პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა – დარბაზში შეიჭრნენ

„ტვ პირველის“ დირექტორი ვახტანგ წერეთელი პარლამენტი სხდომათა დარბაზში შეიჭრა. მისი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკავება პარლამენტის დაცვამ ვერ მოახერხა. საკანონდებლო ორგანოში, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.   პარლამენტი სხდომა ჩაიშალა და დარბაზში ქაოსია. დეპუტატები, ნიკანორ მელია და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

მეტი...

„წინასწარ ვუთხარით, რომ ლგბტ პრაიდი შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა  თბილისში  5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრით გახსნა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  წინასწარ ყველა გააფრთხილეს, რომ ე.წ. პრაიდი პროვოკაციულ ხასიათს შეიცავდა. „აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში.  რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში,…

მეტი...

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, ოპოზიცია და აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობენ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურია. ოპოზიციური ლიდერები და აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან მობილიზებულები და შენობაში შესვლას ცდილობენ. პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტთან ვითარება პერიოდულად იძაბება. აქტივისტებმა რამდენჯერე სცადეს შენობაში შეღწევა. პარლამენტის შესასვლელი გააღეს კიდეც რა დროსაც შენობაში შესვლა ოპოზიციის ნაწილმა მოახერხა. ადგილზე იმყოფება „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი ვახტანგ წერეთელი და „ფორმულას“ დირექტორი ნიკა გვარამია. წერეთელმა პარლამენტში შენობაში შეაღწია და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. გარეთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია. პარლამენტში კი დეპუტატები არიან შეკრებილები და რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.     

მეტი...

„იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება“ – პრემიერ-მინისტრი

„იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა, მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, წინასწარ გვქონდა შეფასებული რისკები და არ დავუშვით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ პროვოკაციების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას. „კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ…

მეტი...

„მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი“ – პრემიერ-მინისტრი „პრაიდზე“

„მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სხვა ღონისძიებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატად, არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე, 3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ამ კვირეულს. არავითარი შეფერხება და აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. მაგრამ, როდესაც…

მეტი...

„ნებისმიერი მცდელობა, გასცდეს მათი ქმედება კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას  ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, კონსტიტუციისთვის გადახვევა მთელი სიმკაცრით იქნება აღკვეთილი. „მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს“, –  განაცხადა…

მეტი...

„შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე პროცესებზე  

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად  მთელი სიმკაცრით დასჯილი. „ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი…

მეტი...

გარანტიას ვიძლევი, ყველა მოძალადე იქნება სამაგალითოდ დასჯილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. „გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთე შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის…

მეტი...

ოპერატორის გარდაცვალების საქმეში საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება. პრემიერის შეფასებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს. განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.   „მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს. გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის ექვს კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს – გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარაიას,  ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს რეკომენდაცია გაუწია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენად. კომიტეტმა სამ კანდიდატს – ქეთევან მესხიშვილს, გიორგი შავლიაშვილს და ეკა ზარნაძეს მხარი არ დაუჭირა. გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძის და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა  კომიტეტის 11-მა წევრმა. აქედან, 10 ხმა ფრაქცია ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, ხოლო ერთი ხმა – ფრაქციას „ევროპელი სოციალისტები“. გიორგი გოგიაშვილის და  რევაზ ნადარაიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა  კომიტეტის 10-მა წევრმა. ყველა ხმა ფრაქცია ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ეკუთვნით. ბიძინა სტურუას კანდიდატურას მხარი დაუჭირა  „ქართული ოცნების“ 10-მა…

მეტი...

ჟურნალისტზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყება ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის…

მეტი...

ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 17, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 659 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 659  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 713  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.64 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  377 811-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.24%.

მეტი...

„ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე“ – მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხელ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სისულელეა, მიმდინარე მოვლენებში ირაკლი ღარიბაშვილის დადანაშაულება. „შეუძლებელია, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ის ფაქტები, რაც იმ დღეს მოხდა, გაამართლოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი ვინც ამას გაამართლებს. ახლა მეორე – ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე. დამანახეთ, მომასმენინეთ, რას ნიშნავს წამქეზებელი, ვერ დავინახე მე ეს, რასაც თქვენ ახლა აბრალებთ. თქვენ გქონდათ აქცენტი უნდა მოვიდეს თუ არა შს მინისტრი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, უნდა დააკავონ თუ არა დამნაშავე პირები, ეს პროცესი ხომ დაიძრა, მიმდინარეობს…

მეტი...

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, 12 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  მთავრობის სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელებენ და მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ  საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, მთავრობის გადადგომას ითხოვენ და ვადას 12:00 საათამდე აძლევენ. საპროტესტო აქცია და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

მეტი...

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საკანონმდებლო ორგანო დღეს რიგგარეშე სხდომაზე იკრიბება. პარლამენტი იმ საკითხებს განიხილავს, რისი განხილვაც მესამე მოსმენით ვერ მოესწრო.   საპარლამენტო ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს, რადგანაც მთავრობას, გადადგომისთვის ვადა დღის 12:00 საათამდე მისცეს.   “ლელოს” განცხადებით, საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას არ აპირებენ, სანამ მთავრობა არ გადადგება.  

მეტი...

“ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი” – სოზარ სუბარი

გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები, რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს, დაისჯებიან, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“. მისი თქმით, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში. „გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები, რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, ოთხი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. როგორც ჟურნალისტმა თქვა, მინიმუმ ცხრა ადამიანი იყო და თუ ასეა,…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდება

მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და უფლებადამცველების  საპროტესტო აქცია დღესაც  გაიმართება. აქციის მონაწილეებმა მთავრობას გადადგომისთვის ულტიმატუმი წაუყენეს და ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. აქცია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვენ. ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის ფიზიკური დაპირისპირებისას მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეტი...