“ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. “ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი”- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მესამე პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. “მამუკა ხაზარაძის აზრით, სააკაშვილის განცხადებები, დესტრუქციულ ქმედებებს ემსახურება.

“შორიდან შეძახილებს, მიხეილ სააკაშვილმა თავი უნდა დაანებოს. ჩემი აზრი ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ გამოვთქვი, პრეზიდენტი რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მისი გამონათქვამები მე არ მაინტერესებს. მისი განცხადება სამწუხაროდ ემსახურება ბევრ დესტრუქციულ ქმედებას,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე.

განსხვავებულად ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერ ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს აზრის გამოთქმას ვერავინ აუკრძალავს.

“ვერავინ ვერ აუკრძალავს მიხეილ სააკაშვილს, რომ განცხადებები გააკეთოს. ყველას შეუძლია თავის შეფასება გააკეთოს ამ განცხადებაზე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ საჭირო არის ბრძოლა. ამ ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ სააკაშვილი,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

მსგავსი თემები