„თავის ტვინში ტლანქი სისხლჩაქცევა ვერ ნახეს“ – ექსპერტი ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაზე

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში ისეთი სისხლჩაქცევა არ იყო, რომელსაც, შესაძლოა, სიკვდილი გამოეწვია.  სამედიცინო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. „თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ლოკაციაში, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის…

მეტი...

„ქაჯივით, ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია“, – ლევან ვასაძე კელი დეგნანზე

საზოგადოებრივი მოძრობა „ერის“ ხელმძღვანელი ლევან ვასაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოხატავს და აცხადებს, რომ რომ არა ზოგიერთები, ვინც ბოლომდე „აწვებოდნენ“ „პრაიდის“ ღონისძიება რომ ჩატარებულიყო, ის ახლა ცოცხალი იქნებოდა. „მინდა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო. მე ვილოცებ მისი სულისათვის. სანამ მე ჩემს დაავადებას და დიაგნოსტიკას ვებრძვი, რამდენიმე დღით ბინაში გამომწერეს, თუმცა ისევ უნდა დავბრუნდე. ჩემთვის ასეთი ამბის მოსმენა უმძიმესია. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად სახელმწიფო დონეზე უნდა გაირკვეს თუ რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას, რატო დაიღუპა ის მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა. სიკვდილის პირას მყოფი…

მეტი...

შსს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს ასაჯაროებს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა და სიცოცხლის პერიოდში, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი გაასაჯაროვა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი – ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე. აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით…

მეტი...

ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა მისი  გარდაცვალების მიზეზი. ოჯახის წევრები  ეჭვობენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი  5 ივლისს აქციაზე ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა, რა დროსაც ლექსოს სახის ძვლები დაუმტვრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

მეტი...

მთავრობას გადასადგომად ვადას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს გადასადგომად ვადას 12 ივლისის 12:00 საათამდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ 12:00 საათამდე ხელისუფლების სრული შემადგენლობა პრემიერ – მინისტრის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგება, პარლამენტის წინ ხვალ 18:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება. „ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, – განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია ოპერატორ…

მეტი...

„თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები არ აღენიშნებოდა“, – დამოუკიდებელი ექსპერტი გარდაცვლილ ოპერატორზე

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაში ჩაერთო, აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას. როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, ეს ჩანაწერი არსებობს ავადმყოფობის ისტორიაში. „მე ვარ დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა მივიღე გვამის გამოკვლევის პროცესში. აღებული იქნა ბიომასალა, თუ ოჯახს სურვილი ექნება, შესაძლოა, გამოძიებამ საზღვარგარეთ გააგზავნოს. თუ არ ექნება, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება ექსპერტიზა. ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, 8 რიცხვშიც სისხლისა და ჰაერის არსებობა ჰქონდა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე, ვერ…

მეტი...

შსს „ოცნების“ ოფისთან შეკრებილებს მიმართავს

„ოცნების“ ოფისთან მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ყველას მიმართავს, ძალადობრივი მოწოდებებისგან თავი შეიკავოს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“ – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

ვითარება უკიდურესად დაიძაბა – ოპოზიცია და აქტივისტები „ოცნების“ ოფისში შესვლას ცდილობენ

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაძაბულია, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, ოფისში შესვლას ცდილობენ. მათ დაპირისპირება მოუხდათ სამართალდამცველებთან. ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს წითელი საღებავიც კი შეასხა. პოლიციელებმა ადგილიდან რამდენიმე აქტიური აქტივისტი გაიყვანეს. ადგილზე იმყოფება მამუკა ხაზარაძეც, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ოფისში თუ არ შეუშვებენ, ძალიან ცუდი რამ მოხდება. ოპოზიცია მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვს. ისინი ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.   

მეტი...

პოლიციელებს წითელი საღებავი შეასხეს

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან  დაძაბული ვითარებაა. ნიკანორ მელია, ელენე ხოშტარია და სხვა აქტივისტები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ, სადაც უმრავლესობის სხდომა იმართება. პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილზე წითელი საღებავი მიიტანეს, რომელიც პოლიციელებს შეასხეს და შეღებეს. მანამდე კი, ელენე ხოშტარია, წითელი საღებავით სახელმწიფო კანცელარიის შენობა შეღება. ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა ასფალტის საფარზე წარწერა “მკვლელებო” გაეკეთებინა, როსი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მეტი...

„ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომას მართავს, გარეთ კი აქცია იგეგმება

ამ წუთებში  “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ოფისის მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პარალელურ რეჟიმში, “ოცნების” ოფისთან მივიდა ნიკანორ მელია და ელენე ხოშტარია, რომლებიც საპროტესტი აქციას გეგმავენ. ნიკანორ მელია ამ წუთებში პოლიციასთან მივიდა და ოფისში შესვლას ცდილობს, ის სამართალდამცველებს მოუწოდებს, ყველანი რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც 18:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.   „ქართული ოცნების“ ოფისთან იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები, რომლებიც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მთავრობის გადადგომას ითხოვენ.   საპატრულო პოლიცია ნიკანორ მელიას “ქართული ოცნების” ოფისში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. 

მეტი...

ელენე ხოშტარიამ კანცელარიას საღებავი შეასხა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფო კანცელარიას წითელი საღებავი შეასხა. აღნიშნულით მან ის ძალადობა გააპროტესტა, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა და რასაც ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა. ამ წუთებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.  

მეტი...

კლინიკაში აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერეს

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეს რეგულირების სააგენტოც სწავლობს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი აცხადებს, როცა ლექსო კლინიკიდან გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. „ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას. გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს ეს არის თეორიები, რომლის…

მეტი...

„წარმოუდგენელი ტრაგედია“ – ირაკლი ღარიბაშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე

„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და მომხდარს წარმოუდგენელ ტრაგედიად აფასებს. „ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, – წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის…

მეტი...

გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც ერთვება

„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, გარდაცვლილ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც დაესწრება. თუმცა, ამ ეტაპისთვის გეჯაძე ვერ ახერხებს პროცედურებში ჩართვას. ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, თუმცა, მას ჯერ-ჯერობით უარი უთხრეს შესაბამის პროცედურებში მონაწილეობაზე, რადგანაც ექსპერტიზის ბიუროს შსს-დან შესაბამისი წერილი არ მიუღია. როგორც თავად ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, უწყების გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა მას უფლებას ესქპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს.   შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის…

მეტი...

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისს „რისცხვილიას“ ოფისში სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მტავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა…

მეტი...

ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 11, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

მეტი...

კორონავირუსით 952 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 281 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 952  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 999  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.69 %. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  377 152-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.

მეტი...

კობა კობალაძე გეგმიური ვიზიტის ფარგლებში საჩხერელ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მის მრჩეველთან ვლადიმერ იმნაძესთან ერთად, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, ვეტერანებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამსახურის სამომავლო გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაც, უფრო ეფექტურს გახდის მათ ინტეგრირებას სხვადასხვა პროცესებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა პრობლემები, რომლებსაც სამსახურში, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დღეის მდგომარეობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 500-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, მათი პრობლემების…

მეტი...

ოპერატორი, რომელიც აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა

„ტვ პირველის“  ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის  აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა. ლექსო სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. ლექსოს “სირცხვილიას” ოფისში სახის ძვლები დაუმტვრიეს. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გაიმართა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს კოლეგების, ოჯახის, ახლობლების ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს ყველას.    

მეტი...