აჭარის მთავრობის სახლთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზოიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლები წითელი საღებავებით შეღებეს, შეძახილებით: „მკვლელებო წადით!“.

ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცვლებემა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რასაც აქტივისტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, ისინი პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახელთან სიმშვიდეა, აქტივისტები ადგილზე რჩებიან.

„5 ივლისს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, ისინი მოძალადეებს მფარველობენ და თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ დავასრულებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

მსგავსი თემები