურად აცრილია 6…

მეტი...

Pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია

pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

მეტი...

“აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს” – კულუმბეგოვი

„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს“, – ამ შინაარსის პოსტს ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ში აქვეყნებს. იმუნოლოგი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა! ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერტიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი. ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია. აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს! მგონი, დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული“, – წერს კულუმბეგოვი. შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. 13 ივლისის…

მეტი...

“ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში, დამატებითი კვლევებია საჭირო – იმედი მაქვს, დაისჯება ყველა, არა მხოლოდ ჩემ, არამედ თითოეული კოლეგის ნაწილში” – „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ. ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. „სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო. ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა.…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ვაქცინის შერევისგან თავშეკავებისკენ ცალკეულ მოქალაქეებს მოუწოდეს და არა ჯანდაცვის უწყებებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინების შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს. „ცალკეულმა პირებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს კი ეს შეუძლიათ. სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს ველოდებით. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს სვამინათანი. სუმია სვამინათანმა ვაქცინების შერევისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, ქაოსური სიტუაცია შეიქმნება, თუ ქვეყნებში მოქალაქეები დამოუკიდებლად მიიღებენ ვაქცინების შერევის გადაწყვეტილებას.

მეტი...

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ამ მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! – აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

მეტი...

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მსჯელობას იწყებს

მიმდინარე კვირას პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მსჯელობას იწყებს. საკითხს პირველ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ. ორივე დასახელებული კანდიდატი ცესკოს მოქმედი თანამშრომლები არიან, რის გამოც სავარაუდოდ, ისინი სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. მათი შეფასებით, ვერც გიორგი კალანდარიშვილი და ვერც გიორგი სანტურიანი ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდას ვერ შეძლებენ.

მეტი...