ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი გვამი გაუჩინარებულ ავსტრალიელ ქალს ეკუთვნის, რომელიც თბილისში გუშინ გაუჩინარდა. „მედიაცენტრი მთავარი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის…

მეტი...

ავსტრალიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარედ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა. დაკარგულ ტურისტს მთელი დღე მთაწმინდის ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაციაში დრონები და კინოლოგებიც მონაწილეობდნენ. როგორც დაკარგული ტურისტის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, ქალმა მეგობარს შველა სთხოვა. მას შემდეგ ის ტელეფონს არ პასუხობდა.

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

გიორგი გახარიამ  ზესტაფონში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა და პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ახალი წევრი – ზაზა თავაძე წარადგინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზესტაფონში დღეს პირველად ვხსნით მხოლოდ ოფისს კი არა, ჩათვალეთ, რომ  ყველა ჩვენგანის სახლს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ღირსეულ ზესტაფონელთან ერთად ვართ. ზაზა ის ადამიანია, ვინც ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზაზა თავაძეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიცია ეკავა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ზაზა თავაძეს 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ზაზა თავაძე სამართალმცოდნეა, საჯარო სამართლის პროფესორი და ამჟამად საჯარო სამართლის დოქტორანტი ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. მას ასევე…

მეტი...

ავსტრალიელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

ავსტრალიელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.  შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. მისი კვალი მთაწმინდის ტერიტორიიდან დაიკარგა.  ძებნის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა დრონითაც დაიწყო და დამატებითი ძალებიც დაამატა.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ცნობილია ასე ის, რომ დაკარგულმა ქალმა მეგობარს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ძებნაში კინოლოგებიც ჩაერთვნენ. როგორც მეგობრები აცხადებენ, მისი ტელეფონიდან დაირეკა, სადაც ყვირილის ხმა ისმოდა, რომ გაუჩინარებული ქალი ყვიროდა “არ შემეხო,” “არ მომეკაროო”.

მეტი...

7 000-მდე საწოლიდან 6 000-მდე ადგილები დაკავებულია

ამ ეტაპისთვის, კოვიდპაციენტების მისაღებად მხოლოდ 1000-მდე საწოლია თავისუფალი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდის მობილიზება აქტიურად გრძელდება. „ვმუშაობთ, მობილიზებული იყოს საწოლები. დღეს ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31ათას პაციენტზე მეტი. აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ოჯახის ექიმები.  საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები გადადიან იმ კლინიკებში, რომელსაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს და შესაბამისად, ისინი გადიან კიდევ დიაგნოსტიკას. დღეს მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“ – განმარტავს მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ბოლი 24 საათში…

მეტი...

ინფიცირების აქტიური მაჩვენებელი 31 295 შემთხვევაა

ამ ეტაპზე, საქართველოში, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295,  საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 – თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 8. სულ  6 ოქტომბრიდან – 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 982 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293…

მეტი...

ვირუსით 27 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა – 517, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, კახეთი – 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

მეტი...

ვირუსით 3 196 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 196  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 147   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.62 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419 534-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.35 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

მეტი...

საქართველოში 168 000 დოზა „ფაიზერი“ შემოვა

დღეს, ქვეყანაში „ფაიზერის“ დამატებით დოზებს შემოიტანენ.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს დოზები საქართველომ შეისყიდა. „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. ეს იქნება 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები. ამით, ქვეყანაში ვაქცინების პრობლემა არ გვექნება “, – აცხადებს გამყრელიძე.

მეტი...