„გვინდა, დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში“ – ევროკომისარი

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ძალიან დიდი მხარდაჭერის მქონეა საქართველოს მოსახლეობაში“ – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, დაეხმაროს ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. მე თავიდანვე ვახსენე პირველივე სამუშაო დღე, როდესაც ეს დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ, ეს ინფორმაცია ჩამოვიტანე საქართველოში და ჩვენ ვაძლიერებთ ამ გზავნილს და ჩვენს ჩართულობას…

მეტი...

„სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული, არა აქვთ! ნუ, სახიფათოა“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ლგბტ თემის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მედიასთან საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.     „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ, სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, მაშინ ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, ვიღაც…

მეტი...

„უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ“ – გიორგი გახარია

„მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ  მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ, მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს უპასუხისმგებლობაა!“ – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მედიასთან ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენები შეაფასა.   „ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა  ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ  წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ –…

მეტი...

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ – ევროკომისარი

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში, ამ გეგმით ქვეყანა შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას“ – აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. როგორს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა  მედიასთან განაცხადა, მათ შეიმუშავეს გეგმა რომელიც საქართველოს გამოწვევებს დააკმაყოფილებს. „დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არ ქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერენეტ-ქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა…

მეტი...

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით“ – ევროკომისარი

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს“, – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა…

მეტი...

„პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6 ივლისს, პარლამენტის მიმდებარედ,  პოლიციის 3 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, საპოლიციო ძალების მობილიზება მყისიერად განხორციელდა. „რაც შეეხება 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია.  მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3 000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად, ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე შეფასებით, პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა „დაახლოებით ექვსი…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე“ – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პრესკონფერენცია განმარტა, სადაც აღნიშნა, რომ  „თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია შვიდი პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების…

მეტი...

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები“ – შსს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველაფერს აკეთებენ ყველა მოძალადისა და დამნაშავის გამოსავლენად. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას შეეხებოდა. მისი თქმით, დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის,…

მეტი...

„ადამიანი თავს დაესხა ტურისტს, ამ ფაქტს „პრაიდთან“ კავშირი არ აქვს“ -შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან და შემდგომ განვითარებულ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, პოლონელ ტურისტზე თავდასხმას „პრაიდის“ ღონისძიებასთან კავშირი არ აქვს. „ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს, არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან რაზეც საუბარი იყო არ აქვს, ის რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ბრალდებული და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. „ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ – აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად – ეს მოხდა ხეთაგუროვის…

მეტი...

„ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან“ – კახა კალაძე ლგბტ თემზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა  აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ…

მეტი...

„ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი მტერი ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში“ – კახა კალაძე

„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ევროპელები – ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა,“ – ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. „ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ვართ ევროპელები – ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ დაგმო ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობა. „ძალადობა არის…

მეტი...

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა” – მეზვრიშვილი გახარიაზე

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა  ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე ისაუბრა, როცა ლგბტ თემს „პრაიდის კვირეულის“ გამართვაზე უარი უთხრეს.  რითი განსხვავდებოდა მიმდინარე მოვლენები გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდისგან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ მსვლელობის მსურველებს არ მისცა ღონისძიების დაგეგმილი ფორმებით ჩატარების შესაძლებლობა, მეზვრიშვილმა დეტალურად განმარტა. მისი თქმით, გიორგი გახარიას გამბედაობა და უნარი ყოველთვის ჰქონდა. „გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, რომ როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა რაც არ უნდა მოსაწონი ყოფილიყო ეს ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების…

მეტი...

“ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია” – ნათია მეზვრიშვილი

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი და იმის ნაცვლად რომ ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – დაუშვა ის, რაც დაუშვა“ –  აცხადებს გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი.  პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებსა და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „იმ უმართავ პროცესებზე, რომელიც გუშინ ხდებოდა მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ამას ასაღებს როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას, ფაქტიურად…

მეტი...

პოლონელი ტურისტის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ხმალაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დაკავებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა, ბრალდებულმა დანაშაული მოტივაციის გარეშე ჩაიდინა. ის ყაჩაღობისთვის წარსულშიც ნასამართლევი პირია.  წინა სასამართლო პროცესი 26 აგვიტოს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს. ​

მეტი...

“ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“ – მეუფე იაკობი ჟურნალისტების ცემაზე  

მეუფე იაკობი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არ ეხება „პრაიდის კვირეულს“ და მას შეხვედრა აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მეუფემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესიას ეს ნამდვილად არ უნდოდა.     „ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას.  მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს. აქ პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ…

მეტი...

პარლამენტთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისთვის კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ლგბტ კვირეულის ფარგლებში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. უწყების განცადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და…

მეტი...

ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 62, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

კორონავირუსით 1392 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 136 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  372 685-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.

მეტი...

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე 100 ადამიანი დააკავა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებ. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკავებულია 100 ადამიანი. „მედიაცენტრი მთავარი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. საპატრულო…

მეტი...

„ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან“ – კონგრესმენი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ თემის „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესმენებიც ეხმიანებიან. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გაარკვევს, ვინ დგას ამ ძალადობის უკან. “ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვემხრობი ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სწამს თავისუფლების”, – წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი თბილისში მომხდარ ძალადობაზე განცხადებას აკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ლგბტ თემის მიმართ განორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის  პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მომხდარი ფაქტი დასაგმობია. „ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადე ადამიანები“ – აცხადებს  ნედ პრაისი. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველას მოუწოდებს, ადამიანებს მისცენ საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების შესაძლებლობა.   „ქართველებს, ისევე როგორც ადამიანებს მთელს მსოფლიოში, აქვთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება. შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ინსტიტუტებს მათი ვალდებულებების შესახებ,…

მეტი...