„ნაციონალებს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს ერთიან კანდიდატს დაუჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს  მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერენ. როგორც ნიკანორ მელიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ისინი მხოლოდ მერობისთვის იბრძოლებენ. „ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი…

მეტი...

მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერი – „გირჩი“

თბილისის მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის – ელენე ხოშტარია, ვიცე მერობისთვის კი „გირჩის“ წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ განაცხადი თავად ნიკანორ მელიამ დღეს გააკეთა. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატები არ ეყოლება. „ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

საფრანგეთში მოგზაურებისთვის „კოვიდრეგულაციების“ ახალი სტანდარტი ამოქმედდა

საფრანგეთში მოგზაურობის მსურველებისთვის, ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ზოგისთვის გადაადგილება გამარტივდა, ზოგისთვის კი პირიქით – გართულდა. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, რეგულაციები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით გაიყო. „როგორც მოგეხსენებათ, სანიტარიული მაჩვენებლების მიხედვით, განსაზღვრულია ქვეყნების სამი კატეგორია – „მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონავირუსის აქტიური გავრცელება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი, ალბანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ბოსნია, ბრუნეი, კანადა, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იაპონია, კოსოვო, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სინგაპური, ტაივანი, უკრაინა, კომორის კუნძულები და ვანუატუ; „ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს…

მეტი...

ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება – კიდევ ვის შეეძლება აცრა?!

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. არსებულ კატეგორიას კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატა. კერძოდ: ·        საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე; ·        სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები; ·        საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა

იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში. ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს, რათა ქვეყანა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხისა…

მეტი...

“იგულისხმება არა 150 ათასი დოზა, არამედ ამდენი ხელმისაწვდომი ადგილი” – ეკატერინე ტიკარაძე booking.moh.gov.ge-ზე დაფიქსირებულ რიცხვებზე

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო საიტზე, ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით მითითებული რიცხვი – 154 ათასი, ნიშნავს არა ვაქცინის დოზების რაოდენობას, არამედ კლინიკებში ადგილებისა და საათების რაოდენობას. მისივე თქმით, იმ 12 ათას ადამიანს, რომელმაც ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაიკეთონ, ფართო არჩევანი აქვთ როგორც კლინიკების, ასევე საათების მხრივ. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. “დღეს საიტზე ჩვენ ვხედავთ 154 ათას ადგილს, რომლის დაჯავშნის შესაძლებლობაც ჩვენ მივეცით იმ 12 ათას ადამიანს, რომლებიც მეორე დოზისთვის უნდა დარეგისტრირდნენ, აქ არ იგულისხმებ,ა რომ არის გამოტანილი 150 ათასზე მეტი დოზა, არამედ ნაგულისხმებია, რომ ამდენი ადგილი არის ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვინც 12 ათასი დოზისთვის რეგისტრირდება და შესაბამისად მათ…

მეტი...

“მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?” – პაატა იმნაძე

მეკითხებოდნენ – „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მან პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა. „შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა. დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში,…

მეტი...

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე მას შეკითხვა დაუსვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაქცინების ჩამოსვლის შემდეგ, გამყრელიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა. „ეგეთი რამე ვთქვი? ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ… თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. გინდათ? ახალგაზრდა კაცი ხართ, ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩემ ადგილზე. თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა“, – მიმართა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს.…

მეტი...

“პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” – ეკატერინე ტიკარაძრე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდში მოქალაქეები რეკომენდაციებს სათანადოდ იცავდნენ და ამ მხრივ საზოგადოებაში ერთსულოვნება იყო. მისივე თქმით, ყველას აქვს საკმარისი გამოცდილება, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რათა ადამიანები დაცული იყვნენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპზე გამკაცრებების გარეშე შესაძლებელია, რომ ადამიანმა რეკომენდაციების დაცვის გზით თავისი ქცევა მართოს. „კარგად მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები გაიცა. მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ იყო საოცარი ერთსულოვნება და ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის…

მეტი...

“ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნებისა და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინის მიმართ სანდოობა მოიპოვონ. „თქვენ იცით, რომ არაერთი პიარკამპანია ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებისა და ცნობადი სახეების ჩართულობით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა,…

მეტი...

“დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს” – ამირან გამყრელიძე

აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება. ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ. გარდა ამისა, მან ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ წამახალისებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა. „ ეკატერინე ტიკარაძემ მოგახსენათ სხვადასხვა ლატარეის გათამაშებაზე და სხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე. ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს – ისინი უფრო მარტივად მიიღებენ მონაწილეობას…

მეტი...

რატომ დაფიქსირდა საიტზე “ფაიზერის” 154 521 დოზა 12 ათასის ნაცვლად – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო, ამ ეტაპზე მეორე დოზა დაახლოებით 12 ათას ადამიანს უნდა გაუკეთდეს, თუმცა შესაბამის საიტზე ვაქცინის დოზების გაცილებით დიდი რაოდენობა – 154 521 არის მითითებული. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეკითხვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრსაც დაუსვეს, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საიტზე შეცდომაა დაფიქსირებული და ამის მიზეზს შესაბამის სამსახურებთან გაარკვევს: “მე აუცილებლად უნდა ვკითხო შესაბამის სამსახურებს თუ რა შეცდომაა ეს და შემიძლია დაგიბრუნდეთ, რა თქმა უნდა შეცდომაა, ვინაიდან ჩვენ ჯერ არ გამოგვიტანია არანაირი დოზები, გამოტანილია 12 ათასი, რომელიც საჭიროა მეორე დოზისთვის,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

5 ივლისის საქმეზე ჟურნალისტები ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟორლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

5 ივლისის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დიღმის სამმართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟორლიანი დაიბარეს. გამოძიებას ვახო სანაიას პოზიცია აინტერესებდა თუ რა ინფორმაციას ფლობდა ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. სანაიამ გამოძიების კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გასცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს. ნანუკა ჟორჟოლიანი კი გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფება. ცნობისთვის, 5 ივლისის მოვლენების ეპიცენტრში არც ვახო სანაია და არც ნანუკა ჟორჟოლიანი არ ყოფილან.

მეტი...

“ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს” – ლევან იოსელიანი

ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს , – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, ალეკო ელისაშვილი თუ მიიღებდა ოქროს მედალს, იოსელიანი აღნიშნავს, რომ თუ საერთო კანდიდატი იქნებოდა, მიიღებდა. “როგორც ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, “ნაციონალური მოძრაობა” დაჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, აპირებენ სხვადახვა საინტერესო ადამიანები მონაწილეობას მერობის არჩევნებზე. ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა [ოქროს მედალს],”-…

მეტი...

სექსუალური სახის დანაშაული მოსწავლის მიმართ – პოლიციამ 64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი დააკავა

64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც ყოფილი მოსწავლე ბრალს სექსუალური სახის ქმედებაში სდებს, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას მიმართ სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინა. მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ სკოლასა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ და კამერასთან არ ჩნდებიან დაკავებულის ოჯახის წევრებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აწარმოებს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაა.

მეტი...

„ლექსოს ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების აგრესიის გამო დაშავდა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა მკურნალობას აგრძელებს. ოპერატორს ორივე თვალი დაზიანებული ჰქონდა. ილიკო თვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოლეგებს, მეგობრებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „კარგად ვარ, ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა დამაკმაყოფილებელია. მხედველობა ორივე თვალიდან თითქმის აღდგენილი მაქვს, თუმცა ვაგრძელებ მკურნალობას სრულყოფილ გამოჯანმრთელებამდე. დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და მთელი გუნდის მიმართ, რომლებიც სრულად ჩართული იყვნენ და არიან ჩემი გამოჯანმრთელების პროცესის თითოეულ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნაა ობიექტურად და მიკერძოების გარეშე დაისაჯოს ყველა მოძალადე და მათი წამახალისებლები,…

მეტი...

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში. „ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული…

მეტი...

“30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება” – საელჩო

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

მეტი...

გურჯაანში კორონავირუსით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოვიდ-19- ით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ სტაციონარში მკურნალობდა. „ახალგაზრდა მამაკაცს წარსულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები ჰქონდა და რისკჯგუფს ეკუთვნოდა. სტაციონარში იყო გადაყვანილი, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცით, უკვე დაკრძალეს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, პერსონალური ინფორმაციაა“,- განაცხადეს უწყებაში. 22 ივლისს, კოვიდ-19- ით გარდაიცვალა 57 წლის ქალიც, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. სულ რეგიონში, კორონავირუსით უკვე 151 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ- 19-ის 181 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 17693 ინფიცირებულია, ამ ეტაპზე მკურნალობას 1465 პაციენტი გადის.

მეტი...

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი კუბაში ადამიანის უფლებების დარღვევააა. ე.წ. შავ სიაში სახელმწიფო მაღალჩინოსნები და სამთავრობო დაწესებულებები მოხვდა, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში არიან მხილებული. კუბაში საპროტესტო გამოსვლები თითქმის 2 კვირის წინ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს, ასევე მაღალ ფასებს აპროტესტებს.

მეტი...

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ბრალდებულმა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. ადგილზევე…

მეტი...

უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ

მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო გზით საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. თავდაცვის სმაინისტროს ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა. უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს. საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.

მეტი...

თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია, თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი – ღარიბაშვილი “ფორმულას” ჟურნალისტს დაუპირისპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების ნაწილს დაუპირისპირდა და მათ პარტიული დანაყოფები უწოდა. “სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველა მოძალადე დასჯლია. “თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ “ნაცმოძრაობას”. თქვენ ყველანი, სააკაშვილის…

მეტი...

“სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად” – პრემიერი

სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული. „ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება, საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ” – შს მინისტრი ლაშქარავაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს​ შესთავაზეს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პროცესი დასრულდება, კიდევ ერთხელ ჩაატარონ ექსპერტიზა, უფრო მაღალკვალიფიციურ, უცხოელ ექსპერტებთან, თუკი ამას მოისურვებენ. მისივე თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტებიც არიან ჩართულები, რაც გარდაცვლილის ოჯახს თავად შესთავაზეს.  “ექსპერტიზის ქიმიური დასკვნით, რომელიც არის ძალიან სწრაფი და არ სჭირდება 25 დღე, მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  კითხვაზე, შეიძლება თუ არა გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს ნივთიერება გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შს მინისტრი პასუხობს, რომ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ. “იცით, რომ ჩართულები…

მეტი...

“მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. “მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

საქართველოში Pfizer-ის 500 ათასი დოზა ხვალ ჩამოდის – ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ

ხვალ საქართველოში 500 ათასი დოზა “ფაიზერი” ჩამოდის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ნახევარი მილიონი ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა. ვაქცინების ეს რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, დარეგისტირება უკვე 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ.  “ნახევარი მილიონი ვაქცინა არის 250 000 ადამიანისთვის საკმარისი რაოდენობა. გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა დოზებზე. რესურსი სამედიცინო დაწესებულებებში იმისი, რომ მათ გაატარონ მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა ვაქცინაციის მიზნებისთვის არსებობს, ასე რომ ამისი პრობლემა არ უნდა შეიქმნას. დოზების მოწოდება კიდევ გაგრძელდება, ჩვენ ველოდებით დოზებს შესყიდული მილიონი Pfizer-ის ვაქცინიდან. დავიჯეროთ, გავითავისოთ ასეთი რამე, რომ ვაქცინა საიმედოდ ვერ გვიცავს…

მეტი...

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი დანაშაულს აღიარებს

ხობში, შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. მეზობლები ყვებიან, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 19 წლის შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემთხვევა ოჯახის წევრმა გამოავლინა და პოლიციას მიმართა. მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

“მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს მადლობა გადაუხადა. „ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული…

მეტი...

შსს-მ 5 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.”გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 5-6 ივლისს…

მეტი...

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი – ზუგდიდში მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მკვლელობა ზუგდიდში – ტოლსტოის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია გარდაცვლილის შვილიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,03 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,03 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,38 პროცენტი.

მეტი...

20 გარდაცვლილი, 2 460 ინფიცირებული – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 395 621 გახდა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 636 ადამიანი ემსხვერპლა. “მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, ასევე დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეამინაციაში.…

მეტი...

დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება

დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. ოლიმპიადაზე სპორტსმენები 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, პარაოლიმპიადაზე კი – 22 სახეობაში. ტოკიო დაახლოებით 11 000 სპორტსმენს მასპინძლობს. ოლიმპიადა გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, „უსაფრთხო და დაცული” იქნება.

მეტი...

კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

“ვახტანგ გომელაურის თქმით, ანტიპრაიდის წინააღმდეგ გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს იძიებენ და თითქმის ყველა იკითხება, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებდა” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ანტიპრაიდის წინააღმდეგ გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს იძიებენ და თითქმის ყველა იკითხება, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებდა. „გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ მიდის ზევით, წესი ასეთია. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ. გავაკეთე განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რამდენით გაიზრდება, ვერ ვიტყვი, არ ვიცი, გამოძიებიდან გამომდინარეა. ასევე, ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა, 225-ე, 154-ე და 156-ე მუხლებით – საჯაროდ მოწოდება ძალადობაზე და ა.შ. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ. გამოძიების ფარგლებში…

მეტი...