„ეს მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე“ – გახარია ღარიბაშვილის გადადგომაზე

„ვერავის მრჩეველი ვერ ვიქნები, ეს ყველა მაღალი თანამდებობის პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე” – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.  „გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ეს მისი გადასაწყვეტია, ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პირის მორალური პასუხისმგებლობაა საბოლოო ჯამში თავის მოქალაქეების და თავისი მხარდამჭერების წინაშე. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს – მე აქ მისი მრჩეველი  ვერ ვიქნები” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„ყველაფერი შესაძლებელია“ – გიორგი გახარია მერობაზე  

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, მან კანდიდატის სახელი და გვარი არ დაასახელა, თუმცა, მიზნის მისაღწევად არაფერი გამორიცხა. „მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძაან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ დავაღწიოთ თავი როგორმე ამ მოჯადოებულ წერეს თავი. მე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მოწონს, უმრავლესობას არ მოწონს ის ქაოსი რაც დღეს ხდება, ის ლანძღვა, გინება, ცემა-ტყეპა.…

მეტი...

„არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. „როდესაც თბილისის მერზე ვსაუბრობთ,  ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ…

მეტი...

„ოცნების დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო“ – გიორგი გახარია

„20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, მერობის კანდიდატად არის წარდგენილი“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელიც  „ქართული ოცნების“ უსუსურობაზე საუბრობს.   „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი. 20 ივნისს, სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია,  სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის, ოცნების დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ,…

მეტი...

რატომ მიუვიდათ მოქალაქეების „ფაიზერის“ ვაქცინაზე უარი?!

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს თუ რატომ მიიღეს ვაქცინაციის მსურველებმა პასუხად უარი. როგორც გაბუნია აცხადებს,  ეს იმიტომ მოხდა, რომ 12:00 საათამდე მეორად დოზებზე მიმდინარეობდა რეგისტრაცია. „როდესაც მსგავსი შეტყობინება მიუვიდა მოქალაქეს, მხოლოდ მეორე დოზებზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. 12:00 საათის შემდეგ, ასეთი შეტყობინება არ დაფიქსირებულა სისტემაში. ამ ეტაპზე, მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა”,- განმარტავს გაბუნია.

მეტი...

„ფაიზერზე“ 107 157 მსურველი დარეგისტრირდა

რეგისტრაციის გახსნიდან, ანუ, 12:00 საათიდან „ფაიზერზე“ 107 157 აცრის მსურველი დარეგისტრირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, თავიდან, დიდი ნაკადის გამო, რეგისტრაციის საიტის ნელა მუშაობდა. „12:00 საათიდან ამ დრომდე “ფაიზერზე” დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. დიდი ნაკადის გამო, პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის. „საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე. შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24 საათიან პერიოდს ითვალისწინებს. მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ…

მეტი...

5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის კიდევ 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის…

მეტი...

კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მეტი...

კორონავირუსით 2 617 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 394 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 617  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 869  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.03 %    ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  400 698-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.15 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 371 434-მდე.

მეტი...

ლიეტუვამ საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა აჩუქა

საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი. ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა. “ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს,…

მეტი...

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის“ – კელი დეგნანი

ამერიკის საჩუქარს ქართველი ხალხისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის ელჩი კენი დეგნანიც დახვდა. როგორც ელჩმა განაცხადა, ეს არის ამერიკის მტავრობის საჩუქარი ქართველ ხალხს. „ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. ელჩის შეფასებით, აშშ-ი მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა.  „აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმასა, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ…

მეტი...

ამერიკის საჩუქარი – ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ ჩამოიტანეს

საქართველოში ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოიტანეს. საქართველოს მთავრობა ამერიკის მთავრობას მადლობას უხდის დახმარებისთვის და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოვებაზე საუბრობს.   როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,  აუცილებელია, ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც  სრული მზაობაა.  „ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს  კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე…

მეტი...