აცრების დაჯავშნის პორტალი ამუშავდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველებს აცრების დაჯავშნა შეუძლიათ, პორტალი აღდგენილია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი. ვაქცინაციის მსურველებმა რეგისტრაცია პორტალიზე: https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ უნდა გაიარონ და ვიზიტის დროც დაჯავშნონ.

მეტი...

„ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“ – მეუფე სტეფანე  

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონების პროპაგანდირება არ უნდა ხდებოდეს.   „ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ…

მეტი...

„5 ივლისს ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ!“ – საპატრიარქოს „ჩოხოსანთა საზოგადოება“

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ხვალ, 5 ივლისს, რუსთაველზე ბავშვებიც გამოვლენ. „5 ივლისს ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ! მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში იგეგმება ლგბტ-თა თითქმის ერთკვირიანი ღონისძიების ჩატარება, ხოლო 5 ივლისს – მათი მსვლელობა რუსთაველზე, ჩვენმა მშობლებმა, და-ძმებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ჩვენც დავკარგეთ სულიერი მშვიდობა. მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშნავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს რატომ გვახვევენ?!…

მეტი...

“ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს” – მეუფე გრიგოლი „თბილისი პრაიდზე“

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც, ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა“ – განაცხადა საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. მეუფემ წირვა-ლოცვა ფოთის საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს, მეუფე საბასთან ერთად ჩაატარა. მეუფე გრიგოლმა შეფასება „თბილისი პრაიდზეც“ გააკეთა. „საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ…

მეტი...

,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა” – საპატრიარქოს განცხადება

„ა.წ. 5 ივლისს, 17 სთ.ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“ –  აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში და მოსახლეობას მობილიზებისკენ მოუწოდებენ. საპატრიარქოს განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „ა.წ. 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან. იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც…

მეტი...

ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი ამუშავდა

„სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. პორტალი რომელიც გუშინ გაითიშა, ამუშავადა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი  booking.moh.gov.ge გუშინ უნდა ამუშავებულიყო და ვაქცინაციის მსურველები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა, ეს შეუძლებელი გახდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, საიტზე განხორციელდა კიბერშეტევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. დღეიდან რეგისტრაცია და ადგილების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.

მეტი...

როგორც ყველას ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვერ ეყოლება, ისე ყველა „ფაიზერით“ ვერ აიცრება  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის,  თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  არ არის აუცილებელი, ყველა „ფაიზერის“ ვაქცინას დაელოდოს, რადგანაც ჩინური ვაქცინა არანაკლებ ეფექტური და შედეგიანია. მისივე თქმით, კონკრეტული ვაქცინის მოლოდინში რო იკარგება. „ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ  იმ ვაქცინით, რომელიც  გვაქვს. თუ გვექნება არჩევანის საშუალება ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი.  არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.…

მეტი...