“გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები” – შსს ლექსო ლაშქარავას საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, “TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ავრცელებს.

“შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი) ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება,”- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი თემები