მოჭიდავეები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოჭიდავეები: ნიკა ყორშია, ნუგზარ წურწუმია, ზაზა დათეშელი და ვარლამ კვარაცხელია დაკავებულები არიან. ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. შემთხვევა ხობში მოხდა, როცა პოლიციელებმა ახალგაზრდებს მანქანის არასწორად პარკირებისთვის შენიშვნა მისცეს.   ოთხი ახალგაზრდა სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა  ხობის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც. მომხდარზე სამართალდამცველებმა ოთხივე მოჭიდავე დააკავეს. ისინი  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ორი მოჭიდავე – ნიკა ყორშია და ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, ზაზა დათეშელი და ვარლამ კვარაცხელია კი სს კანონმდებლობით, კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმისთვის.  

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულებს ამნისტია შეეხებათ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.  ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.  მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ყველა ჩადენილ იმ სამართალდარღვევისა თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისგან პირის გათავისუფლებას, რომელიც მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, იგი ითვალისწინებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. „ეს შეეხება 2020 წლიდან 2021…

მეტი...

მთავარ სერჟანტებს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლება ექნებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82  ხმით მიიღო „იარაღის შესახებ „კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მთავარი სერჟანტებისთვის  სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. „ამ ინიციატივით ხდება მათი გათანაბრება ოფიცრებთან. იმისათვის, რომ მთავარი სერჟანტი გახდეს, უამრავი კურსი უნდა გაიაროს საგანმანათლებლო, კარიერული, იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებით და 20 წელი სჭირდება მთავარი სერჟანტის წოდებამდე მიღწევას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.

მეტი...

პარტიები, რომლებმაც დაფინანსება დაკარგეს, ამ უფლებას აგვისტოდან აღიდგენენ

პოლიტიკურ პარტიები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. აღნიშნული პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.   პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის მიხედვით,  პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და მისი 2021 წლის 1 აგვისტოდან განისაზღვრა. “გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ელისაშვილის „მოქალაქეების „ დაფინანსება კი 497 406 ლარს.

მეტი...

“ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით – ეშინოდათ არჩევნების შესწავლის” – ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით,  მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა. „როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ წარვუდგინეთ 4 სხვადასხვა შეთავაზება. პირველი – ეს იყო გადათვლა;  ჩვენ შევთავაზეთ 200-ზე მეტი…

მეტი...

„ბევრი ფერმერი სწორედ ამ ტიპის თანადაფინანსების მხარდაჭერას ითხოვდა“ – პროფესორი მექანიზაციის პროგრამაზე

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის განახლებას ეხება, შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ აგრო სექტორი ყველაზე მეტად სწორედ ამას ითხოვდა. „ბოლო წლებში, აგროსექტორში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მექანიზაციის პრობლემები რჩებოდა. პირველ რიგში, ტექნიკის სიძვირის და შესაბამისაად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, როგორც კოვიდ პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, აგრო სექტორი ეკონომიკის თვითკმარობის პრიორიტეტულ მიმართულებადაც უნდა მივიჩნიოთ. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მართლა მასშტაბური პროგრამის დაწყება, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირებისათვის და სწორედ აღნიშნულ კონცეფციაში უნდა განვიხილოთ,…

მეტი...

კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულია 6 000 ადგილი, 5 200 კი დაკავებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის თავისუფალია მხოლოდ 800 ადგილი, დანარჩენი 5 200 საწოლი კი სრულად შევსებულია. „სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია.  საკმაოდ მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან. მინისტრის მოადგილემ „დელტა“ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა თითქმის ნახევარს, „დელტა“ შტამი…

მეტი...

„კოვიდპაციენტების“ მხრიდან პრეპარატის შეძენის საკითხს სამინისტრო შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის მკურნალობას თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ფარავს და პაციენტის მხრიდან პრეპარატის შეძენის საკითხს სამინისტრო შეისწავლის. გაბუნია მსგავს შემთხვევებს გაუგებრობად აფასებს. „რაც შეეხება სამკურნალო მედიკამენტებს, სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ეს იქნება ბინაზე, „კოვიდსასტუმროში“ თუ ჰოსპიტალში. ბოლო პერიოდში, იყო დიდი აქცენტი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდებული მედიკამენტია. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას გამონაკლისის გარეშე, პროგრამა ფარავს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ანაზღაურებას. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობა იყო იმასთან დაკავშირებით, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა შეეძინა მედიკამენტი თავად, პირადი…

მეტი...

„ასტრაზენეკაზე“ პორტალმა ისევ გაჭედა

ჯანდაცვის მინისტრს მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით პორტალზე ადგილები ამოწურულია, მაგრამ, რეალურად, ვაქცინა არსებობს და არ ამოწურულა. გაბუნია პირობას იძლევა, რომ ხარვეზი დილამდე გამოსწორდება. „დონაციით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ დოზა. ასევე გვაქვს დოზები, რომელიც მიღებული გვქონდა “კოვაქსის” პლატფორმიდან. გარკვეული გადაწყობა მოგვიხდა ამ რეგისტრაციის ადგილების „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე. ასე რომ, შესაძლოა ერთი-ორი დღე დასჭირდეს „ასტრაზენეკას“ გამოჩენას.“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა ხვალ დილამდე მოგვარდება“ – განაცხადა გაბუნიამ. მისივე შეფასებით, „ასტრაზენეკას“ სულ მცირე, 119 ქვეყანაში იყენებენ. „მას, სულ მცირე, 119 ქვეყანა იყენებს და არსად არ არის შეზღუდვა. რაც შეეხება მესამე “ბუსტერ” დოზას, ჯერჯერობით ჩვენი პროგრამა ამას…

მეტი...

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა

ძიუდოსტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სულ 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. 

მეტი...

სექტემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

„გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაწილი ტექნიკის ღირებულების  იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. მინისტრის განმარტებით, საუბარია როგორც წვრილ, ისე მსხვილ ტექნიკაზე 20 000-დან 100 000 ლარამდე და მეტი ღირებულების.    „გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება – 20,000 ლარამდე ტექნიკის,  საშუალო თანხის მექანიზაციის – ესაა 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000…

მეტი...

„დეპუტატისთვის ხელის მოქნევა დასჯადი უნდა იყოს“ – ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, რომ დეპუტატის მიმართ ხელის მოქნევა ან მსგავსი ქმედება დასჯადი იყოს. აღნიშნული ინიციატივა მან ბიუროს სხდომაზე დააყენა. „ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმის, რაც ხდებოდა ბიუროზე და პარლამენტის დარბაზში. მათ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინება. როცა გარეთ ასეთ რამეს ხედავენ ადამიანები, იმავეს გააკეთებენ. როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. მათ შორის, ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ. მისივე თქმით დეპუტატის დამცირება უნდა ისჯებოდეს. „კოლეგაზე ხელის მოქნევა იმდაგვარად უნდა იყოს დასჯადი,…

მეტი...

პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებისთვის სანქციები წესდება

პარლამენტის ბიურომ იმსჯელა  საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე…

მეტი...

„სტატუსი „ვაქცინირებული“ გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას და  დასაქმებას“ – მინისტრი

„იმედი გვაქვს, ზედმეტი სავალდებულოობის შემოღების გარეშეც, ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“ – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავს. „მთავარია, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია. ახლა  საუბარი არის სხვადასხვა რეგიონში გარკვეულწილად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც განმარტებითი საქმიანობით, ჩვენ შეიძლება გავანეიტრალოთ. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვფიქრობთ რაღაცა შეზღუდვების დაწესებაზე, რადგან ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. იმედი გვაქვს, ზედმეტი, სავალდებულოობის შემოღების გარეშეც, ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განმარტებით, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც აუცილებელი პირობაა ვაქცინაცია. როგორც თურნავა აცხადებს,…

მეტი...

„არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ“ – გიორგი გახარია

„უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის ოფისი იქნება სახლი თითოეული მოქალაქისთვის.  „დღეს, ხელვაჩაურში ვხსნით პირველ ოფისს და ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება სახლი თითოეული ხელვაჩაურელისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტსაც და რა თქმა უნდა აჭარასაც და საქართველოსაც, საქართველოსთან ერთად წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და…

მეტი...

“პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია” – პრემიერი

პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამან საშუალება მისცა მთავრობას, მილიარდზე მეტით გაეზარდა ბიუჯეტი. „ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე…

მეტი...

“ინფიცირებულების რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიზეზი ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციებია. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორ კვირაში, ინფიცირებულთა რაოდენობის, პრაქტიკულად, გაორმაგება მოხდა. მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგია პირდაპირ, ის, რაც მოხდა და ამ აქციების მერე გაორმაგდა, პრაქტიკულად, ინფიცირებულების რაოდენობა,”- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს. ღარიბაშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება. „ბოლო დროს ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 224 აჭარაში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 224 აჭარაში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 714-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 264 პირს დაუდასტურდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ? პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 807, „პისიარ“ ტესტით – 9 568. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,52 %, ბოლო 14 დღის – 5,73 %, ბოლო შვიდი დღის –  6,44 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 404 023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 374 753 გამოჯანმრთელდა, 5 714 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია –404 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 572. კარანტინის…

მეტი...

“უფროსების ვაქცინაციის უკან მათი შვილების სიცოცხლე დგას” – ივანე ჩხაიძე

ექიმები კორონავირუსის გავრცელების კუთხით საგანგაშო მდგომარეობასა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებაზე საუბრობენ. ვირუსის “ინდური” შტამის სწრაფად გავრცელების გამო ეპიდმდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. ეპიდემიოლოგები საზოგადოებას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ და საზოგადოებას ურჩევენ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. ექიმ მაკა ბულეიშვილის შეფასებით, გაზრდილმა მიმართვიანობამ კლინიკებში, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.  “დაინფიცირებულთა რიცხვის ასეთი მასიური მატება, თუ იქნა შემდეგ დღეებში, როგორც ვხედავთ, დღეში 2000 შემთხვევას გადავცდით, და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს ისეთივე მდგომარეობა, როგორიც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბრის თვეში. იმატა კლინიკებში მიმართვიანობამ ბავშვებში, მოზრდილებში და, შეიძლება, ჯანდაცვის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნეს, თუკი არ დავიცავთ რეკომენდაციებს და არ ჩავერთვებით ვაქცინაციის პროცესში,”-აცხადებს ექიმი.  იაშვილის…

მეტი...

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ დღეს გაიხსნება

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დღეს გაიხსნება. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული…

მეტი...

“სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლექსო ლაშქარავა ბიუროში სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსებიდან 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს” – ექსპერტიზის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია. „2021 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post Factum-ში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თითქოს, გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის…

მეტი...

გათავისუფლდებიან, თუ არა შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირები გადასახადისგან – ჯარიმების მოცულობა 76 მილიონ ლარის შეადგენს

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირების სანქციებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საკითხს დღეს დილიდან ადამიანის უფლებათა დაცვის, ხოლო შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები განიხილავენ. არ არის გამორიცხული მასზე რიგგარეშე სხდომაზეც იმსჯელონ. საუბარია 245 ათასზე მეტი მოქალაქისა და 344 იურიდიული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე – ჯარიმის საერთო თანხა, დაახლოებით, 76 მილიონს შეადგენს. მმართველი გუნდი ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

მეტი...

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

20 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან – ცნობილი ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ტრადიციულად დღესაც საფლავზე შეიკრიბებიან. გიორგი სანაია “რუსთავი 2”-ში 1999 წლიდან მუშაობდა. იყო ჟურნალისტი და “ღამის კურიერის” წამყვანი.

მეტი...