“დიდი ცოდვა ტრიალებს ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინების სახით” – მეუფე

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილების დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ, არ დაიჯერეს ეს” – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას. როგორც მეუფემ აღნიშნა, ჟურნალისტები კიდევ კარგად გადარჩნენ და მოძალადეებად სასულიერო პირები გამოჰყავთ. „კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები?- მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“ – განაცხადა სხალთის მიტროპოლიტმა. მეუფე სპირიდონის შეფასებით, დიდი ცოდვა ტრიალებს…

მეტი...

„ფაიზერის“ შემთხვევაში, ვაქცინების დანაკარგი  ძალიან დაბალია“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დოზები საკმარისია 240 000 მოქალაქის ასაცრელად. როგორც გაბუნია განმარტავს, „ფაიზერის“ შემთხვევაში, დანაკარგი ძალიან ცოტაა.   „ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ დოზა საკმარისია 230-240 ათასი მოქალაქის ასაცრელად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი დანაკარგი, რაც დაახლოებით ათ პროცენტს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში „ფაიზერის“ დანაკარგის ფაქტორი არის ძალიან დაბალი. უახლოეს დღეებში ადგილებიც დაემატება. კლინიკები  მზად არიან, რვა საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე,  რათა ის დოზები, რაც გვაქვს, იყოს მაქსიმალურად მოკლე ხანში ათვისებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

4 750 ადამიანს „ფაიზერზე“ ჯავშანი გაუუქმდათ

ვაქცინაციის ორჯერადი დოზით აცრის მიუხედავად, ადამიანები „ფაიზერზე“ ჯავშანს მაინც აკეთებენ. არიან ისეთები, ვისაც ვაქცინაცია ჯერა არ ეკუთვნის, თუმცა, მაინც ჯავშნის ადგილს. ამ მიზეზით, 5 000-მდე ადამიანის ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მათ, ვისაც ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა, ნაწილს კი  აცრის გაკეთება  არ უწევდა. „გუშინ, დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი. აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს, 4 750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ…

მეტი...

ამ ეტაპისთვის, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპისთვის აცრა ნებაყოფლობითია და სხვა მექანიზმი არ მუშაობს. „ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით „კოვიდკლინიკებში“ დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რომ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, – განმარტა თამარ გაბუნიამ. მისივე შეფასებით, მოქალაქეები „ფაიზერის“ ე.წ. ბუსტერულ დოზებზეც რეგისტრირდებიან, რაც ავტომატურად უქმდება და მათ ჯავშანი არ უდასტურდებათ.

მეტი...

2 კილოგრამამდე ”კოკაინი” ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.  ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…

მეტი...

ვირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა – 299, იმერეთი – 190, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 62, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

ვირუსით 1654 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 204  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 061  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 654   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.6 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  402 759-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.3 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.

მეტი...

სხვადასხვა საგნით აწამებდნენ – კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი…

მეტი...

ხვალიდან საქართველოდან ბულგარეთში შესვლა მკაცრდება

„კოვიდპანდემიის“ რისკებიდან გამომდინარე, ბულგარეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. გამკაცრება ეხება საქართველოსაც. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.   გადაწყვეტილება ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. მის მიხედვით,  26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები  ბულგარეთის საზღვარზე ვერ შევლენ. “ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – განმარტავენ საელჩოში. შეგახსენებთ, რომ, ვირუსის მაჩვენებლის კუთხით, საქართველო ე.წ. წითელ ნუსხაში იმყოფება. 

მეტი...