აცრაზე რეგისტრაცია ისევ შეუძლებელია

ვაქცინაციის მსურველები „სინოფარმზე“ რეგისტრაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ჩინურ „სინოფარმზე“ ადგილების დაჯავშნა დღეს 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პროცესი შეფერხებულია. საიტი: booking.moh.gov.ge გათიშულია. მიზეზი კი უცნობია.

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულ გოჩა აფრასიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

თეთრიწყარო სასამართლომ, წალკაში „ტვ პირველის“  ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისა და შეურაცხყოფისთვის დაკავებულ გოჩა აფრასიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატი 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ბრალდება კი აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაკავებული გოჩა აფრასიძე საპატიმროს შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„სინოფარმის“  ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

3 ივლისს, 12:00 საათიდან „სინოფარმის“ აცრაზე რეგისტრაცია გაიხსნება. უშუალოდ  ვაქცინაცია კი  5 ივლისს დაიწყება. ვაქცინაციის მსურველებმა რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ და დაჯავშნონ ვიზიტის დრო. შეგახსენებთ, რომ საქართველომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში 350 ბრიგადა ჩაერთვება.

მეტი...