აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. აქციაზე მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველები, შენობის სიახლოვეს მოხდა ყვითელი ავტობუსების მობილიზებაც. აქციაზე გალობით მივიდნენ სასულიერო პირებიც.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ისმის შეძახილები – “წადი”.
მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს.