ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი…

მეტი...

გარკვეული პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ვადა იცვლება

პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2022 წლის 1 აგვისტოდან აღუდგება, ნაცვლად 1 თებერვლისა. „რამდენი ხნის წინ, ჩვენ მივიღეთ ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  ორგანულ კანონში, რომლის შესაბამისადაც დადგინდა რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამავდროულად, ჩვენ ამავე კანონის შესაბამისი მუხლით,  იმ პოლიტიკურ პარტიებს,  რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკური საბოტაჟის დროს უარი თქვეს ამ დაფინანსების მიღებაზე, აღვუდგინეთ შესაძლებლობა ისარგებლონ სახელმწიფო  ბიუჯეტის დაფინანსებით. სწორედ, ამ პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების აღდგენის ვადის ცვლილება ხდება წარმოდგენილი პროექტით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის…

მეტი...

„ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენის და რწმენის საფუძველი“ – გიორგი გახარია

„დაიღალა უბრალოდ ხალხი – დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით. დღეს რაც ხდება ეს არ არის სწორი. არ შეიძლება რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია – შეუძლებელია ეს“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.    მისი თქმით, ტრადიციები და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წი არ ვიყუროთ. „ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი…

მეტი...

“საქართველოს ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა” – საგარეო უწყება

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე…

მეტი...

“კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის სარგებლიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეზღუდული მონაცემები არსებობს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, სასარგებლოა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე, „ბუსტერ“ დოზა იმისთვის, რომ ვირუსის მიმართ დაცვა გაიზარდოს. „დამატებითი მონაცემების შეგროვებამდე, არ ვიცით, საჭიროა თუ არა „ბუსტერ“ ვაქცინები კოვიდ-19-სგან დაცვის შესანარჩუნებლად, მაგრამ მკვლევარები ამ საკითხს განიხილავენ. შეზღუდული მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენხანს გრძელდება დაცვა კოვიდ -19 ვაქცინის ამჟამად დაწესებული დოზების მიღების შედეგად და იქნება თუ არა დამატებითი დოზა სასარგებლო და ვისთვის,“- ნათქვამია წერილში, რომელიც ორგანიზაციამ სააგენტო Reuters-ს აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გაუგზავნა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს კოვიდ…

მეტი...

5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას ითხოვს. მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

მეტი...

12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

12 ივლისს, ორშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ. „პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაცია გაუარესდა და დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

12 ივლისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ე.წ. კულტურის მინისტრმა გუდისა აგრბამ ხელი უკვე მოაწერა. დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს. 12 ივლისიდან მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას პანდემიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების შესახებ, რომლის თანახმადაც 5 ივლისიდან აფხაზეთში აიკრძალა საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებები და დაიკეტა დახურულ სივრცეში…

მეტი...

“2 დოზა ჩინურის ვაქცინის შემდეგ ბუსტერის სახით უნდა იყოს “ფაიზერი” – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დელტა შტამზე და ვაქცინების ეფექტურობაზე საუბრობს. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დელტა ვირუსზე “ფაიზერის” ვაქცინა 64%-ით ეფექტურია, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კი საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით. “დელტა ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%. “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.  თუმცა მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, 2 დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს “ფაიზერი,” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რევაზ ჯაველიძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ინფორმაციული, გაცნობითი ხასიათის იყო. USAID-ის დამსაქმებლების პროფესიული განათლებისთვის, პროგრამის ხელმძღვანელმა როზა ჩიაპემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს იმ პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც USAID საქართველოს რეგიონებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროექტ „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ გეგმავს. პროექტის ბიუჯეტი მილიონი აშშ დოლარია. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ქალები, ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობა. „ძალიან დიდი როლი აქვს USAID-ის პროგრამებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ახალი პროექტის მიზანი რეგიონებში მოსახლეობის გაძლიერებაა, რაც…

მეტი...

“აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე” – გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” ოფისი ფოთში გახსნა

პარტიამ “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისი გახსნა ფოთში. ღონისძიებას გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. ყოფილი პრემიერი ადგილობრვებსაც შეხვდა და იმ გამოწვევების შესხებ ისაუბრა რომელიც რეგიონშია.  “ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი.ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ფოთს განვითარება რა თქმა უნდა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამ  გაფართოების შეთანხმების  როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა  – იმედი მაქვს რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში,…

მეტი...

„დელტა შტამი“ კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს

„მშობლები ორჯერადად უნდა აიცრან“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე, რადგანაც, ბავშვების ინფიცირებისგან დაცვა სწორედ მშობლების ვაქცინაციაა. “თანდანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დავიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისივე თქმით, აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილი, რომელსაც „დელტა შტამი“ დაუფიქსირდა, მძიმე მდგომარეობაშიაა. „აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე…

მეტი...

სავარაუდოდ, აგვისტოში „დელტა შტამი“ საქართველოშიც დომინანტი იქნება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, „დელტა შტამის“ შემთხვევები მზარდია და ის აქტიურია როგორც ახალგაზრდებში, ისე ბავშვებში. შესაბამისად, როგორც პროფესორმა „მედიცენტრ მთავარს“ განუცხადა, აგვისტოსთვის ე.წ. ინდური შტამი ჩვენთანაც დომინანტი გახდება. „ე.წ. ინდური ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში დიაგნოსტიკა რთულდება, რადგან ნაკლებად ახასიათებს ხველა და ტემპერატურა.  ძირითადი აქცენტი კეთდება ძლიერ თავის ტკივილზე, ყელის ძლიერ ტკივილზე და ცხვირიდან გამონადენზე, ანუ ტემპერატურა და ხველა ნაკლებად ახასიათებს, რაც ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს. „დელტას“ გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს – შემთხვევების გაორმაგება ორ კვირაში ერთხელ. დიდი ალბათობით,   აგვისტოში…

მეტი...

„ოცნება“ – 41; „ნაციონალები“ – ისევ 5 – არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიანიჭეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ნომერი მიენიჭათ. მმართველი გუნდი ისევ 41 ნომრით გამოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ისევ 5 ნომრით. ცესკოს განცხადებით, რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შევიდა და  პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. „მათ ცესკო-ს მიმართეს განცხადებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა, რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან რიგითი ნომრის არჩევის პროცედურას აქვს დამატებითი ნიუანსები. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ცესკო-ში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი. ამ შეხვედრას არ დაესწრებიან პოლიტიკური…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. მარიამ წივწივაძე ყოფილმა ქმარმა 2014 წელს მოკლა – ოჯახის უფლებებს ორგანიზაცია “საფარი” იცავს. კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით სახელმწიფომ სიცოცხლის მატერიალური ნაწილი დაარღვია. “სასამართლომ 11 შემთხვევა დადასტურებულად მიიჩნია. გამოძიება არ დაწყებულა შესაბამისად სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ სიცოცხლის მატერიალური ნაწილი დაარღვია,”-აღნიშნა ბაია პატარაიამ.

მეტი...

„დელტა“ შტამი კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ბავშვებში გადადების მთავარი წყაროა მშობლები, ამიტომ რეკომენდაციაა, მშობლები ორჯერადად იყვნენ აცრილი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან. “როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც თანადანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დაიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს. ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული…

მეტი...

“იმას, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ უფიქრია თუ ვინმე ჟურნალისტებზე იძალადებდა. გომელაურის განმარტებით, ძალადობისა და თავდასხმების ფაქტების გამოძიება გრძელდება. “ჩვენ არც გვიფიქრია, რომ ჟურნალისტებზე იძალადებდნენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მოქალაქეებზეც ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე. საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი, იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ. პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3 200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5…

მეტი...

რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის

რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის. გადაწყვეტილება პარტნიორმა სახელმწიფომ საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საპასუხიოდ მიიღო. არ კონკრეტდება ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა “კურიერთან” საუბრისას, რუმინელმა ელჩმა, რაზვან როტუნდუმ აღნიშნა, რომ ტექნიკურ დეტალებზე დიდი დრო არ დაიკარგება. მხარე მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამომავლოდაც მიაწოდოს თბილისს ინექციები. ბუქარესტმა მსგავსი დახმარება საქართველოსთან ერთად უკრაინასა და მოლდოვასაც გაუწია. “გუშინ რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება და AstaZeneka-ს 10 000 დოზა მალე თბილისში ჩამოვა. ჩვენ მხოლოდ ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმება დაგვრჩა და რუმინეთი თავის მხრივ უზრუნველყოფს ვაქცინის ტრანსპორტირებას საქართველოში. თუ საქართველო სამომავლოდაც მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რა თქმა უნდა…

მეტი...

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა. რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ლელა ტალიურსა და ანა მიქელაძეს, ხოლო ერთი კონკურსანტის შეფასებისას თვითაცილება მოითხოვა. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორი ვაკანტური პოზიციის გაჩენის შემდეგ, 2021 წლის 29 ივნისს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა, ჩართულიყო ცესკო-ს პროფესიული წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში. ამავე…

მეტი...

“ზეთზე, მარცვლეულსა და რძეზე ფასები ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა” – გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ივნისში, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა და 124.6 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.5%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს – 33.9%-ით აღემატება. ორგანიზაციის ცნობით, 9.8%-ითაა შემცირებული მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კლების მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე, სოიოს, მზესუმზირას ზეთზე და პალმის ზეთზე, დაბალი მოთხოვნა სახელდება. მცირედითაა შემცირებული, მარცვლეულის ფასების ინდექსი. მაისის თვესთან შედარებით ცვლილებამ…

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 ივლისს მომხდარი მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო. მან ბრალდებულებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას და  წარმოადგენს სრულ სიბნელეს.

მეტი...

ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში ორ პირს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, დაპირისპირებაში მესამე პირი გაშველების მიზნით ჩაერთო, რის შემდეგაც მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული ბათუმის კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობის და “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ 8 პირს ბრალდება წარუდგინა​

საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 5 პირს – ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს, მ.დ-ს და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 3 პირს – ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები – ც.ჩ., ბ.მ.,…

მეტი...

“5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე” – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება. მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და ამ ეტაპზე დაკავებულია 15-16 ადამიანი. “გუშინ გავრცელდა მიმოწერები რადიკალური ჯგუფების, გამოძიება დაიწყო და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები.  ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება. პარლამენტში პროცედურები დაიწყება, უნდა მივიდე. ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს აუცილებლად მივალ. 5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე, ორგანიზებულად ხდებოდა და სხვადასხვა ადგილებში. დავაკავეთ…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „გუშინდელს შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. სამივე რჩება მართვით სუნთქვაზე. სამივეს მდგომარეოაბა ისევ სტაბილურად მძიმეა. სექვენირების პასუხი ჯერ არ მოსულა. სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით ერთს აქვს დადასტურებული „დელტა“ შტამი, მეორეს დადასტურებული აქვს ბრიტანული შტამი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის „დელტა“ შტამით დადასტურებულ პაციენტთან. ახალი პარამეტრების მხრივ არაფერი არ არის, არც ცვლილებები ლაბორატორიულ კვლევებში არ არის ამ ეტაპზე. მართვითი სუნთქვის საჭიროება თავისთავად განაპირობა რესპირატორულმა დისტრესმა, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსული ინფექციით.…

მეტი...

გორის საკრებულოს წევრს კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გორში ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  პოლიცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ-სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა. დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთარებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს. ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი მისი დაკავება მოხდა. კახა ბურჯანაძე “ევროპული საქართველოს” წევრია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან…

მეტი...

“დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა” – სალომე ზურაბიშვილი

დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს მისიაში მონაწილეობისთვის. მისი განცხადებით, დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც იბრძოლა და მშვიდობისა და თავისუფლებისთვის როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მისიებში. „დღეს ქართული ჯარისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია დაასრულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში…

მეტი...

“17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში” – პრემიერი

17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო და საქმით დაამტკიცა მხარდაჭერა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 673, იმერეთში – 75, აჭარაში – 74

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 673, იმერეთში – 75, აჭარაში – 74, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 137 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 421-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 108 პირს დაუდასტურდა, 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 8 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 714 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 289…

მეტი...

პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ (ვიდეო)

პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეაქვს. პრობლემასთან დაკავშირებით, დაზარალებული ბიზნესის ინტერესების დამცველმა სალომე კალაიჯიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ ოთხი ბიზნესის ინტერესებს იცავს. როგორც ადვოკატმა განმარტა, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესი ყოველწლიურად იხდის სანებართვო მოსაკრებელს, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, გადახდილი თანხები სახელმწიფომ მიითვისა. „მოცემულ შემთხვევაში სამმა კომპანიამ 40 000 ლარი გადაიხადა, ხოლო ერთმა 80 000 ლარი სანებართვო მოსაკრებლის სახით 2020 წლისთვის. თუმცა 1 წლის განმავლობაში პანდემიის გამო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მუშაობა…

მეტი...

პოლიციის შენობიდან გადავარდნილი კაცის ოჯახი მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

თბილისში პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ლევან გაჩეჩილაძის ოჯახი მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მამაკაცის დედის, მანანა გაჩეჩილაძის  თქმით, მისი შვილი შენობიდან გადმოაგდეს ან ჩხუბის დროს გადმოვარდა. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა და შენობიდან გასვლას აპირებდა, რაც დედის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავს. ოჯახი საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვს. ლევან გაჩეჩილაძე 23 დღეა კომაშია. შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის შენობაში 16 ივნისს მოხდა.

მეტი...

“ტვ პირველისა“ და „მთავარის“ თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა თითოეულის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას…

მეტი...

ცესკოს თავმჯმარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ცესკოს თავმჯმარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების სია სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა. სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი – ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია. პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

მეტი...