“გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი” – პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან რამდენიმე წუთში აქცია უნდა დაიწყოს. მოთხოვნა უცვლელია – “გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი”.

საკანონმდებლო ორგანოს წინ სიტყვით გამოსვლას კვლავ გეგმავენ მედიის წარმომადგენლები.

მედიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე დილიდან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

პარალელურად, მიმდინარეობს პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების. ადგილზე განლაგებულები არიან აქტივისტები და ცდილობენ, რომ იმ შეთხვევაში თუ იქნება გადაადგილება დეპუტატების, მათ აქტივისტებმა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან.

რამდენიმე ასეთ შემთხვევა უკვე იყო, როდესაც აქტივისტები შენობიდან გამოსულ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებოდნენ. 

მსგავსი თემები