„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობის ნიშნად, პრესკლუბის მუშაობას აჩერებს  

„მედიაცენტრი მთავარი“ უერთდება ძალადობის, ჩაგვრის, აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს და აქციას. ვიზიარებთ იმ დიდ ტკივილს, რაც ოჯახმა, მედიამ, ახლობლებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა მიიღეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვლების გამო. ეს არის  წარმოუდგენელი სისასტიკე, როცა მედიას, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, ასე სასტიკად უსწორდებიან. ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ ჩაგვრას, ვგმობთ სისასტიკეს, ვგმობთ მედიის მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებას.

ჩვენი კოლეგის გარდაცვალებიდან გამომდინარე, რომელიც „მედიაცენტრი მთავარის“ ხშირი სტუმარი იყო და ასრულებდა თავს მოვალეობას, „მედიაცენტრი მთავარი“, ლექსოს დაკრძალვამდე წყვეტს პრესკლუბის მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.       

მსგავსი თემები