შეხვედრა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციასთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მმართველი გუნდის წევრებთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც სპორტის, ამ უკვე ოლიმპიური სახეობის მეტად პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობის უფრო აქტიურად ჩართულობისთვის უნდა იქნეს დაძლეული; „სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მეტი მხარდაჭერა; ხაზგასმით აღინიშნა მეკლდეურობის როლის შესახებ მომავალი თაობის როგორც ფიზიკურ, ასევე, სულიერ აღზრდაში,რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, რამეთუ მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ასეულობით მოზარდსა და 50-მდე მაღალი დონის ინსტრუქტორს აერთიანებს,…

მეტი...

შსს-მ მედიაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის 8 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადბას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ამ ეტაპისთვის, დაკავებულია 8 ადამიანი. „გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე: რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის”…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს დაშავებულ ჟურნალისტებს და გმობს ძალადობას  

„ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, ისინი, ვინც მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში ვართ; ისინი, ვინც მოვლენებს ოპერატიულად ვაშუქებთ; ისინი, ვინც მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით და ამისთვის საკუთარ თავს, შესაძლებლობას და ენერგიას არ ვზოგავთ, დღეს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ძალადობის მსხვერპლი. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, წარმოუდგენელი სისასტიკეა, დასაგმობია და იმედს ვიტოვებთ, ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება. „მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაშავებულს და გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას“ – „მედიაცენტრი მთავარი“.

მეტი...

აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა

„ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა“ – აღნიშნა  სალომე ზურაბიშვილმა კლინიკაში, სადაც დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა. „მოვინახულე დაშავებულები. აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი,…

მეტი...

„სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებას რეაგირება მოჰყვება“ – მეუფე შიო  

„ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას. სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. ლგბტ მარშის საწინააღმდეგოდ შეკრებილებმა ანგარიშსწორება მედიის მისამართით განახორციელეს. ნაცემია რამდენიმე ჟურნალისტი. მეუფე შო ინიციატივით გამოდის, კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი რელიგიურ და ერობრივ გრძნობებთან დაკავშირებით. „ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ…

მეტი...

„ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება“ – მეუფე შიო ლგბტ მარშზე

მეუფე შიოს განცხადებით, დღეს, თბილისში მომხდარი დაპირისპირება კიდევ რომ არ განმეორდეს, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი,  რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება კანონმდებლობაში აისახოს. „დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება.  ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას,…

მეტი...

„მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაშ მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.   „მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ! მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“- აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე,…

მეტი...

ელჩები საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტირებული ელჩები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ.   განცხადებას ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა…

მეტი...

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა“ – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ არ გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ჩაიშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. “ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის…

მეტი...

საპატრიარქო მრევლს მიმართავს და 17:00 საათზე მობილიზებისკენ მოუწოდებს

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრაიდის“ მსვლელობის გამო, თბილისში განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პარტიის სახელით განცხადებას აკეთებს. როგორც კობახიძე აცხადებს, მათ იცოდნენ რაც მოჰყვებოდა ამ ღონისძიებებს და სწორედ ამიტომ აფრთხილებდნენ „პრაიდის“ ორგანიზატორებს.  „პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას“ – აცხადებენ შსს-ში და დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. უწყების განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ…

მეტი...

აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობას ლგბტ თემის დაცვისკენ მოუწოდებს

ლგბტ კვირეულთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულება.   „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება. ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა…

მეტი...

ქაშუეთის ეკლესიასთან, ღია სივრცეში პარაკლისი ტარდება

რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ სასულიერო პირები პარაკლისს ღია სივრცეში აღავლენენ. ადგილზე შეკრებილია მრევლი და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც ლგბტ თემის მსვლელობას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია. აქტივისტები,  კონტრ-აქციის მონაწილეები და სასულიერო პირები ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობას აპროტესტებენ. ფიზიკური დაპირისპირებისას ჟურნალისტებიც დაშავდნენ.  

მეტი...

„ლგბტ აქტივისტები არიან ფსიქოლოგიური ტერორისტები, მათ ერი გამოიწვიეს “ – მეუფე იაკობი

რუსთაველის გამზირზე, სადაც ლგბტ მარშის გამო დილიდან კონტრ-აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც ლოცვას აღავლენენ. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, სწორედ ლგბტ აქტივისტების ბრალეულობაა, რადგან მათ ერი გამოიწვიეს. „ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, წმინდა გიორგის ტაძართან, ქაშუეთთან შევიკრიბოთ.  რადიკალები არიან ლგბტ აქტივისტები, პრაიდის ის წევრები, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ ქართველი ერი. ლგბტ აქტივისტები არიან ფსიქოოგიური ტერორისტები, მოძალადეები, სწორედ მათი  ბრალია ჟურნალისტებს თუ შეგეხნენ. მათ ერი გამოიწვიეს. რა გგონიათ, დიპლომატები დაუდგებიან უკან და ჩვენ დიპლომატების შეგვეშინდება? არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, ცალკე რუსეთის ეშინოდეს,…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. საუბარია ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე, რომელსაც კონტრ-აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. საპატრიარქოს განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:“ „გვინდა, შევახსენოთ ე.წ ,,მარშის” გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს. ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და…

მეტი...

კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 48 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 127-მდე. ბოლო 48 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 373 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 406 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 94, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 1, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 144, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28

მეტი...

კორონავირუსით 838 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 48 საათში, ჩატარდა 23 081 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 838 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 515 პირი.  3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 48 საათში, ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 886-ს.

მეტი...

რუსთაველზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში პარალიზებულია. კონტრ-აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები, რომლებიც ლგბტ თემის მხრიდან მსვლელობას აპროტესტებენ, ამ წუთებში ფილარმონიის მიმართულებით დაიძრნენ.     რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 2 მოქალაქეს გაუწიეს. ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ლგბტ თემი დღეს თბილისის ქუჩებში მსვლელობას გეგმავს, რომელსაც კონტრ-აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.

მეტი...

შსს „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდებს, უარი თქვან ღია სივრცეში მარშის გამართვაზე – უწყების განცხადება

„კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მედია გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. „დღეს დილიდან, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები…

მეტი...

რუსთაველზე კვერცხებსა და პლასტიკატი ბოთლებს ისვრიან

რუსთაველის გამზირზე და საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ლგბტ მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მათ მსვლელობის შესაძლებლობას არ მისცემენ. ამ წუთებში, კონტრ-აქციის მონაწილეები სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან არიან მობილიზებულები. მეორე ჯგუფი კი პარლამენტთან იმყოფება. მათი განცხადებით, ყველა იმ ადგილზე გამოჩნდებიან, სადაც მარშიც ორგანიზატორები მსვლელობას გეგმავენ.   რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ, უსაფრთხოების მიზნით ცოცხალი ჯაჭვიც კი გააკეთეს. „პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც მსვლელობას აპროტესტებენ.

მეტი...

„მათი მიზანია  ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა“ – პრემიერ მინისტრი კონტრ-აქციაზე 

როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი  თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. „მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მინდოდა, რომ ეს მოსახლეობისთვის მეთქვა და განმემარტა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. აქციის ორგანიზატორები ლგბტ მარშს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

მეტი...

„მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში“ – პრემიერი ლგბტ თემზე

„ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. „მინდა ასევე განმარტება გავაკეთო, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, მე ვფიქრობ, პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მე ეს, ჩემს გამოსვლაში, პარლამენტშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია ამ ადამიანების. ჩვენს მოსახლეობას, არავისთან, რა თქმა…

მეტი...

რშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი – მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც შეიკრიბნენ ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე განმარტავს, დაანონსებული აქცია რატომ შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. მისივე განცხადებით, მარშის ორგანიზატორებს განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. „მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის…

მეტი...

“საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან” – მუსლიმთა სამმართველო

„ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით“ – აცხადებენ მუსლიმთა სამმართველოში „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება. თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით…

მეტი...