დააკავეს ნარკორეალიზტორი, ვინც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკები მიჰყიდა

შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია პიროვნება, ვინც „ტვ პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული ნივთიერება მიჰყიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ფ.ა. ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. სამართალდამცველების მიერ საქმეზე…

მეტი...

შარლ მიშელი საქართველოში დაბრუნდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დაბრუნდა. მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ 19 ივლისს გაიხსნება. შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდება.

მეტი...

პარლამენტის სხდომა დაიხურა, მინისტრის მოსმენა ჩაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სხდომა დაიხურა. აღნიშნულის მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობის“ პროტესტის ის ფორმა გახდა, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა, ტრიბუნასთან მისულ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს, ტრიბუნასთან მივიდნენ სხვადასხვა პლაკატებით და სხდომა ჩაშალეს. დეპუტატი ნონა მამულაშვილი კი ფეხშიშველი დეპუტატის მაგიდაზე ავიდა და მინისტრს პლაკატი იქიდან აჩვენა. მინისტრმა გომელაურმა სხდომათა დარბაზი დატოვა, დეპუტატები კი დარბაზს ტოვებენ.   

მეტი...

პარლამენტთან „ლელოს“ წევრები დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ისევ ხმაურია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს მოუწოდებენ, მუშაობაში ხელი არ შეუშალონ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშისთვის, სამართალდამცველებმა „ლელოს“ წევრები – გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს. დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და „ლელოს“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაძაბული ვითარება და ხმაურია შიგნით, პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. პარლამენტის თავმჯდომარე, ამ დრომდე სხდომის განახლებას ვერ ახერხებს.  

მეტი...

თუ „ნაციონალები“ სხდომათა დარბაზში წარმოდგენებს არ შეწყვეტენ, სხდომა ჩაიშლება

პარლამენტში ისევ ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადება გააკეთა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მედიის ნაწილი ე.წ. წარმოდგენებს არ შეწყვეტენ და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ, სხდომა გადაიდება და მინისტრის მოსმენა ვერ შედგება.   „საკითხის განხილვა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, შემდეგაა პოლიტიკური განცხადებების ნაწილი. თუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ლამის ამ გადაწყვეტილების მიღების გზაზე. ერთადერთი, რაც გვსურს ესაა, დაისვას კითხვები, ეს იყო თქვენი მოთხოვნაც ოპოზიციის მხრიდან და საზოგადოებასაც აინტერესებს პასუხებიც და კითხვებიც, რასაც დასვამთ. თუ ჩვენ არ ვართ დღეს მზად, რომ დავსვათ კითხვები…

მეტი...

„ამორალური საქციელი“ – ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე  

პარლამენტში ისევ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარე სხდომის განახლებას ვერ აგრძელებს, რადგანაც ოპოზიცია დეპუტატებს ამის საშუალებას არ აძლევს. შინაგან საქმეთა მინისტრი ტრიბუნიდან ისევ მთავრობისთვის განკუთვნილ ადგილას დაბრუნდა. ის, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ირაკლი კობახიძემ ამორალობად შეაფასა.   „მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური. რა თქმა უნდა, ამორალურია შინაარსით, გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა. მცდელობა, როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს და როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პარლამენტში ფეხზე გაიხადა და მაგიდაზე ახტა

პარლამენტში ამ წუთებში ხმაურია. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის ტრიბუნასთან მივიდა და გამოსვლა დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პლაკატებით მასთან მივიდნენ და გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ. ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა – ნონა მამულაშვილმა კი ფეხზე გაიხადა, სკამზე დადგა და სკამიდან პარლამენტის მაგიდაზე ავიდა, საიდანაც მინისტრს პლაკატი ანახა. დეპუტატი მაგიდიდან უმრავლესობის წევრმა ჩამოიყვანა. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში ხმაურია. აქტიურობით გამოირჩევა თინა ბოკუჩავა, ეკა ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატები. სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.     

მეტი...

ჟურნალისტების პროტესტი

საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს კი შიგნით მყოფი ჟურნალისტებიც პროტესტით ხვდებიან. მათ  “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს.

მეტი...

5 ივლისს, მედიაზე განხორციელებული ძალადობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ საწინააღმდეგო აქციაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა…

მეტი...

„გომელაური უნდა გადადგეს“ – ოპოზიცია მინისტრს ამ სლოგანით ხვდება

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს „ცხელ დღეს“ ჰპირდება. ამ წუთებში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის გარეთ იმყოფება და პროტესტისთვის ემზადება, ნაწილი კი სხდომათა დარბაზშია. მინისტრი კი პარლამენტში რამდენიმე წუთში მივა.       „სწორედ იმიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორაა პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავებულია 5 ივლისს და მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. მას არ უჭირს საპოლიციო ძალების ორგანიზება, როცა ცარიელი “ქართული ოცნების” ოფისია დასაცავი და რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ, ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს და ჩვენი პოზიციაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, მივმართავთ მათ…

მეტი...

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან და პროტესტისთვის ემზადებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც პროტესტს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავრობას უცხადებენ. აქციის მონაწილეები 5-6 ივლისს, „თბილისი-პრაიდის“ კვირეულს ფარგლებში, მედიაზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპროტესტებენ და დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ მთავრობა არ გადადგება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში, პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს. აქციის მონაწილეები კი მთ შეძახილებითა და პლაკატებით დახვდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთელი პარლამენტი ალყაში ჰყავთ მოქცეული.

მეტი...

კორონავირუსით 13 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 30, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მეტი...

კორონავირუსით 1286 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 446 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 286  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 701   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.26 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  387 481-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.

მეტი...

დღეს, პარლამენტის შენობაში შესვლა შეზღუდულია

საქართველოს პარლამენტი მიღებული უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“ – ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ოპოზიცია, აქტივისტები…

მეტი...

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან – ხმაური შიგნით და გარეთ

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ და შიგნით, დღეს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პროტესტს და ხმაურს გეგმავს. პროტესტს და აქციას მედიის ნაწილიც უერთდება. პროტესტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პარლამენტთან 12 საათამდე შეიკრიბებიან, რადგანაც 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს. მინისტრი პარლამენტში რიგგარეშე სესიის ფორმატში მიდის და ის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში საუბარი მოუწევს 5-6 ივლისის მოვლენებსა და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და სხვა საკითხებზე.   ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას აპირებს, რადგანაც აცხადებს რომ სხდომამ მშვიდად არ უნდა ჩაიაროს. ხმაური იქნება პარლამენტის შენობის გარეთაც, ყველა შესასვლელთან,…

მეტი...

დიდუბეში ცეცხლის ჩაქრობას 13 სამაშველო ჯგუფი ცდილობს

დიდუბეში ხანძარია, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...