თბილისის ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული

დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში განმარტეს, გადაწყვეტილება კოვიდრეგულაციების შემსუბუქების პარალელურად მიიღეს. მანამდე არსებული წესით, კონდიციონერის მუშაობის დროს, ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების თანახმად, მუდმივად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით, კონდიცირების შესახებ კი რეკომენდაციაში საუბარი არ არის. შრომის ინსპექციაში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აქვს. იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შედეგად და რა არგუმენტით განხორციელდა…

მეტი...

12 დაკავებული, დაპირისპირება პოლიციასთან, კვერცხების და ბოთლების სროლა- “თბილისი პრაიდის” კვირეული დღეს დაიწყო

სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები “თბილისი პრაიდის” მონაწილეების შეკრების ადგილას მივიდნენ და პრაიდის კვირეულის მონაწილეებს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს.  სიტუაცია კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც “პრაიდის” მოწინააღმდეგეებს თანამოაზრეთა კიდევ ერთი ჯგუფი შეუერთდა. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ნაწილი კი ტერიტორიას განარიდეს. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ათეულობით სამართალდამცველი იდგა. პოლიციამ ე.წ “ცოცხალი ჯაჭვი” გააკეთა და რკინის კონსტრუქციები განათავსა. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებულმა პოლიციელებმა დღეს როგორც კრიტიკა, ისე შექებაც დაიმსახურეს.  “პრაიდის” მოწინააღმდეგეები დალოცეს სასულიერო პირებმა. მათი ქმედებები კი არასამთავრობო ორგანიზაციის…

მეტი...

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი. მათი დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას. ვაჟა სირაძის შეფასებით, ამ დროისთვის ადგილზე ვითარება მშვიდია. “პოლიცია აკონტროლებს სრულად ვითარებას. მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი. სიტყვის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. პოლიცია კანონს დაიცავს და მოვალეობას სრულად შეასრულებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვაჟა სირაძემ. შეგახსნებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება…

მეტი...

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია“ – თენგიზ ცერცვაძე კოლეგაზე

„ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კოლეგის  განცხადებებს პასუხობს. „ცნობილმა რეანიმატოლოგმა ბატონმა ვახო კალოიანმა ძალიან მოუხშირა ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ფობიურ გამონათქვამებს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპიურ „ჰეითერად“ ჩამოყალიბდა.  ა.წ. 27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“  და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც  პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია ​პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.   რისი…

მეტი...

„პრაიდის“ კვირეულის გახსნაზე 12 აქტივისტი დააკავეს

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, სადაც „თბილის პრაიდის“ კონტრ-აქციის წარმომადგენლები პროტესტს მართავდნენ 12 ადამიანი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი სამართალდამცველებთან დაპირისპირება და კვერცხების სროლა გახდა. შსს-ს ინფორმაციით, 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.   შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა, ღონისძიება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მეტი...

„არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს“ – საპატრულო პოლიციის უფროსი

იქ, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეული იხსნება და დაპირისპირებაა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსიც მივიდა, როგორ ვაჟა სირაძემ განაცხადა, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება და შეკრებილებს მოუწოდა, არ გასცდნენ  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს. ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც კონტრ-აქციის მონაწილეებს საშუალებას არ აძლევენ, დახურულ შენობაში შევიდნენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება იმართება. „მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი…

მეტი...

იქ, სადაც „თბილისი პრაიდი“ იმართება, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან

იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება უნდა დაიწყოს, დაპირისპირებაა. მართალია, ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, თუმცა, პერიოდულად ვითარება იძაბება რადგანაც კონტრ-აქციის მონაწილეები კორიდორის გარღვევას ცდილობენ.   ღონისძიება ნახევარ საათში უნდა გაიხსნას, სადაც საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს ელოდებიან.   სამართალდამცველებსა და ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შეკრებილებმა კვერცხები და ბოთლებიც კი ისროლეს. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების კი შეიყვანეს.

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე

ამ წუთებში, იქ, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ხმაურია. დარბაზში შეკრებილები არიან ღონისძიების ორგანიზატორები, კონტრ-აქციის მონაწილეები კი შენობის გარეთ იმყოფებიან. მათ შუაში სამართალდაცველები დგანან, რომლებიც აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეების შორის დაპირისპირებაც მოხდა. რაც შეეხება „თბილისი პრაიდის ღონისძიებას, ის 19:00 საათზე უნდა გაიხსნას. დარბაზი 300 სტუმარზეა გათვლილი. „პრაიდის“ ორგანიზატორები საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ელოდებიან. დარბაზში უნდა გაიმართოს ფილმის ჩვენება. შიდა ტერიტორია იმდენადაა დაცული, რომ გარეთ მობილიზებულები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.    

მეტი...

„არანაირი ალიანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ გორში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალებთან“ გადაკვეთა არ ექნება.   “მე მინდა აბსოლუტურად ღიად აი აქ გორში, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია ,,საქართველოსთვის“ არანაირ ალიანს ნაციონალურ მოძრაობასთან არ განიხილავს და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია,’’ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, განიხილავს თუ არა მისი პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსს. 

მეტი...

გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა  

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე  გოგი წულაია საპატიმროდან გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წულაიამ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა და მედიას განუცხდა, რომ 25 კილო დაიკლო.     შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში…

მეტი...

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება ორმაგდება

დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გარდა ამისა,   იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.  აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მეტი...

„მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა, მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს“ – გიორგი გახარია 

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე დღეს გორში იმყოფება. პარტიამ  დღეს გორში რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისის გახსნისას გახარიამ მხარდამჭერებს და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.  „როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი – ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. სახელმწიფომ, უბრალოდ,  უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. ამას ბევრი რამ სჭირდება, სჭირდება ნორმალური  თანაბარი პირობები. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ…

მეტი...

„ვგავარ წამებულს? ვერანაირი შუქის ჩაქრობით და ოფისიდან გამოგდებით შეგვაშინებენ“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, ვერანაირი ოფისიდან გამოგდებით თუ სუს-ის მეთვალყურეობით მას ვერ დააშინებენ. აღნიშნული განცხადება მან გორში, ოფისის ოფისის გახსნისას ჟურნალისტებთან გააკეთა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ გორის ოფისის მეპატრონემ პარტია „საქართველოსთვის“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მან უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტებით ვერავინ შეაშინებს.   „ჟურნალისტი მეუბნება, რომ ზუსტად ისევე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ, ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა, მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება…

მეტი...

„ჩვენი დასაცავი გახდა „ქართული ოცნება“ – გიორგი გახარია აშშ-ში ვიზიტზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის,  გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას, მმართველი გუნდი მისი დასაცავი გახდა. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მარტივ რაღაცას გეტყვით, ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“. არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯები, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ. თავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ. რამდენიმე საკითხი შემიძლია,…

მეტი...

„ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, გამოგიგზავნით“, – გიორგი გახარია ჟურნალისტებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჟურნალისტები კორუფციასა და ნეპოტიზმს არასწორად ეძებენ, ამიტომ, ყველას ჰპირდება, მიაწვდის ინფორმაციას, სად უნდა ვეძებოთ მსგავსი ფაქტები. „ნებისმიერ რეგიონში, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი თუ ვინმეს ასაქმებდა, პირველ რიგში, პროფესიული ნიშანი და კეთილსინდისიერება იყო მთავარი. თქვენ თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, სიის სახით, მეილი მომეცით და გამოგიგზავნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

შეშის საკუთარი ძალებით დამზადება ეტაპობრივად გაუქმდება

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება“ – ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების 10 წლიანი ხედვის პრეზენტაციზე ისაუბრა აღნიშნა, რომ შეშის საკუთარი ძალებით დამზადება ეტაპობრივად გაუქმდება.   მინისტრის თქმით, ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს. „მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს  ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სოციალური…

მეტი...

2021-2023 წლებში, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე, მათ შორის, სატყეო რეფორმის მიმართულებით დეტალურად ისაუბრა.  „სატყეო სექტორის რეფორმა არის ძალიან კომპლექსური. საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი და შექმნა ტყის მართვის ახლებური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება განხორციელება. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ ახალი პოლიტიკის გატარება და ინვესტირება სატყეო სექტორის განსავითარებლად. შესაბამისად, 2021-2023 წლამდე, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა, მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით, რაც უამრავ…

მეტი...

„2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარადგინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი სატყეო სექტორია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სატყეო სააგენტოს გეგმა ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობაა. „საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, ითვალისწინებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; აგრეთვე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო  სააგენტოს გეგმაა, ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა“ – აღნიშნა მინისტრმა.   მისივე…

მეტი...

მინისტრმა დარგის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარადგინა

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. „ჩვენი ამოცანა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა. რამდენიმე მიზანს ვისახავთ – ეს არის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ჩვენი თვითუზრუნველყოფის ამაღლება; როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ის ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი…

მეტი...

„ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა“ – გერმანიის ელჩი

საქართველოში აკრედიტირებული გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამართულობის აუცილებელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა. როგორც ელჩი განმარტავს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, საეჭვო კითხვები არ უნდა გაჩნდეს. „ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლოს სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისადმი და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი მიკერძოებულობაში. მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ არსებობდეს აბსოლუტური ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება“,…

მეტი...

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 165 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 081-ს შეადგენს. აქედან  2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 529, აჭარაში – 163, იმერეთში – 353. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტიების რაოდენობა  601 ადამიანია.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165  პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 7, იმერეთში – 10. 605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 – თბილისში, 182- აჭარაში. 5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. სულ  6 ოქტომბრიდან – 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 899 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 208, პირი, აჭარაში –…

მეტი...

კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 327 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 95, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 18, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

კორონავირუსით 980 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 579  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 877 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.2 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  367 058-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.86%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 352 624-მდე.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი „თბილისი პრაიდს“ სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მხარდაჭერას უცდახებს და ამბობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია. „ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა. მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, „თბილის პრაიდის“ მონაწილეებს სრული უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი აზრი. „მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება. ასევე, „თბილისი პრაიდის“…

მეტი...

„გააფეტიშეს, ფაქტიურად ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი“ – დავით ჭიჭინაძე ე.წ. მიშელის დოკუმენტზე

„საქართველოში  ზვიადისტები გვყავდა, პუჩისტებიც, მიშისტები, ბიძინისტები… ახლა გვყავს სამაგიეროდ  მიშელისტები“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, 30 წელი ბნელ ტყეში რომ მოვდიოდით, ძლივს აღმოვაჩინეთ 21-ე საუკუნეში, რომ თურმე, ამ ქვეყნის ბედნიერება მიშელის დოკუმენტზე გადის „აი, ამის დამტკიცებას ცდილობს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული ოპოზიცია. გააფეტიშეს, ფაქტიურად ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი, სარგებლობას კი მხოლოდ „ქართულმა ოცნება“ ნახულობს. მით უმეტეს,  „ოცნებას“ ხომ თავის რეალობა და პირადი თარგმანები აქვს, სადაც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიშელი იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ისინი დატოვოს ხელისუფლებაში 2030 წლამდე. მოკლედ, ახალი ეტაპის დასაწყისი ბოიკოტის დასასრული უნდა ყოფილიყო და…

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო, წალკაში მამაკაცი დააკავეს

გუშინ, წალკაში მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – აცხადებენ უწყებაში. ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში…

მეტი...

იურისტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ – მიმართვა ხელისუფლებას

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეაჩეროს. როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, 2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელი მოეწერა პოლიტიკურ შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ წერია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და მოქმედი წესებით მათი შერჩევა არ უნდა მოხდეს. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ხელისუფლების სამი შტოს: სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული წევრებისგან. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის მოსამართლეთა საკუთრება და ის ლეგიტიმაციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისგან იღებს. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია…

მეტი...

20-მდე აბიტურიენტს „კოვიდ ინფექცია“ დაუდასტურდა

რამდენიმე წუთია აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრები 8:00 საათზე გაიხსნა. პირველი გამოცდა ქართულ ენა-ლიტერატურაში იმართება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 9:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრებში მისვლა უკვე დაიწყეს.  ადგილზე თერმოსკრინინგი ყველას უტარდება. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი ისინი სპეციალურ სივრცეში გადაჰყავთ, სადაც შეძლებენ გამოცდის ჩატარებას. ამ ეტაპისთვის, 20-მდე აბიტურიენტმა მიმართა საგამოცდო ცენტრებს და შეატყობინა, რომ ისინი ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გაეთიშებიან.    

მეტი...

თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა გაჩნდა

​ლისი-მიხათწაყოს მისასვლელი გზა სამივე მხრიდან ჩაკეტილია. ადგილი ბეტონის ჯებირებით შემოფარგლეს, რომ მიმდებარედ გადაადგილება შეუძლებელი იყოს. მიზეზი კი მეწყრული პროცესებია, რომელიც ადგილზე გაჩნდა. ახალ მეწყრულ ზონას გეოლოგები და სპეციალისტები იკვლევენ, სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პროცესები მიმდინარეობა ლისი-მუხათწყაროს მიმართულებით.    როგორც გუბერნატორი აცხადებს, სამანქანო გზას ის კომპანია მიხედავს, ვინც საგზაო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.   “მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილზე მოსულები იყვნენ როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ისე სხვა სპეციალისტებიც. დაიწყება საინჟინრო პროექტზე მუშაობა. სამანქანო გზას კი აღნიშნული კომპანია დაიწყებს, რადგანაც, გზის მოვლა-პატრონობა რადგან ეს მის პასუხისმგებლობაშია,”- აცხადებს დავით ნოზაძე.

მეტი...

ვაშლოვანში ხანძარს ვერ აქრობენ

ვაშლოვანში ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან, თუმცა, სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის, რომ ხანძრის კერამდე სამანქანო გზა არ არსებობს და მიახლოება შეუძლებელია. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია. იგეგმება სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენის ჩართვა.

მეტი...

ლევან ვასაძეს გულზე იშვიათი და რთული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

მოძრაობა “ერი, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ  ლევან ვასაძეს თურქეთის კლინიკაში იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც, ის იძულებულია მკურნალობა რუსეთში გააგრძელოს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ყველას მოუწოდებს, გავიდნენ რუსთაველზე. „დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. ამიტომ. იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში, სამწუხაროდ, ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ…

მეტი...