„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის“ – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიმდინარე კონფლიქტურ და დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან შეფასება გააკეთა, როგორც ელჩი აღნიშნავს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო.  

„ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლება და უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე შეფასებით, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი,  ქართველი ხალხია გადასაწყვეტია.

„მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. ეს მართლაც ძალიან მძიმეა, ლოცვებში ვიხსენიებთ და ვუსამძიმრებთ ყველას. ლექსო ერთ-ერთი იყო, ვისზეც ძალადობა განხორციელდა. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები