ისრაელმა საქართველო „წითელ სიაში“ შეიტანა

ისრაელში ჩასულ მგზავრებს, აცრის ან ვირუსის გადატანის მიუხედავად, 24 საათიანი თვითიზოლაცია მოუწევს. ხოლო ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა კი 7 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.      ისრაელის ხელისუფლებამ  საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ ნებისმიერ მგზავრს, ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში 7 დღიანი სრული კარანტინის გავლა მოუწევს. ისრაელმა სულ 15 ქვეყანა შეიყვანა ე.წ. წითელ სიაში, სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია. ეს ქვეყნებია: გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან კი ამ სიაში მოხვდებიან:…

მეტი...

კურორტებზე ბინის გამქირავებლებს, სახელმწიფოსთვის დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ

1 აგვისტოდან, ფიზიკურ პირებს, დამატებით ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია მათზე, ვინც ტურისტებზე საცხოვრებელ ფართს აქირავებს. მათ ვალდებულება ექნებათ, მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს გაუნაწილონ. ინფორმაცია აღნიშნული სიახლის შესახებ, მათ საერთაშორისო პორტალ ,,ბუქინკისგან“  მიიღეს და მას გაფრთხილების ფორმა აქვს. ფიზიკური პირები, რომლებიც დამსვენებლებზე ბინებს აქირავებენ, „ბუქინგის“ მეშვეობით, საიტის მომსახურების გარდა, დღგ-ის 18 პროცენტით დაიბეგრებიან. მთლიანობაში კი, სახელმწიფოსთვის შემოსავლის 36 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

მეტი...

გურამ ფალავანდიშვილის შვილის გამოკითხვა დასრულდა

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა – ალექსანდრე ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის  მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. როგორც მან მედიასთან განმარტა, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ის კიდევ დაიბარონ.   „ჯერ არ დასრულებულა პროცესი. მე საგამოძიებო თემასთან დაკავშირებით რაღაც დეტალზე გავდივარ.იმედია, რომ უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ფალავანდიშვილი  პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს. საუბარია „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.   

მეტი...

სვეტიცხოველში შესრულებული გალობა რუსულად და საპატრიარქოს განცხადება

სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებულ გალობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში განცხადებას აკეთებენ. საუბარია  სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე, რა დროსაც, რუსულ ენაზე იგალობეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გალობა რუსულ ენაზე შესრულდა. „განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად, ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

„თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა არის გარედან, ელჩებისგან, ამერიკიდან“ – ზურა მახარაძე

„საგამომძიებლო უწყებებზე საერთაშორისო ზეწოლაა. რაც კითხვები იყო, ყველაფერს ვუპასუხე, დეტალებში არ შევდივარ. თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა არის გარედან, ელჩებისგან, ამერიკიდან“ –  ეს განცხადება თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსულმა  „ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ მედიასთან გააკეთა. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მან პოლიციის შენობა დატოვა თუმცა, არ გამორიცხავს, კიდევ დაიბარონ. „როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება ამერიკიდან და ელჩებიდან, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ“, – განაცხადა ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის…

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს” – თინათინ ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტამდე, ვახტანგ გომელაური გადადგეს. “შარლ მიშელის ვიზიტი “ქართული ოცნებისთვის” მარტივი არ იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მის ჩამოსვლამდე ბატონი გომელაური უკვე გადამდგარი იყოს. ივანიშვილი ეძებს განტევების ვაცს, რომ სისხლიანი ხელები შეაწმინდოს, რომელიც სინამდვილეში არის ღარიბაშვილის და ასევე ივანიშვილის, რომელიც პასუხისმგებელია ღარიბაშვილის ქმედებებზე, რომლის ბედსაც ის ერთპიროვნულად განკარგავს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

მეტი...

შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შარლ მიშელის განრიგი ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 19 ივლისს შარლ მიშელი სიტყვით გამოვა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა.

მეტი...

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გახარიას პარტიას შეურთდა

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად დოლიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, მისივე თქმით იგი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება: „მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, 2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე… მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს…მადლობა ჩემი ოლქის ყველა მაცხოვრებელს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მაცხოვრებელთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი…გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები…

მეტი...

აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან – “ნაცმოძრაობის” წევრები პრემიერისა და გომელაურის გადადგომას მოითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავენ. ისინი პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომასა და 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილე პირების დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვენ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ დაუმორჩილებლობის ბრალდებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი ბესო გაზდელიანი დააკავეს. 

მეტი...

“ის დროა ვასაძე მოსკოვიდან ჩამოვიდეს და პარლამენტის წინ ზურგზე თაფლწასმული დაჯდეს” – ირაკლი ოქრუაშვილი

ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლების სახლების ჩხრეკვის ფაქტს პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურბიან და თვლიან, რომ ამ ჯგუფების უკან ლევან ვასაძე იდგა: “ის დროა ვასაძე მოსკოვიდან ჩამოვიდეს და პარლამენტის წინ ზურგზე თაფლწასმული დაჯდეს,” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა, რომელიც დაავადებული ან მკვდარი ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციას თბილისში ახდენდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნიშნული სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული…

მეტი...

მღვდელი, რომელიც ხალხს 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს, სასულიერო პირი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.  დეკანოზი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი ადვოკატი,  ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.  5 ივლისს, როდესაც ქალაქის ცენტრში უკვე სცემდნენ ჟურნალისტებს, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე მოუწოდა აგრესიულ ჯგუფებს, ეძალადათ: “არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ – ამბობდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი.

მეტი...

“ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები!” – კელი დეგნანი ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი რეალურია

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნას ეხმაურება. როგორც კელი დეგნანი ამბობს, აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებები და სანქციებზე საუბარი საქაართველომ სერიოზულად უნდა მიიღოს. როგორც დეგნანი ამბობს, გადაწყვეტილებით აშშ ძალიან იმედგაცრუებულია. „სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების…

მეტი...

ბათუმში ვლადიმერ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი ჩამოდიან

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვლენ. არსებული ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება. როგორც კონფერენციის ვებგვერდზე აღნიშნულია, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ღონისძიებაში მონაწილეობას ვირტუალურად შეძლებს.

მეტი...

“ბლეფია ეს!” – გიორგი თაბაგარი რადიკალების სახლების ჩხრეკაზე

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი რადიკალური ჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, ასევე  “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური. 5 ივლისამდეც დაიბარეს გამოკითხვაზე რომ ჩვენთან და ელჩებთან ეთქვათ, რომ აი, ხო ვიძიებთ საქმეს. იმ დროისთვისაც ჰქონდათ საკმარისი საფუძველი მახარაძის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი ქნეს და ერთად შეასრულეს 5 ივლისი! ამაში ეჭვი აღარ მეპარება!”, – წერს თაბაგარი. შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის გარდა, დღეს დილით პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებიც გაჩხრიკა. ჩხრეკის შემდეგ კი ზურა მახარაძე პოლიციის…

მეტი...

გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. დღეს ჩხრეკა ჩატარდა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურა მახარაძის და “ალტერნატიული საქართველოს” ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. პოლიციაშია გადაყვანილი ზურა მახარაძეც.

მეტი...

რა ნივთები ამოიღო პოლიციამ ზურაბ მახარაძის სახლიდან – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის სახლში 2 საათი ჩხრეკდნენ

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მეუღლე აცხადებს, რომ ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში, საცხოვრებელი სახლის 2-საათიანი ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიციამ სახლიდან მათთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. კონკრეტულად რა ნივთებზეა საუბარი, ამას ზურაბ მახარაძის მეუღლე არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი სახლიდან ამოღებულია ტექნიკა და გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. „დაახლოებით, დილის 9 საათი იყო, სამართალდამცავები რომ მოვიდნენ, სახლში მათ სტანდარტული პროცედურები – ჩხრეკა ჩაატარეს. ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები და წავიდნენ. ზურა, პროცედურულად, განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც ვხდები ჩხრეკასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ წერილობითი დოკუმენტაცია. 5 პიროვნება ატარებდა პროცედურას, ჩხრეკა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – აცხადებს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე.

მეტი...

Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდა. ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ, პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებისა და ბრიგადების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ქვეყანაში, ამ დროისთვის, 28 000 დოზა Pfizer​-ია შემოსული და ქვეყანა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებით დოზებს ელოდება.

მეტი...

ციციშვილის კლინიკაში ბრიტანული შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვი ალფა შტამით, ე.წ. ბრიტანული ვარიანტით იყო ინფიცირებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.  ამჟამად ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ჩვილია კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

მეტი...

რა გახდა პურის გაძვირების მიზეზი – მალხაზ დოლიძე “მედიცანტრ მთავარში”

“რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რო,ლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროდუქტზე ფასის მომატების მიზეზი ძირითადი ნედლეულის, ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებაა. „ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის ათი თეთრით. აქვე მინდა,…

მეტი...

პური 10 თეთრით გაძვირდა – მალხაზ დოლიძე „მედიცანტრ მთავარში“

„გაძვირდა მასიური ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებული, კომპანიებმა, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, შეიტანეს კორექტირება ზოგიერთ ასორტიმენტზე,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. დოლიძე ამბობს, რომ მაღაზიების ფასებზე პასუხს არ აგებს: „ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ მაღაზიები რას იზამენ არ ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ „ნიკორას“ ქსელში მოემატა 15 თეთრი, ფასის მომატება გამოიწვია ფქვილის ღირებულებამ, რადგან მწარმოებელი ჩაჯდეს ღირებულებაში. სუბსიდირებამდე ფქვილის ღირებულება მეტიც იყო, ვიდრე ახლაა, ხორბლის ღირებულებამ მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულებს,“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცნტრ მთავარში.“ დოლიძე ფიქრობს, რომ პროგნოზი არასაიმედო არაა და ფასი შენარჩუნდება: „ფოთში უკვე…

მეტი...

“საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს” – შსს პრაიდის მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ტარდება. „სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები გარკვეულ მისამართზე უკვე ჩაატარეს, სხვადასხვა ადგილზე კი ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადეს უწყებაში. ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში შევიდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეტი...

გურამ ფალავანდიშვილის და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში. ჩხრეკა მიმდინარეობს, ასევე, “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში. ჩვენივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც. 

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 980, იმერეთში – 155, აჭარაში – 118

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 980, იმერეთში – 155, აჭარაში – 118, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 516-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 653 პირს დაუდასტურდა, 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,67 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 957 გამოჯანმრთელდა, 5 516 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია –…

მეტი...

თელავში მეზობლად მცხოვრები ძმების დაჭრის, ძალადობის და ქურდობის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს.  უწყების ცნობით, დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს -1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან – 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ…

მეტი...