BBC, Guardian, Reuters… ლაშქარავას გარდაცვალებას გავლენიანი საერთაშორისო მედია ეხმაურება

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე სასტიკად სცემეს, საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან. მათ შორის არის BBC, Guardian და Reuters.

BBC სტატიაში წერს, რომ ლაშქარავას სახის არეში რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა კლინიკიდან მაინც გამოწერეს. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლაშქარავა ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტიდან, ვისაც 5 ივლისს თავს დაესხნენ.

მსგავსი თემები