პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი ოპოზიციამ დაიკავა და ტრიბუნაზე დროშები გადმოფინა

პარლამენტში ოპოზიციისა და „ტვ პირველის“ დირექტორის შეჭრის და ფიზიკური დაპირისპირების გამო რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა დაიკავეს და მთავარ ტრიბუნაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.     

მათი განცხადებით, კახა კუჭავას არ მისცემენ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხდომა გამართოს, რადგანაც პარლამენტმა მთელი მთავრობა უნდა გაისტუმროს.

„დღეს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატთა ეთიკის კოდექსზე. ჩვენს გვამზე უნდა გადაიაროს და ეთიკის კოდექსის განხილვა უნდა დაიწყოს. გროტესკი. არ მივცემთ საშუალებას, სხდომა გახსნას“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც პარლამენტის შენობაში, ისე შენობის გარეთ დილიდან ფიზიკური დაპირისპირებაა.

მსგავსი თემები