„სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ თემას“ – საელჩოების განცხადება  

საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ყველას მოუწოდებენ დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში, 2021 წლის პრაიდის კვირეულზე. ერთობლივ განცხადებას უერთდებიან:  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. საელჩოების განცხადება ეხება საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერებს. „მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ…

მეტი...

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება

2021 წლის 30 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 43-ე ვირტუალურ მინისტერიალში. მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ალბანეთის თავმჯდომარეობის დროს, კორონავირუსის პერიოდში ალბანეთის ორგანიზებით გამართული ღონისძიებები. მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები. დავით ზალკალიანმა კოლეგებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვები შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის განვითარების პერსპექტივები. მათ შორის ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის ქვეყნების…

მეტი...

„თამაში საერთაშორისო პარტნიორების დასანახად“ – ზურაბ ჯაფარიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა მმართველი გუნდის თამაშია და ეს მას  საერთაშორისო პარტნიორების თვლის ასახვევად სჭირდება. „ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ. ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ დოკუმენტით გაწერილი ტექსტის. ამის ნაწილია ის,…

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქვემო ქართლში, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიება 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტი COVID-19 გამოწვევებთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს

ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტი  საკითხზე – „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ეს არის აქტუალური საკითხი, ვინაიდან ჩვენ კვლავაც კოვიდ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ეს მოკვლევა კი დაგვეხმარება მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და იმაში, თუ როგორ მოვემზადოთ თუნდაც პოსტ კოვიდური პერიოდისათვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.   კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თემატურ მოკვლევის ჯგუფის შექმნას. თემატურ მოკვლევის მომხსენებელი კომიტეტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო იქნება.

მეტი...

“არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორ კობახიძე წერს, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თამარ ჟვანიას სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს, თუმცა ვერცერთი ვერ დაუსაბუთეს. “ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.  ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: – გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); – გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; – გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; – გაუყალბეს არჩევნების გაყალბება… ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა…

მეტი...

არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული ო.წ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური…

მეტი...

იუსტიციის სამინისტროში აფხაზეთის პრობლემატიკაზე იმსჯელეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თორნიკე ჭეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ზაურ აბაშვილი. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა კუთვნილი უძრავი ქონების სისტემური აღრიცხვა-რეგისტრაციის საკითხის განახლება და ამ პროცესში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების რესურსის მაქსიმალური ჩართულობა იყო. ასევე გაიცვალა მოსაზრებები  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება…

მეტი...

ვაქცინაციის პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები 7-დღიან და 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან

ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის და მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ემზადება. დღეს ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ აცრების პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები 7-დღიან და 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან: “მზად ვართ, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახლად შემოსული ვაქცინების სრულად მოცვისთვის, ვიმუშაოთ ფაქტობრივად დასვენების დღეების გარეშე, ორცვლიან რეჟიმში,” – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ. სამუშაო რეჟიმის ცვლილების შედეგად ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია: “ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია და…

მეტი...

საქართველოს რკინიგზა გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს

პირველი ივლისიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. „კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ. დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ…

მეტი...

“ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, 2-3 თვეა, უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა ფიქსირდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, მაისში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „მაისში, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითქმის 26 პროცენტი. მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან ისეთი, აღმავალი ტემპით. 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება. პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ძირითადი მაინც არის ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია. ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც მართლაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა და ძალიან გვახარებს ეს ტემპი.…

მეტი...

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ნაკრძალის ხელმძღვანელობის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. „სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა. ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით გიორგი შარაბიძე შეასრულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.  რაც შეეხება ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის მომავალ საქმიანობას, როგორც დღეს ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, თამარ ჟვანია მუშაობას კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, თუმცა რომელ ორგანიზაციაში, ნათია იოსელიანს არ დაუკონკრეტებია.

მეტი...

“მსოფლიოში ნოემბრის დასაწყისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა” – ჯანმო

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსს 57 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 10%-ით ნაკლებია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, ამავე პერიოდში, მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის ანალოგიური მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 521 298 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 3%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 351 218 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 12%-ით მეტია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 204 132…

მეტი...

“ყველა მოქალაქეს, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აცრიდან ათი კვირა უსრულდება, ვაქცინაცია ჩაუტარდება, ამისთვის მარაგი არსებობს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ გვქონდა ოთხი კაბინეტი, გამტარუნარიანობა კი თითოეულ ბრიგადაზე იყო ძალიან მაღალი, 80-დან 100 პირამდე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ვაქცინაციის პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გამტარუნარიანობის მეტად გაზრდისთვის აუცილებელია, რომ სამუშაო საათები გიზარდოს. „იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, საჭირო, აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმებას, საკითხის ირგვლივ საუბრისას ეზუგბაიამ განაცხადა, რომ…

მეტი...

“იმ საკითხების გადასაფარად, რაც სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით თამარ ჟვანია გადააყენა” – გიორგი ხოჯევანიშვილი

იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში აშკარად იგრძნობა “ქართული ოცნების” გავლენა. “ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას.…

მეტი...

საქართველოში 2020 წელს 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5% კორონავირუსით

2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 %, სიმსივნეები -16.0 % და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 7.9%. 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას (ICD-10) დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, “U07.1 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია”. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1% შეადგენს. ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები…

მეტი...

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ შესაძლოა შეხვედრები გამართოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ეს აპატურაის ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ბოლო ვიზიტია საქართველოში. ის თბილისში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

მეტი...

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს იწყება.

მეტი...

თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის…

მეტი...

“ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ისაუბრებენ კლინიკების წარმომადგენლებთან, რათა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ შეექმნათ. „გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა…

მეტი...

საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრებში “სინოფარმით” და “სინოვაკით” აცრა იქნება შესაძლებელი, “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა” მხოლოდ კლინიკებში – ეკატერინე ტიკარაძე

საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების წინ ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს. ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ მას მოქალაქეების უფრო მეტი აქტიურობის მოლოდინი აქვს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200 კლინიკა, 281 ამცრელი ბრიგადა, თითო ბრიგადის გამტარიანობა არის 60 პაციენტი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკში და არის მზაობა გამტარუნარიანობის გაზრდისა, როგორც გრაფიკის, ასევე ბრიგადების გაზრდის მიმართულებით. როგორ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, არსებული რესურსებით არის შესაძლებლობა, რომ დღიურ რეჟიმში 17 ათასი ადამიანი აიცრას, რაც 25 დღიანი სამუშაო…

მეტი...

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს აფრთხილებს. როგორც სოფიო გორგოძე აცხადებს, აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლის წინ კარგად უნდა შეამოწმოს საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო, ასევე, საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება. „აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და…

მეტი...

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 677, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 65

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 65, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 453 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 316-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 010 პირს დაუდასტურდა, 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა გამოვლინდა, 678 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,69 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667. კარანტინის რეჟიმშია…

მეტი...

“თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი” – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კარგი კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება. ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ თემაზე ჭყონიასაც ესაუბრა. „თემურ ჭყონია იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდატი. უპარტიო, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულ აზრს გამოტქვამს და არის ორი ამხელა ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი. მე თემურს, ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის. მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი ინფორმაცია მივიღე“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე ამბროლაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს.   როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

გერმანიაში 27 წლის ქართველი ქალი გარდაიცვალა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა მართა შოშიაშვილი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ხათუნა გერმანიაში 7 წლის წინ წავიდა. მიზეზი მძიმე დაავადება იყო, რომელსაც წლები ებრძოდა. 21 ივნისს ხათუნა შოშიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა.

მეტი...

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 30 ივნისს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალი არსენალის I ქუჩის, ჩეჩელაშვილი, ცაიშის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, ბაგრატიონის, თამარაშენის, სალიების, სააკაძის, გუმათის, ჭიჭინაძის, დიღომბარის, ჯაბაურის, ძეგამის,  ეკატერინე ჭავჭავაძაძის,  ბერიაშვილის,  ახუთის, დავითაშვილის, კუმისის, მჭედლიშვილის, ანთელავას, გედევანიშვილის და ფშავის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტი  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა. დაკავებულია ერთი პირი. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი თითქმის 13 ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

მეტი...

7-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეიდან კომენდანტის საათი იხსნება

30 ივნისს, 7-თვიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნებოდა 30 ივნისის დილის 4 საათიდან. შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მეტი...

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. ჟენევაში უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა. მოლაპარაკებებისას მთავარი განსახილველი საკითხი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება. „როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის…

მეტი...

გერმანიის პოლიციამ ქართველი წყვილი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ქართველი წყვილი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 27 და 34 წლის მოქალაქეები თავიანთი ავტომობილით სატვირთოს შეეჯახნენ და მიიმალნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება შეძლეს. ჩხრეკისას გაირკვა, რომ ორივე მათგანი გერმანიაში არალეგალურად იყო შესული, მათ ყალბი დოკუმენტები, მათ შორის სლოვაკეთის გაყალბებული ID ბარათი აღმოაჩნდათ. დაკავებულების თქმით, დოკუმენტი ინტერნეტით 900 ევროდ შეიძინეს და გერმანიაში ლეგალური დასაქმების მიზნით გამოყენებას აპირებდნენ. გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქალი და მამაკაცი პოლონეთის სასაზღვრო პოლიციას გადასცეს.

მეტი...

საპატრიარქო ევროპარლამენტს მიმართავს, „თბილისი პრაიდს“ ნუ წაახალისებენ

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდთან“ დკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ეხება. „აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი. ამ და სხვა გარემოებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, –…

მეტი...