მსოფლიოში ახალი – „ლამბადა“ შტამი გამოჩნდა

​კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „ლამბადა“ უკვე გამოჩნდა. როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ამ შტამის შესახებ, ჯერჯერობით დიდი არაფერი იციან. „ლამბდა“ სულ ახალია.  საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული. „ინდურისგან“ განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ „ინდურზე“ არანაკლებ საშიშია. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბადა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.  

მეტი...

16 წლიდან მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა განიხილება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 16 წლის ასაკიდან მოზარდების აცრა მხოლოდ  „ფაიზერის“ ვაქცინით განიხილება. „16 წლიდან „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინა არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. ახლო მომავალში არ იგეგმება, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება.  მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო“ – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

მეტი...

„გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს. მისი შეფასებით, ჯანდაცვის სექტორი არსებულ დაწოლას გაუძლებს. „კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან,  20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა. გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს“ – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს. მისივე შეფასებით, ქვეყანას გააჩნია რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცემულობას…

მეტი...

აცრილების 67% ქალია, 33% კი მამაკაცი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აცრილი ადამიანების 67% ქალია და 33% მამაკაცი. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლიდერობს 70-74 ასაკობრივი ჯგუფი. შემდეგ მოდის 65-69 წელი და 75 წლის და ზევით ადამიანები. „არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი ადმინისტრირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262). ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდამდე, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას ახორციელებენ 333 ამცრელი ბრიგადით. დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი შეადგენს 11 000-მდე აცრას. არსებული ადმინისტრირებული რაოდენობის მიხედვით, დღეში კეთდება საშუალოდ 700 დოზა აცრა ყოველ 100 000 მოსახლეზე (იხ. დიაგრამა…

მეტი...

საპატრიარქო სასულიერო პირებს „მოძალადე ჟურნალისტების“ მხრიდან თავდაცვის მექანიზმს სთავაზობს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და ე.წ.  მოძალადე ჟურნალისტების მხრიდან თავდაცვის გზას სთავაზობს. კერძოდ,  როგორც საპატრიარქოში განმარტავენ,  ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლია, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნულის  მიზეზი არაერთია – სასულიერო პირებს  დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან. „მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების…

მეტი...

„ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო 5-6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე განცადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობაზე საუბარი ეკლესიაზე შეტევას ნიშნავს.    „დიდი ხანია, საქართველოს ეკლესიაზე, გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედიასივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა „მთავარი არხი“, „ტვ-პირველი“ და „ფორმულა“, რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისკენ მოწოდებებიც. ხშირად, აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად…

მეტი...

ბორჯომში ქალის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ის ხევში აღმოაჩინეს. ამ დროისთვის გარდაცვლილი პროზექტურაში გადასვენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალიტები. გარდაცვალების მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.

მეტი...

“ოპოზიციას თუ არ შეუძლია, ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიოს, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს. თუ მათ არ შეუძლიათ ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიონ, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ  საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „ოპოზიციას ორ ნაბიჯშიც რომ არ უნდა ენდო, ეს კიდევ ერთხელ ჩანს. თამარ ჟვანია ინკლუზიური პროცესის შედეგად იყო არჩეული და ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი რჩევით იყო ფორმირებული წინა ადმინისტრაცია, შემდეგ ვნახეთ, საკუთარ გადაწყვეტილებას როგორ შეაქციეს ზურგი და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებდნენ ჟვანიას. ოპოზიციას არ აქვს რეალური რესურსი და…

მეტი...

“საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით” – მეუფე ანდრია

საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სოციალურ ქსელში წერს, რიტაც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებამიტროპოლიტის განმარტებით, უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა. „მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ: ძალადობა, პოლარიზაცია, დაპირისპირება. ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის 30 წლიან გზაზე ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, ბევრი ტკივილიც იგემა: სამოქალაქო…

მეტი...

“ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია” – თავდაცვის მინისტრი

ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა. მინისტრმა საზოგადოებას ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. „დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 20 ივნისის საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა. ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველის განცხადებით, გამოკითხულთაგან ვერც ერთმა ვერ შეძლო ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტის დასახელება.  “მოწმე არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. დღევანდელ პროცესზე სამი მათგანი გამოიკითხა, რომლებმაც საერთოდ ნიკა მელიასთან მიმართებაში ვერაფერი ვერ თქვეს. არც ერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია. არც მისი ხმა და არც მისი მოწოდება გაუგიათ,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ედავება.

მეტი...

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ…

მეტი...

„საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი გარემონტდება“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის მიმართულების განვითარება. „ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში ხაზგასმით აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი…

მეტი...

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის დადებით ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეს პროგნოზი დაადასტურა და მათი განახლებული პროგნოზიც ანალოგიურია“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, დაგეგმილი მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლევა, გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  ბიუჯეტის გაზრდის სამი ძირითადი მიზანი იყო:  დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და…

მეტი...

კულტურის სამინისტროს განმარტებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სამინისტროს ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამინისტროს სურს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ“. „კერძოდ, სწორედ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხის მესვეურებს და სოციალურ ქსელებში გამოთქმული ყალბი აღშფოთების ავტორებს, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ებარათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა, არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მუზეუმის შენობა (ისევე,…

მეტი...

„რესტორნის მფლობელმა 14 წლის ბავშვი მიმტანად დაასაქმა და მასზე სექსუალურად იძალადა“ – რა ვიდეო ჩანაწერები დევს საქმეში?

14 წლის გოგო ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მფლობელმა, მიმტანად დაასაქმა, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა, – ამის შესახებ “პრაიმტაიმი” წერს. თავად ბავშვის ჩვენებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანზე რესტორნის მფლობელმა დ.ც-მ მაშინ იძალადა, როდესაც გოგონა სამსახურის შემდეგ, საკუთარი ავტომობილით სახლში მიჰყავდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „პრაიმტაიმი“ რესტორნის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა – თუ, რატომ მუშაობდა 14 წლის ბავშვი მიმტანად? არღვევდა თუ არა რესტორანი ბავშვის უფლებებს და როგორ გახდა რესტორანში დასაქმებული არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი? რესტორანში განმარტეს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაწესებულების მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა,…

მეტი...

“ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – კახა კალაძე

ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი განმარტებით, მთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას. კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში. „თქვენ იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი…

მეტი...

“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.  ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენენ, რაც მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა.  არცერთი ბრალდებული , საუბარია 66 წლის უშანგი დათუნაშვილზე, რომელიც “რუსთავი 2-ის” ოპერატორს დაესხა თავს, ასევე “TV პირველის” ოპერატორის თავდასხმაში მონაწილე ირაკლი წიგნაძე წარდგენი ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატები სდომაზე ამბობენ, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5 ივლისს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ამტკიცებს. საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. პროკურატურის ინფორმაციით, არსებეს არაერთი ვიდეომტკიცებულება, სადაც დაკავებულების ძალადობა მტკიცდება.   უშანგი დათუნაშვილის და ირაკლი…

მეტი...

რატომ სვამენ საქართველოში რუსეთის სადღეგრძელოს? – ოპოზიცია რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ხელისუფლების მიერ წახალისებულად თვლის

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მკვეთრად დაიძრა რუსული ავტორიტარიზმისკენ, ღიად ახალისებს განსხვავებულ აზრზე ძალადობას, მეტიც, ხელისუფლებამ ღია ომი გამოუცხადა მედიას და მათი დაქირავებული შავბნელი ძალები კი, ქუჩაშიც აღარ თაკილობენ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორებას. შედეგად 5 ივლისის მოვლენები 53 ნაცემი მედიის წარმომადგენელი და ცემით მოკლული ლექსო ლაშქარავა მივიღეთ.,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან “, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ზურაბ ნადირაძე. ნადირაძე მიიჩნევს, რომ 5 ივლისის მოვლენებს გარკვეული წამახალისებელი ფონი ჰქონდა: „მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ განვმარტო, 5 ივლისის მოვლენები დღეს არ დაწყებულა, ხელისუფლება ყოველი…

მეტი...

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ.ნ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე…

მეტი...

რა წერია საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მოიცავს, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ასპექტებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო. ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში როგორიცაა მსოფლიო ბანკის Doing Business და Transparency International-ის Corruption Preception Index. ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული შემდეგი რეფორმები: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები (ესტონური მოდელი), საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის ასპექტები. ანგარიში ასევე ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა…

მეტი...

კოვიდაფეთქება ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში – კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა

კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა კორონავირუსი ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში. ინფიცირებულები ნიდერლანდელი სკეიტბორდერი და ჩეხი მაგიდის ჩოგბურთელი არიან, რომლებიც საკარანტინო სასტუმროში გადავიდნენ. სპორტსმენების გარდა ვირუსი ოლიმპიურ სოფელში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. ოლიმპიურ სოფელში 1 ივლისიდან დღემდე კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადმოხტა. მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ვარდნისას მას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.   შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

მეტი...

“რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება!” – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან – ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით! – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე. ყაველაშვილი შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილი „ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცია და მის ძალადობას ვერავინ დაიჯერებს“. „საზოგადოება ყველაფერს უყურებს, ვერავინ დაიჯერებს შალვა პაპუაშვილის ძალადობას. ეს არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცი. ჟურნალისტები ვერ გამოიყენეს, ახლა უნდათ ქალთა უფლებების დამცველებით რაღაც თემა ააგორონ და არ გამოვა ეს ყველაფერი.…

მეტი...

“გამოვდივარ წინადადებით, შემოვიღოთ დასჯის ისეთი ზომა, როგორიც სინგაპურშია: გაროზგვა, გაწკეპვლა – დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი” – რომან გოცირიძე

მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა – ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან გასულ კვირას, გომელაურის მოსმენაზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტებს. გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქუჩაში ძალადობს ჟურნალისტებზე, პარლამენტში კი, ქალ დეპუტატებზე. „ფიზიკური შეხების უფლება აქვს მხოლოდ მანდატურს, დანარჩენი ეს არის ხულიგნობა და შეიძლება მხოლოდ შეფასდეს სხვა სახის სართლებრივ დარღვევად. არ არის საკმარისი მხოლოდ გაკიცხვა ან ეთიკის საბჭოზე თუნდაც ჯარიმის გამოცხადება. მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი…

მეტი...

პოლიცია 20 წლის ბიჭს ეძებს – ბათუმში მოკლული კაცის საქმის ახალი დეტალები

ბათუმში 60 წლის მამაკაცი ცივი იარაღით 20 წლის ახალგაზრდამ მოკლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დაცვის თანამშრომელ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ბათუმის ძველ ბულვარში, ერთ ერთ კაფეში მოხდა. მოკლული კაფის მეპატრონის ბიძაა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...

მედიის წარმომადგენლებმა პლენარულ სხდომაზე ბანერი გადმოფინეს, წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები“

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ბანერი, წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს. ჟურნალისტებმა ამით 5 ივლისს თბილისში განვითარებული ფაქტები დაგმეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათზე მოძალადე პირების დასჯა. მათი თქმით, უნდა დაისაჯონ ასევე ორგანიზატორებიც. მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს.

მეტი...

“ქალბატონ თინას 2 მანდატური ვერ აკავებდა, არასწორია სქესს ამოფარება” – შალვა პაპუაშვილი

ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩაშლილ სხდომას შეეხო. ოპოზიციამ შალვა პაპუაშვილისგან განმატებები მოითხოვა მისი ქმედების გამო, როცა მან ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა. ოპოზიციის განცხადებით დეპუტატის ქმედება ქალზე ძალადობად უნდა შეფასდეს. ბრალდებებს მმართველი გუნდის დეპუტატმა ბრალდებებითვე უპასუხა. “ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც 2 მანდატური ვერ აკავებდა. ეს არასწორი ქმედებაა, ამოფარება სქესს, რომ აგრესია და ყველაფერი ეპატიება. რატომ უსვამთ ხაზს. ეს იყო არა თუ ჩემი უფლება, არამედ მორალური ვალდებულება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. “თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?” – მიმართა კითხვით შალვა…

მეტი...

ახალი კვლევის მიხედვით, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 88 პროცენტით ეფექტურია

კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა „კოვიდ 19“-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 88 პროცენტით ეფექტურია. ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ ინგლენდ ჯორნალ ოფ მედისინის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. კვლევა ეხება კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულ ვაქცინასაც, რომლის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ამ დროისთვის 67-პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს. „კოვიდ 19“-ის დელტა ვარიანტი უფრო მაღალი გადადებით გამოირჩევა. მანამდე ცნობილი იყო, რომ ალფა ვარიანტის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა 93.7 პროცენტით ეფექტურია, „ასტრაზენეკა“ კი 74.5 პროცენტით. პარალელურად, ისრაელში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია სიმპტომური დაავადებების წინააღმდეგ, თუმცა მძიმე დაავადებების წინააღმდეგ დაცვა კვლავ…

მეტი...

“ბავშვებში შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ბავშვების ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა ეპიდვითარების გათვალისწინებით, მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კი ვაქცინაციის პროგრამა რჩება: “მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა, იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის, სამწუხაროდ გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბავშვებშიც. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც საყურადღებოა. ჩვენთვის მთავარი მექანიზმი რჩება ვაქცინაციის პროგრამა მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი და მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ჭიდაობიდან პოლიტიკაში – იბრძოლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონი პოლიტიკურ ტატამზე – ზურაბ ნადირაძე ვერსიებზე

„ინფორმაცია ვრცელდება, ქოცებმა გორის მერობის კანდიდატად მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ლადო ხინჩეგაშვილი უნდა წარადგინონო(!), არ ვიცი მართალია თუ ტყუილი, მაგრამ ძალიან მეწყინა. მეწყინა ბევრი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ლადო როგორც ვიცი კარგი ადამიანია, გაჭირვებული ოჯახიდან და უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ყველაფერს თავისით მიაღწია, გახდა სასახელო სპორტსმენი, ჩვენი საამაყო მოჭიდავე და ყველას გვიგულშემატკივრია მისთვის განურჩევლად ერისა, ბერისა და პოლიტიკური გემოვნებისა,“ –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს. როგორც ნადირაძე ამბობს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია გორში „მერობის კანდიდატად, მსოფლიო ჩემპიონს, ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს: “საერთოდ, ქოცებს ასეთი ტაქტიკა…

მეტი...

სკოლები უნდა გადადოთ, ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს! – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესმა გადაიწიოს და ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს. „გაუფრთხილდით თქვენ თავს. თუ არავინ არაფერი არ გააკეთა, თქვენ იცით, რაც არის გასაკეთებელი. სამედიცინო პირბადე ყველგან, სკოლები უნდა გადადოთ, ვფიქრობდი ოქტომბრამდე, მაგრამ ალბათ, მერეც. ნოემბრის დასაწყისში იყოს. იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაა, ბავშვები ცოდოები არიან. ჩვენო სამედიცინო პერსონალი დაიღალა. ისინიც ადამიანები არიან,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

ბათუმის ბულვარში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

მკვლელობა მოხდა ბათუმში – ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის კაფე ბარის, “ვივა ლათინოს” დაცვის თანამშრომელი იყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 636-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 261 პირს დაუდასტურდა, 1 410 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 656 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 704, „პისიარ“ ტესტით – 15 952. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო შვიდი დღის – 5,78%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია…

მეტი...

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება

პარლამენტი, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად “ქართული ოცნება“ გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს. საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა,…

მეტი...