„ვერ გაუძლებდა ამას ქვეყანა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც აივსებოდა“ – თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის ჩაკეტვაზე

„ექიმის პოზიციიდან, შეზღუდვების მოხსნა ვიჩქარეთ, სახელმწიფოს პოზიციიდან – არ ვიჩქარეთ“ –  აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან და კლინიკური სექტორის მობილიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.   „თუ ვილაპარაკებთ ექიმის პოზიციიდან, შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ. მაგრამ, თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციებიდან – არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსებოდა. ექიმის პოზიციიდან ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სახელმწიფოს და მოქალაქეების პოზიციიდან გამართლებული იყო“ – აცხადებს ცერცვაძე. ინფექციონისტი ფიქრობს, რომ „დელტა“ შტამის მატებიდან გამომდინარე, კლინიკური სექტორის მობილიზება უნდა…

მეტი...

“ჯერჯერობით, სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ მკაცრი შეზღუდვები და „ლოქდაუნი“ არ განაახლოს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაფიქრებელია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო, ამ ეტაპზე, მკაცრ შეზღუდვებს განიხილავს.     „ახალი შემთხვევების რაოდენობა 1300-დან 1800-მდეა, რაც ძალიან მაღალი დონეა“, – აცხადებს ცერცვაძე და ვითარების გართულებას ქვეყანაში რეგულაციების მოხსნას უკავშირებს. „ის რეგულაციები, რომელიც დარჩენილია,  პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, მოსახლეობის მიერ სათანადოდ არ სრულდება. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის მცდელობისკენ, ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ, იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ. პიქირით,  მკაცრი შეზღუდვების…

მეტი...

რას ითხოვდა ოსური მხარე ზაზა გახელაძის სანაცვლოდ?

„ოქონის ხატს ითხოვდნენ გახელაძეში და ბოლოს გობოზოვი მიიღეს“,- „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს. ოქრუაშვილის თქმით ოსური მხარე „ოქონის ხატს“ ითხოვდა გახელაძეში: “ისინიც რა “ძიშოვები” არიან. ოქონის ხატს ითხოვდნენ გახელაძეში და ბოლოს გობოზოვი მიიღეს”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

პროკურატურა, კიდევ ერთი დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს  

5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისთვის ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობას ითხოვს. საუბარია,  საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომლისთვისაც გიორგი მაღრაძე დააკავეს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მას მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

“პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ადამიანს ძალადობაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს” – დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ძალადობაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს. მისივე თქმით, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდში ყვლას მკაფიო პროტესტი ჰქონდა. „იმ სამწუხარო დღეს მოვლენები კალეიდოსკოპურად განვითარდა, 11:00 საათზე უკვე დაწყებული იყო ძალადობა, რასაც პარლამენტის წინ ვხედავდით. პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ამაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს. შეიძლება, დაგმობის ფორმა იმ წუთში საჯაროდ არ იყო გაჟღერებული, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამაზე გამონაკლისის გარეშე ყველა ჩემს კოლეგას პროტესტის მკაფიო გამოხატვა გვქონდა. რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ…

მეტი...

ირანელმა მხატვარმა, მერაჯ შარიფმა, „ტვ პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას ნამუშევარი მიუძღვნა

ირანელმა მხატვარმა, მერაჯ შარიფმა, „ტვ პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას ნამუშევარი მიუძღვნა. მხატვარი ნამუშევარს საკუთარ Instagram გვერდზე აქვეყნებს წარწერით: „ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილისთვის“ შეგახსენებთ, 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივმი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. „TV პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.

მეტი...

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა.განზრახ მკვლელობის…

მეტი...

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბესიკ თორდუამ პენიტენციური დაწესებულების ექიმთან 30 ივნისს ძლიერი თავის ტკივილი დააფიქსირა, ასევე დაკარგა გონება, რის შემდეგაც, გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის გამო, ის სასწრაფო დახმარებამ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, ბესიკ თორდუას მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში უტარდებოდა. “ბრალდებული ბ.თ. (დაბ 09. 07. 1965წ) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა. შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი…

მეტი...

“6 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება” – აშშ – ს საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნის გამო. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით. „პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება. პარტიები…

მეტი...

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. 15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს „ენერგია+“-ის, შპს „დი-ვი-ესის“ შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სემეკის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.…

მეტი...

“საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ” – ევროკავშირის ქვეყნების ელჩები

5-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ, – ამის შესახებ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი „პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობის წევრებს მიმართავენ. ელჩების განცხადებით, დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის. „საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,“- ნათქვამია წერილში.

მეტი...

სემეკმა „დარიალ ენერჯი“ ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დარიალ ენერჯი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში შპს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებული „დარიალ ჰესის“ მიერ გადაცემის სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის დისპეტჩერის მითითება-განკარგულებაზე რამდენჯერმე დაუმორჩილებლობა, რამაც გამოიწვია „ლარსი ჰესის“, „ყაზბეგი ჰესის“ გაჩერება და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. სემეკის მხრიდან შპს „დარიალ ენერჯის“ მიეცა მკაცრი გაფრთხილება. ლიცენზიატების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერება და ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა, უშუალოდ აისახება მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ენერგეტიკული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების…

მეტი...

“საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ” – დიპკორპუსი გომელაურს

5-6 ივლისის მოვლენების დროს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ, პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვას, დიპლომატიური კორპუსი საგანგაშოდ მიიჩნევს. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელები ფაქტს, საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირ შეტევად აფასებენ. “საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,”- ნათქვამია წერილში, რომელიც დიპლომატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს გაუგზავნეს. 

მეტი...

როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. „სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,” – განაცხადა მაია ჩხაიძემ. მაია ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით ინფიცირებული 19 არასრულწლოვანი გადის მკურნალობას მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

თელავში ძმები დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თელავში – არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცმა ძმები  ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტამდე  სავარაუდო დამნაშავე მეგობარ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.  დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. 

მეტი...

ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი პოლიტიკური უთანხმოება საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი პოლიტიკური უთანხმოება საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, გერმანულ გამოცემა, „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჯორჯ ბუშის თქმით, გერმანიის კანცლერს ძალიან მტკიცე პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. „ანგელა მოვიდა და ქვეყნებს შორის მანამდე არსებული ვითარება სრულად შეიცვალა. ჩვენ, რა თქმა უნდა გვქონდა უთანხმოებებიც. მთავარი ეს, ალბათ, იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა. მას მტკიცე პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება სწორი არ იყო. მე ვფიქრობდი, რომ ეს…

მეტი...

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა 18 ივლისს იგეგმება

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სავარაუდოდ 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. შს მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით მსჯელობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ დევნისა და ძალადობის გამო გ.მ.-ს ბრალი წარედგინა – პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. “სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა)…

მეტი...

“არაფერი არ დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ” – ირაკლი კოვზანაძე

„არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“ – ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მან დღევანდელი კომიტეტის სხდომა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები არის არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ მას ეკონომიკური მდგენელიც აქვს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს. „ამ მოვლენების შემდეგ…

მეტი...

„ყველა ქვეყანაში დგას საკითხი რამდენად საშიშია „დელტა“ ვარიანტი“ – გიორგი კამკამიძე

„რაც დადასტურებულია ამ ვარიანტთან ეს არის, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა,  კლინიკა „ნიუ-ლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა. კამკამიძე კვლევებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ „დელტა“ შტამი „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით ნაკლები სიკვდილიანობით ხასიათდება: „ყველა ქვეყანაში დგას საკითხი, რამდენად საშიშია „დელტა“ ვარიანტი, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და ეფექტურად ასნებოვნებს ადამიანს, რაც შეეხება სიკვდილიანობას კვლევებით დგინდება, რომ „დელტას“ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული შტამის. ეს „დელტა“ შტამი ახალგაზრდა ასაკში და ბავშვებშიც ვრცელდება,ვირუსი ცდილობს ისეთ პოპულაციებში გავრცელდეს, სადაც დღემდე არ იყო,“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიცანტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის…

მეტი...

„სამწუხაროდ მატებისკენ არის ტენდენცია და საკმაოდ მაღალი გავრცელებაა“ – გიორგი კამკამიძე

„დღეისათვის ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელებაა, ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე საკმარისი არ არის ვირუსის შესაჩერებლად, ეს სეზონიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, თუმცა ძალიან ცუდი იქნება თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, მოგვიწევს შეზღუდვებს დავუბრუნდეთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა,  კლინიკა „ნიუ-ლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა. მედიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ქვეყანა გარკვეულ შეზღუდვებს დაუბრუნდეს, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მასშტაბურ შეზღუდვებს არ ეთანხმება: „აუცილებელია ის ღონისძიებები, რაც არის დასახელებული, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება, ჰიგიენის დაცვა, ეს უნდ გაგრძელდეს, მოსახლეობამ სწორად ვერ გაიგო შეზღუდვების მოხსნა და დახურულ სივრცეშიც აღარ იყენებენ პირბადეს,…

მეტი...

ჟურნალისტს ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს

ჟურნალისტს ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე შესაძლოა დღეს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც უკვე მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი. ჟურნალისტ ვახო სანაია და და მის თანმხლებ პირებს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თებერვალში დაესხნენ თავს. საქმეში ბრალდებულია 3 პირი.

მეტი...

შსს-მ 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი – 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე…

მეტი...

“ლექსისთვის”, “ნუ ახალისებთ მოძალადეებს”, “გადადგეს პრემიერი” – ბათუმელი ჟურნალისტების პროტესტი საკრებულოს სხდომაზე

“ლექსისთვის”, “ნუ ახალისებთ მოძალადეებს”, “გადადგეს პრემიერი” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად პერფორმანსი მოაწყვეს. აჭარის რეგიონალური მედიის წარმომადგენლები მოძალადეების დასჯას მოითხოვენ და ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მეტი...

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა. ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. როგორც შუკაკიძე განმარტავს, პატიმრის მოკითხვისას უთხრეს, რომ თორდუა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ექიმებმა მითხრეს, რომ თორდუას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა. თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი, ადვოკატის თქმით, უცნობია. ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის…

მეტი...

“კოვიდვითარების გაუარესების გამო შესაძლოა კვლავ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს” – თამარ გაბუნია

ეპიდემიური სიტუაცია უარესდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ “იმედის დილაში” განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა გახდება საჭირო და უწყება ამაზე უკვე მსჯელობს. “ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი,” –…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 813, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 94

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 813, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 94, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 398 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო…

მეტი...

ფოთში ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი მეტადონის გაყიდვის გამო დააკავეს

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა. დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ღვინჯილია 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

მეტი...

გლდანში მამაკაცმა დის საქმრო მოკლა

მკვლელობა თბილისში – გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა.  არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.  შსს -ს ინფორმაციით , დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 164 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 867 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 167, „პისიარ“ ტესტით – 14 700. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,21 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,65 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 382 734 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 491 გამოჯანმრთელდა, 5 503 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 324…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 503-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 398 პირს დაუდასტურდა, 1 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„პრობლემებზე თვალის დახუჭვა მათ მოგვარებას არ ემსახურება“ – დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე მიწების გადანაწილების საკითხს ეხმაურება: „მცხეთაში ისევე, როგორც ყველგან არსებულ პრობლემებს ობიექტური შეფასება და სწორი გადაწყვეტილება ესაჭიროება, ეს შეეხება პოლიტიკურ, თუ ყოფით სირთულეებს. ეს ეხება მორატორიუმს, რომელიც მცხეთელების ქრონიკულ პრობლემად იქცა, თუ ეს ეხება მოქალაქეებისთვის მიწების სამართლიან და არა პრივილეგირებულ განაწილებას, ეს ეხება საკადრო პოლიტიკას თუ სოციალურ პრობლემებს, თუ ნებისმიერ სხვა საკითხებს. ქართულ ოცნებაში ამის რესურსი არსებობს და ამას სწორად დანახვა სჭირდება,“ – აცხადებს ხუნდაძე.

მეტი...

„სოხუმის ციხეში  9 წლიან სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა“ – დავით ქაცარავა ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას ულოცავს

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ციხეებში კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩება. „ცხინვალის ციხეში რჩება გენადი ბესტაევი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა მიუსაჯა 3 წლიანი პატიმრობა. სოხუმის ციხეში კი 9 წლიან სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა,“ – აღნიშნავს ქაცარავა. შეგახსნებთ, ერთი წლის მანძილზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც მიმართული იყო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

მეტი...

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს. როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა…

მეტი...

ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს

ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს. ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ სწორედ პროფესიონალთა ჯგუფმა უნდა გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი – მათ შორის გარდაიცვლებოდა, თუ არა ლექსო თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, ის სასტიკად ნაცემი, რომ არ ყოფილიყო. სპეციალისტი ამბობს, რომ კომისიაში სხვდასხვა პროფილის ექიმები უნდა შევიდნენ – მათ შორის ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი. ალექსანდრე გეჯაძე იმედოვნებს, რომ მის წინადადებას გამოძიება გაითვალისწინებს.

მეტი...