„პასუხისმგებლობის მოხსნა“ – სენატორი „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, პასუხიმგებლობიდან გაქცევად აფასებს.    „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მმართველი გინდის გადაწყვეტილებით, ე.წ. შარლ მიშელის ისტორიული დოკუმენტი ანულირებულია.

მეტი...

უარი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და მშვიდობიან განვითარებას – არასამთავრობოების შეფასება

მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გულისხმობს, არასამთავრობო სექტორი განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის უარი ევროატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების…

მეტი...

სიახლე PSP-სგან – ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია!

PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას – ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ – კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” – თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის…

მეტი...

კახა ოქრიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს

„ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს. „დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე. სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა“  -აცხადებს ოქრიაშვილი. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი დაკავებულია…

მეტი...

დაქირავებით დასაქმებულთათვის ივლისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მეორე ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, ივლისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს,…

მეტი...

“მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა” – ეკატერინე ტიკარაძე

„მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა, ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ,…

მეტი...

“19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება, რაც შეიძლება, რაციონალურ ჩარჩოში ჩაჯდეს, ჩვენი კეთილი ნება იქნება” – მამუკა მდინარაძე

იქნება 53, თუ 57 პროცენტი, ქართული საზოგადოება თუ დაინახავს, რომ ჩვენს ოპონენტებში,  რადიკალურ ოპოზიციაში მზად არიან, ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, პოზიტიური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პრობლემა არ გვექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა დინარაძემ განცხადა. თუმცა, მდინარაძის თქმით, პირადად მისთვის ოპოზიციის ამ ნაწილის მხრიდან ამგვარი მოქმედება წარმოუდგენელია. „არათუ 43%-ის შემთხვევაში, იქნება 53, თუ 57, თუ დაინახავს ქართული საზოგადოება, არა მხოლოდ მმართველი ძალა, რომ ჩვენს ოპონენტებში, იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელიც არ ვიცი, ამ ნირს როგორ შეიცვლის, რადიკალიზმს როგორ მოხსნის დღის წესრიგიდან, მზად არიან, ქვეყნის მართვაში…

მეტი...

შარლ მიშელის ანულირებული შეთანხმება – ოპოზიციის მწვავე განცხადებები

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და განცხადებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტმა თავისი თავი ამოწურა, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის იმ განცხადებაზეც გააკეთეს კომენტარი, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია მზადაა, კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” 43%-ის მიღება არ შეუძლია, ვადამდელი არჩევნების თავიდან არიდება სურს და სწორედ ამიტომ მათი ქმედებები…

მეტი...

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.

მეტი...

“მე ვტოვებ პარლამენტს” – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდბელო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება „ოცნება“ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ…

მეტი...

„აბა ამ “პერებეშჩიკი” ჭიჭეების და ჭ****ბის იმედად ხომ არ ვიქნებოდით…“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, „ქართული ოცნების“ განცხადებას და 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ხომ გითხარით, შარლ მიშელი ამ ზაფხულს შვებულებაში ვერ გავა-მეთქი.ყველთვის ქოცების იმედი მქონდა, აბა ამ “პერებეშჩიკი” ჭიჭეების და ჭ****ბის იმედად ხომ არ ვიქნებოდით…”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

“საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ” – კელი დეგნანი

აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ეს მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, რათა ფოკუსირება მოახდინოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად და რომ შემცირდეს პოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა. ელჩმა აქვე არჩევნების მიმართ მოქალაქეთა ნდობისთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო კომისიების თანამშრომლები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული ახალ ტექნოლოგიებში, რომელიც დაინერგება. მოსახლეობამ ასევე უნდა იცოდეს საარჩევნო სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ. საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, არჩევნების შემდეგ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

ლაშა ბექაურმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია

ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალაში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.

მეტი...

“მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ” – რა პირობას აყენებს “ქართული ოცნება”

რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – “ქართული ოცნება” პირობას აყენებს. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად. “მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზინებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,” – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, ნორვეგია, მაკედონია და ალბანეთი. „ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის საბჭოში აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობას. ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დააწესა.

მეტი...

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 2 აგვისტოდან დაიწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა, 2021 წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება საკანონდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა, და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში…

მეტი...

თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნიისტის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. „საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის…

მეტი...

“ყველა უნდა ავიცრათ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციაა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელი მოსახლეობა უნდა აიცრას, რათა ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. “დღეს, მთავრობის სხდომის ჩატარება განსხვავებულ ფორმატში გვიწევს, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, ჟურნალისტები. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა არის მასობრივი ვაქცინაცია. სახელმწიფო მზადაა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს აცრა. ფაქტობრივად, ყველა უნდა ავიცრათ, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის…

მეტი...

“არჩევნები ახლოვდება, იმატებს ცილისწამება” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ეპიდვითარების გამო დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებულ ფორმატში ტარდება და მას გამგებლები და ჟურნალისტები არ ესწრებიან. კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აქტუალური თემები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე და განაცხადა. რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულადაა დაცული, მიუღებელია ქალაქის იერსახის დამახინჯება სხვადასხვა წარწერით თუ პლაკატით და ამ კანონდარღვევაზე თბილისის მთავრობას შესაბამისი რეაგირება ექნება. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში თბილისში გავრცელებულ პლაკატებზე, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული და კატეგორიულად უარყო ამ ფაქტთან რაიმე კავშირი. “რაში სჭირდება კახა კალაძეს…

მეტი...

მზარდი კოვიდსტატისტიკის გამო საქართველოში შესაძლოა საველე ჰოსპიტლები მოეწყოს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება კლინიკებში დატვირთვის შესამცირებლად მაქსიმალურად აპირებს კოვიდსასტუმროების ათვისებას და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში განიხილება საველე ჰოსპიტლების მოწყობა. როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა და  მისი თქმით, არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე.  “ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთო მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისათვის,…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა. თეა წულუკიანი ამისთვის დეპუტატებს მადლობას ეუბნება და აღნიშნავს, რომ დასახელებულ თანხას ეფექტურად გამოიყენებენ. „მადლობას ვუხდი პარლამენტს, ვინაიდან მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხას ძალიან ეფექტიანად გამოვიყენებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე. წულუკიანის თქმით, ამ…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა დაასრულა გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიადაზე. მერვედფინალში მან ვერაფერი მოუხერხა გერმანელი ალექსანდრ ზვერევის მოწოდებას და ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7(5). პირველ ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. განსაკუთრებით ზვერევი, რომელმაც საწყისი პარტია ისე წარმართა, რომ თავის გეიმებში ქულა არ წაუგია, ბასილაშვილს კი ერთი ჩავარდნა ჰქონდა გადამწყვეტ მეათე გეიმში – ქართველმა პირველ ორ გათამაშებაში ორი თითქმის მოგებული ქულა დათმო, გერმანელმა სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე სეტშიც დიდი ხანი ჩოგბურთელები უპრობლემოდ იღებდნენ საკუთარ გეიმებს. თითქოს გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელშიც ზვერევმა ორმაგი დაფარული მატჩბოლი მიიღო და…

მეტი...

“კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს” – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისათვის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, სამიზნე რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში 25-30 ათასამდე პირის ვაქცინაციაა.  “ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ 26 ივლისს და 27 ივლისს ვაქცინირებული პირების რაოდენობა საშუალოდ იყო 14 ათასამდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე იგეგმება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა, იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს 25-30 ათასამდე. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. …

მეტი...

“2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვმუშაობთ, რომ როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს” – თეა წულუკიანი

სახელოვნებო განათლება არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, რათა როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკანმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, ვარაუდობენ, რომ 10 წლის თავზე სახელოვნებო განათლება იქნება ფორმალიზებული და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარება ხელშეწყობილი. „სახელოვნებო განათლება არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტელევიზიებიც აქ ბრძანდებიან, ვისაც ეს უნდა ესმოდეს, 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო…

მეტი...

“ყოველდღიურ რეჟიმში სამას საწოლს ვამატებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, რათა ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა იმ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს პანდემიის სამართავად. „ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ სამას საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, მეორე ტალღის დროს ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღეს ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია…

მეტი...

“ეს კვირა იქნება გადამწყვეტი” – თამარ გაბუნია

კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, სხვადასვა საერთაშორისო ინსტიტუტის გამოთვლებით არსებობს მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში და მომდევნო დღეებში უნდა ველოდოთ კოვიდმაჩვენებლის დაღმასვლას, მეორე ვერსიით კი სწორედ ახლა იწყება აღმავალი პერიოდი. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ყურადღებით აკვირდება და მართავს სიტუაციას, რის შესაბამისადაც მიღებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.

მეტი...

“ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, გთხოვთ, აიცერით” – კელი დეგნანი

მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის ვაქცინაციისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მისივე თქმით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ხუთასი ათასი დოზის გადმოცემა შეძლო. ელჩმა მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან და აღნიშნა, რომ სწორედ ვაქცინაცია არის გზა პანდემიის დასამარცხებლად. „შესანიშნავია, რო მოვედი აქ, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვნახე ამდენი ქართველი, რომელიც აცრას იკეთებს. აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 648 თბილისში, 438 აჭარაში, 270 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარაში – 438, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 152, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 139, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 836, აჭარაში – 516, იმერეთში – 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 751-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 141 პირს დაუდასტურდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 242, „პისიარ“ ტესტით – 17 311. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო შვიდი დღის – 6,92%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 410 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 377 597 გამოჯანმრთელდა, 5 751 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია –…

მეტი...

ლაშა ხუციშვილი „მთავარი არხის“ საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მთავარი არხის“ საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. „ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე. ამჯერად ასეთი ამბავია: მთავარი არხის ე.წ. „გაყიდვების სახლის“ საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 27 ივლისს 11:11 საათზე. რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 22 ივლისს. ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და…

მეტი...

„ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის… ასამართლებენ – ვის შესახებ წერს სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსნებს მისი მოტაცებისთვის და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ. „უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს პოლკოვნიკს, ასამართლებენ ჩემი უკანონო გატაცებისთვის. თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც – ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის. ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში! სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა…

მეტი...

“მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას” – დევი ტაბიძე კოვიდ სტატისტიკაზე

მედიკოსების განმარტებით, ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს, თუმცა სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად ე.წ. ლოქდაუნის საჭიროება დადგება. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფო შეზღუდვების შემოღებაზე კვლავ უარს აცხადებს და სიტუაციიდან გამოსვლის გზად მასობრივ ვაქცინაციას ასახელებს. “მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ, ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით. მე არ ვამბობ იმას, რომ ლოქდაუნია აუცილებელი. ლოქდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგებისგან,“ – აცხადებს დევი ტაბიძე.

მეტი...

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჭედიას (ნაწილობრივ), შუშინის, ბაღნარის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას; დიდუბის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI  კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას; საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო…

მეტი...

სროლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე – ოფიციალური ბაქო ერევანს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს

ოფიციალური ბაქო ორი აზერბაიჯანელი სამხედროს დაჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და სომხეთს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ქალ-ბაჯარის ​მონაკვეთზე სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. განცხადებაში წერია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ადეკვატურ საპასუხო ქმედებებს ახორციელებენ. დაძაბულობის ესკალაციაზე ბაქო პასუხისმგებლობას ერევანს აკისრებს.

მეტი...

ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ

ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.

მეტი...