„კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო” – ვატო წერეთელი სხდომათა დარბაზში შეჭრის მიზეზს განმარტავს

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პარლამენტიდან პოლიციის ზალით გაიყვანეს.

როგორც „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ამბობს, ის პარლამენტში იმიტომ იყო შესული, რომ უმრავლესობის წევრებისთვის კითხვები დაესვა.

„კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომელმაც შემომხედა, თვალებში ჩამხედა… მეგონა რაღაცას დავინახავდი ადამიანურს და პირდაპირ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო. მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ ოჯახის წევრებს მიხედოს, “- ამბობს ვატო წერეთელი.

მსგავსი თემები