„არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს რუსეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით.    „ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის  ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი შესაფასებელი.  რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ხდება რუსეთთან  დაახლოება. მსგავს გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება. იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დაცულები ქუჩაში. თუ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად პრესა იქნება…

მეტი...

„ის, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, დაგვამუნჯა“ – ევროპარლამენტარი თეა წულუკიანზე

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის ქმედებით გაკვირვებულია. საუბარია ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შემთხვევაზე, რომელიც სენაკის თეატრში მოხდა. ევროპარლამენტარის შეფასებით, ის, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონთან დაკავშირებით გააკეთა, გასაოცარი და დასამუნჯებელია. „ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მეტი...

ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობისთვის იბრძოლებს

არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელა. თავად მერობის კანდიდატი ნდობისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მზადაა, საზოგადოებას ემსახუროს. „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან…

მეტი...

მმართველი გუნდი შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შარლ მიშელის ძალისხმევით შექმნილი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. „არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ.  შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი არასერიოზულია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დოკუმენტის ანულირების შესახებ პრინციპულია. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა. იყო სხვა ფაქტორებიც. მათ შორის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს. შარლ მიშელის შეთანხმების ერთადერთი მიზანი პოლარიზაციის დასრულება…

მეტი...

„მოღალატესთან არავინ რიგდება“ – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მოღალატეებთან“ გარიგებას გამორიცხავს და ამ სიტყვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთან აკავშირებს. როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოალიცია გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც.“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი გუნდი საარჩევნო ხმების რამდენ პროცენტს მოიპოვებს, რადგან ვადამდელი არჩევნები მაინც არ დაინიშნება.   „თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება“ – განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარტებით, როცა ნიადაგი მომწიფდება, კოალიციურ მთავრობაზე სწორედ მაშინ იმსჯელებენ. „ნებისმიერ დროს, თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული…

მეტი...

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თავად იქნება. კობახიძემ ასევე განმარტა, რომ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ქვეყნის მასშტაბით კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არ იქნება დამოკიდებული.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა

ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების“  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი გუნდის მხრიდან მერობისთვის იბრძოლებენ:  რუსთავი                                             ნინო ლაცაბიძე გარდაბანი                                          დავით კარგარეთელი მარნეული                                           კენან ომაროვი ბოლნისი                                            დავით შერაზადიშვილი დმანისი                                              კობა მურადაშვილი წალკა                                                  ილია საბაძე თეთრიწყარო                                     გიორგი წიკლაური თელავი                                               ლევან ანდრიაშვილი ახმეტა                                                 ალექსი ფიცხელაური ყვარელი                                             გივი ზაუტაშვილი ლაგოდეხი                                         ჯონდო მდივნიშვილი გურჯაანი                                           ზურაბ უტიაშვილი საგარეჯო                                            ავთანდილ გულიკაშვილი სიღნაღი                                              მალხაზ ბეგიაშვილი დედოფლისწყარო                             ნიკოლოზ ჯანიაშვილი გორი                                                   ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კასპი                                                   ვახტანგ მაისურაძე ქარელი                                               ზაზა გულიაშვილი ხაშური                                               თენგიზ ჩიტიაშვილი ახალციხე                                            ირაკლი ლაზარაშვილი ასპინძა                                                როსტომ მაგრაქველიძე ბორჯომი                                            ოთარ არბოლიშვილი ადიგენი                                              გოჩა ქიმაძე ახალქალაქი                                        მელქონ მაკარიანი…

მეტი...

სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები – ივანე ჩხაიძე ასახელებს ადამიანების ორ ჯგუფს, ვისთვისაც შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

ვისთვის შესაძლოა გახდეს ვაქცინა სავალდებულო – იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. თუმცა ივანე ჩხაიძის თქმით, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშიებით იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ მიუღია.  “ჩვენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომებზე გვქონა ამ საკითხზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ორი ჯგუფი ადამიანების არის ჩვენი აზრით პრიორიტეტული, ეს არის – პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები დახვდებიან მოსწავლეებს ვაქცინირებულები, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედი ვინც იღებს განათლების…

მეტი...

“მაინტერესებს, ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს” – შალვა ნათელაშვილი

მაინტერესებს, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „ძალიან მაინტერესებს, ეს გერმანელი ევროპარლამენტარი, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს, თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მისი შუამავლობა ივანიშვილის გადასარჩენად დამთავრდა სრული კრახით, ოპოზიციის პარლამენტში შეყრით, მმართველი პარტიის ხელშეკრულებიდან გასვლით და „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვით, რაზედაც მას პროტესტიც კი არ გამოუხატავს. იქნებ, ამ საშოვარზე მოარულ ევროდეპუტატს ემუშავა თავის გერმანიის მთავრობასთან, რომ არ დავებლოკეთ ნატო-ში, რათა ნაცისტთა ჩახოცილ 400 ათას ქართველსა თუ…

მეტი...

ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და შარლ მიშელის დოკუმენტი იყო. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულები არიან.  “ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნებოდა რელსებს და ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რა თქმა უნდა, არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში ფაქტიურად აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა დოკუმენტის შესრულებაზე. თუმცა, ჩვენ რაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორისგან, იყო ის, რომ ეს არ უნდა გახდეს ამომრჩევლისთვის იმედგაცრუების საგანი…

მეტი...

გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო. ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა. გურამმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

მეტი...

კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება

კულტურის სამინისტრო კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არ ერევა და “ლიტერასთან” მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. უწყება ასევე განმარტავს, რომ კონკურსის ჩასატარებელი თანხა სამინისტრომ გამოყო. “კონკურსს “ლიტერა” სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს,” – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მეტი...

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტმა სემეკის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და სემეკის სამართლებრივ რეაგირებებზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე, მომსახურებების უმოკლეს დროში ადაპტირების მნიშვნელობასა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის…

მეტი...

ლიტერატურულ კონკურსს, რომლის ჟიურის წევრადაც კულტურის მინისტრის მრჩეველი დაინიშნა, პროტესტს მწერლები და ჟიურის წევრები უცხადებენ

მწერლების ბოიკოტი “ლიტერას”  – მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები და გამომცემლები ლიტერატურულ კონკურსში ჟიურის მეხუთე წევრის – იოსებ ჭუმბურიძის დანიშნვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჭუმბურიძე წარმოადგენს კულტურის მინისტრის მრჩეველს და მათთვის მიუღებელია სამინისტროს ამგვარი ჩარევა ლიტერატურულ პროცესებში. როგორც ლიტერატურული წრის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურსი 5 წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის თავისუფალი იყო პოლიტიკური სარჩულისგან. მწერლების პროტესტს შეუერთდნენ ჟიურის წევრები. ჟიურის დატოვების შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს  ოქტაი ქაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ბელა წიფურიამ. ლიტერატურული პრემია “ლიტერას” 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი. საკუთარი ნაწარმოები კონკურსიდან 20-მდე ადამიანმა მოხსნა.

მეტი...

თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკური და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში. გაბუნიას თქმით, კლინიკაში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს. „გუშინ მივიღეთ შეკითხვები, თუ რა კარავი გაჩნდა რესპუბლიკურის ეზოში. ასევე ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. ამისი მიზანია ერთადერთი, თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქეს, რომელიც რეგისტრაციის გარეშე მოვა, შესაძლოა, დიდი რიგი დახვდეს, დაყოვნების საშუალება ექნებათ კარვებში, რომლებიც მოეწყობა იმგვარად, რომ კომფორტული იყოს იქ გაჩერება. ეს არის გადაწყვეტა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით. იმუნიზაციის საბჭოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება…

მეტი...

“წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის ანაფილაქსიური შოკი” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნული განცხადება ბიძინა კულუმბეგგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა: “თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე  სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის “ფაიზერზე” შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან “ასტრაზენეკა”. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ “ასტრაზენეკა” ან “ფაიზერი”,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება – ანაფილაქსიური…

მეტი...

“დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, მეოთხე ტალღის დასაწყისი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26 ივლისიდან ქვეყანაში მეოთხე პიკის დასაწყისი დაიწყო და ის შესაძლოა კიდევ 2 კვირა გაგრძელდეს. “მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და დღეს, დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი რაც გვაქვს – 2 700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში ის უკვე სჭარბობს მესამე ტალღის პიკს, ანუ მაისის 17-ში რაც იყო. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ კარგად, თუმცა ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომ დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით 25 ივნისამდე. 26 ივნისიდან ისევ დაიწყო ზრდა. დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა…

მეტი...

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი

აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისვე თქმით, ქსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. „მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი,…

მეტი...

საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. წორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკეს მოუწოდა. ვაქცინაციაზე საუბრისას, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მისივე თქმით, ხვალ დამატებით „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა საქართველოში. „ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ” – ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, ამით პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ.  “თუ ჩვენ თითო თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ, ანუ 3 თვეში 3 მილიონს, პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ. შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 000 აცრა ყოველ თვეში. მესამე, შედარებით მოკრძალებული სამიზნე გახლავთ 600 000 აცრა, 3 თვის განმავლობაში. მომდევნო სამი თვე ეპიდემიის დასამარცხებლად კრიტიკულია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

გურამ თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ბაშაევი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია!

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადის 1/2 ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ბაშაევი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა. ჩვენიანმა ერთი ვაზარი გაუშვა, თუმცა ორი ეფექტური გდება განახორციელა და გაიმარჯვა.

მეტი...

“ჩვენი მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპზე (2013-2020), ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. „რეფორმის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა“, – აღნიშნა…

მეტი...

“მიშელის დოკუმენტის ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, შეურაცხყოფა მიაყენა აშშ-სა და ევროკავშირს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად იყო გაფორმებული. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარების დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.…

მეტი...

“არველაძეების მერობის კანდიდატად დასახელებას უნდა ელოდოთ” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ თბილისის მერის შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იქნება, ამ ტურში აუცილებლად ერთ-ერთი კანდიდატი მათი პარტიიდან იქნება. „ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით. ამიტომ, ახლა აქ კალაძეს დავუჭერ მხარს თუ მელიას, ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა და ანტიპატიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისი მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება.…

მეტი...

“ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია კი, დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

მეტი...

“2020 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი 6.3 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მუშაობდა 264 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქსტატის ცნობით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს – 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ – 190.7 დღე (2019 წელს – 179.5 დღე). ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის…

მეტი...

უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება,  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, შარაშიძის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ანჯაფარიძის, მახარაძისა და თარხნიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერესა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის…

მეტი...

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეები ადგილზე იღებდნენ ვროპულ განათლებას” – პრემიერი

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთი მხრივ, გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა პრიორიტეტულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. „ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი – 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“მმართველი პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა” – გიორგი გახარია

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“ გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე მიიღებდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველ პარტიას საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს. „ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს“, – განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 243, აჭარაში – 419, იმერეთში კი 273 გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარაში – 419, იმერეთში – 273, ქვემო ქართლში – 149, შიდა ქართლში – 102, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 142, კახეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში -75, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 793-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 712 პირს დაუდასტურდა, 1 561 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 კი, გარდაიცვალა. სულ…

მეტი...

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში“ – გარდაცვლილია აზერბაიჯანელი მამაკაცი

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ავგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 34 წლის ხუსეინ ბაკიხანოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, თუმცა მუხთარლმა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ ბაიკხანოვი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, სადაც მუშაობის დაწყება სურდა. იმავე დღეს ის სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, შენობიდან გადმოხტა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლები. შემთხვევა სასტუმრო „სტამბაში“ 14 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა ასევე აზერბაიჯანელ მამაკაცთან, რომელთან ერთადაც თბილისში ტურისტულ ზონაში მუშაობდა. შსს-ს თქმით, 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 04:16 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის  ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მეტი...