ეკლესიის მძარცველებმა ნაქურდალი დააბრუნეს და ბოდიშს იხდიან

საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოპარული ნივთები მძარცველებმა დააბრუნეს. ისინი ეკლესიის ძარცვისთვის ბოდიშს იხდიან და დანაშაულის ჩადენას აღიარებენ. მძარცველების იდენთიფიცირება სამართალდამცველებმა დღეს შეძლეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. ტაძარი გუშინ გაძარცვეს, საიდანაც თანხა და სხვადასხვა საეკლესიო ნივთები მოიპარეს. მათ შორის, ძვირადღირებული ქვებით მოჭედილი გვირგვინი და საზიარებელი ჭურჭელი.    საუბარია მეცხრამეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ძარცვაზე, რომელიც ორმა ახალგაზრდამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 177-ე და 187-ე მუხლებით აწარმოებს.

მეტი...

„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ 25 ადამიანი დააკავეს, ორი კი იძებნება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო  ბრიფინგი ჩანიშნა. შსს-ში გაკეთებულ განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გტავაზობთ.      „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში,  თბილისში,  გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის,   ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის…

მეტი...

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს: ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო. დაცვის მხარე კი დაკავებულთა გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობის ღონისძიებაზე, კონტრ-აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

მეტი...

„სხვა ვაქცინის მოლოდინში ოქროს დღეები იკარგება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, ადამიანები, ვინც „სხვა“ ვაქცინას ელოდებიან, ე.წ. ოქროს დღეებს კარგავენ. აღნიშნული განცხადება პროფესორმა  „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   „ჩვენი მოსახლეობის არცთუ ისე ცოტა ნაწილი ამბობს, რომ ელოდება სხვა ვაქცინას, ეს არის „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ მოლოდინში „ოქროს დღეები“ იკარგება“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, კორონავირუსის არსებული ყველა შტამის მიმართ ეფექტურია.   „ორჯერადი ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ პირველსა და მეორე ვაქცინას შორის ორ-სამკვირიანი პერიოდია და…

მეტი...

ჯანმომ და ევროკავშირმა საქართველოს ცივი ჯაჭვის აქსესუარები გადასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირმა საქართველოს ცივი ჯაჭვის აქსესუარები გადასცა. საქართველოს დახმარების სახით გადაეცა ლეპტოპები, ვაქცინის სატარებელი სპეციალური ყუთები, ყინულის სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, ასევე თერმომეტრი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია. “დღევანდელი საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას და ვაქცინაციის, ეგრეთ წოდებული, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილი ხელოვნურ სუნთქვაზეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული. როგორც, ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა საუბრისას განაცხადა, ამ კონკრეტულ სამ პაციენტამდე, მსგავსი სიმძიმის შემთხვევა, რომ ჩვილი ბავშვები ვირუსის გამო ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფილიყო, არ დაფიქსირებულა. მაია ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ეს ე.წ. დელტა შტამი. კორონავირუსის “ინდური” შტამით შესაძლო ინფიცირების შესახებ სექვენირების პროცესის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. იურიდიული კომიტეტის წინაშე დღეს ქეთევან მესხიშვილს უსმენდნენ. მას ბევრ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მესამე დღეს დეპუტატებმა კითხვები დასვეს ე.წ კლანურ მმართველობაზეც. ამ დროისთვის, დეპუტატებმა მასთან კითხვები ამოწურეს, ახლა გასაუბრება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. იურიდიულ კომიტეტზე კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა იგეგმება. დეპუტატების კითხვებს რევაზ ნადარაია უპასუხებს. პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და…

მეტი...

“მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის” – ნათელაშვილი მიწისძვრებზე

ბოლო 24 საათში, საქართველოში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება: „ეს გეოფიზიკურად ნიშნავს რომ მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის. იქნებ ახლა მაინც გამოიბერტყოს ყურები ბიუჯეტის კლიენტმა ხელისუფლებამ რათა შემაგრდეს ავარიული შენობები განსაკუთრებით თბილისის ძველ უბნებში. მკვეთრად დაზიანებული საცხოვრებლიდან ხალხი სასწრაფოდაა გასაყვანი“,- დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

“თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ – უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია” – ვახტანგ გომელაური

თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, 5-6 ივლისის აქციებზე ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. მინისტრმა აღნიშნულ შეკითხვას თავდაპირველად ირონიით უპასუხა. „გავიგეთ, რომ არ იყო პოლიცია, ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტები სცემონ და თქვენ ხელი არ განძრიოთ. არც მინდა ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო. თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიიზმია. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, სახელი და გვარი დაავასახელო. როგორც შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება,…

მეტი...

“პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება” – შს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, – განაცხადა გომელაურმა. ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა მისთვის მიუღებელია.

მეტი...

„ინდური შტამით“ სამი ჩვილი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძი განცხადებით, „ინდური შტამი“ ბავშვებსაც აქტიურად უტევს, მეტად გადამდები და მეტად ლეტალურია. აღნიშნულის შესახებ ივანე ჩხაიძემ   „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. პროფესორის თქმით, მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი  ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. „კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე „ალფა“ და „ჩინური“ ვარიანტი.  რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების და ლეტალობის, გაცილებით დიდია. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ…

მეტი...

“პრეზიდენტს შევხვდი, მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისი თქმით, პრეზიდენტი დაინტერესებული იყო დეტალებით, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდა. „პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საქართველოს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა…

მეტი...

მეოთხე მიწისძვრა ბოლო 24 საათში საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში მეოთხე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 14:03 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში, სოფელ სამებასთან, მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ვახტანგ გომელაური საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტს პირისპირ ხვდება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. საუბრის თემა უცნობია. იქამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილთან დახურული მოლაპარაკება საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ გამართა. ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა საპატრიარქოს პრესსპიკერიც, თუმცა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით ის მოლაპარაკებას არ დასწრებია.

მეტი...

“სხვა ვაქცინების მოლოდინი არასწორია და დიდი რისკებთანაა დაკავშირებული” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

ჩვენი მოსახლეობის, არცთუ ისე ცოტა ნაწილი ამბობს, რომ ელოდება სხვა ვაქცინას, ეს არის „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ მოლოდინში ოქროს დღეები იკარგება,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველგან მიჩნეულია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის საწინააღმდეგო, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაა, ორჯერადი ვაქცინაცია. „ორჯერადი ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ პირველსა და მეორე ვაქცინას შორის ორ-სამკვირიანი პერიოდია და მეორე ვაქცინის შემდეგ კიდევ ორი კვირა სჭირდება ორგანიზმს, რათა სრულფასოვანი და მაქსიმალური იმუნური პასუხი გამოიმუშაოს. ასე, რომ…

მეტი...

“წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ, რომ წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალებებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოველდღიურ გარდაცვალებებს წერტილი, მხოლოდ გაზრდილი ვაქცინაციის პირობებში დაესმევა.  “ვიყოთ უფრო აქტიური, რამე, თუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60%, რომ წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალებებს, წერტილი დავუსვათ ასეულობით ახალ შემთხვევებს და საერთოდ წერტილი დავუსვათ ეპიდემიას ქვეყანაში,” – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“თქვენ გლოვა არ გმართებთ…”- პატრიარქი, მტკვარში უცნობი გოგონას გადარჩენის გამო დამხრჩვალი ბიჭის ოჯახსა მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 36 წლის მამაკაცი მტკვარში უცნობი გოგონას გადასარჩენად გადახტა, ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.  “დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: “არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას. თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; “პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა”. ღმერთმა დაგლოცოთ!” – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 

მეტი...

ე.წ. 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ იქნენ ცნობილი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო ე.წ. “2012 წლის ციხის კადრების” საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე. ინფორმაციას ამის შესახებ პროკრატურა ავრცელებს უწყების ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და…

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები წარმოადგინა. კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგის, გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმუნიზაციის პროცესს, პროფესიული სავარაუდო გადაცდომების გამო, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება, საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა დროებით შეუჩერეს. “პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით. პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოო მიზეზები.…

მეტი...

თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება. „თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზად არის და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ, მოგვმართოთ და დეტალურ…

მეტი...

ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება

ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300…

მეტი...

„ინდური შტამს დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, ხელუვნურ სუნთქვაზე გვყავს მცირეწლოვანი პაციენტები“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გახდება თუ არა დომინანტი ინდური შტამი, ეს დროის საკითხია,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ინდური ვარიანტი იმაზე სწრაფად გახდება დომინანტი, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო: „ამერიკა აფიქსირებს, რომ ინდური შტამი არის უვე წამყვანი, ასევე საფრანგეთი, ასე, რომ სავარაუდოდ ჩვენ თუ მოლოდინი გვქონდა, რომ ინდური შტამი აგვისტო – სექტემბერში გახდებოდა დომინანტი, ეს უნდა ვივარაუდოთ უფრო ადრე, ივლისი ბოლოს. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტი ლეტალობით, გადამდებლობით, აგრესიის და ბავშვებშიც ეს ვარიანტი…

მეტი...

“აგრესია და ძალადობა, რომელიც ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. „მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ…

მეტი...

„სამწუხაროდ დაავადების მაჩვენებელი გაზრდილია, ინფიცირების გაზრდის რისკი ნამდვილად არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“

„ბოლო მონაცემები 20 – 30 % – ით აღემატება, ორი კვირის მაჩვენებელს, ყველა პარამეტრი სამწუხაროდ გაუარესებულია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძის მოსაზრებით, ინფიცირების რიცხვის ზრდა იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ: „მიუხედავად იმის, რომ ჯერ – ჯერობით ზაფხულის პიკი წინ არის, უფრო ადრე მივიღეთ შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება, შესაბამისად რისკი იმის, რომ მდგომარეობა დარჩეს ასეთი არასტაბილური და ინფიცირების რიცხვი გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს. როგორც ინიფიცირების მაჩვენებელი, ასევე გარდაცვალების და…

მეტი...

“ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ახალი ცენტრები შეიქმნება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში, ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. „ბატონმა ირაკლიმ და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. მე გავეცანი პრეზენტაციებს. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში…

მეტი...

“კახეთში ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის, მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ, მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება. „გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 652, ქვემო ქართლში – 62, იმერეთში – 61

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 652, ქვემო ქართლში – 62, იმერეთში – 61, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702. კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 3…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 415-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 043 პირს დაუდასტურდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 7 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:26 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ 15 კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ 15 კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება და სულ დარჩენილია ათი კანდიდატი. მათგან ერთი თავმჯდომარეობის, ხოლო ცხრა წევრობის კანდიდატია. „ჩვენ გავესაუბრეთ 15 კანდიდატს, როგორც თავმჯდომარეობის, ასევე წევრობის და იყო ინტენსიური პროცესი, მოგვიწია გვიანობამდე მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ისეთი კანდიდატები, რომლებსაც კომისია ნდობას გამოუცხადებს, ჩვენ წარვუდგენთ პრეზიდენტს შესაბამის კანდიდატებს. არანაირი საფუძველი ვინმეს მიკერძოებულობაზე არ მაქვს. საკმაოდ კოლეგიალურად ვმუშაობთ. კითხვები აქვს თითოეულ წევრს ინდივიდუალურად, აქედან გამომდინარე მთავარია, რომელ კანდიდატებს გამოარჩევს შესარჩევი კომისია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თითოეულ…

მეტი...

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული  სამთვიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ,  სატყეო საქმის სპეციალისტები, ინვენტარიზაციის სამუშაოებს 30 ათას ჰა ფართობზე განახორციელებენ. მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მესამე ეტაპი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ორგანიზაცია „Zavita” მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გასული ორი წლის განმავლობაში, წარმატებულმა მეტყევეებმა  ინვენტარიზაციის სამუშაოები ლაგოდეხში, ახმეტაში, დედოფლისწყაროსა და  სიღნაღში განახორციელეს.   ამ მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2021  წელსაც აგრძელებს.  „მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.  მეტყევე-ტაქსატორების ახალი ნაკადი ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტში განახორციელებენ  ინვენტარიზაციის სამუშაოებს.  სატყეო საქმის სპეციალისტების დასაქმება,  გასული წლების მსგავსად, …

მეტი...

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სხდომას არ დაესწრება. მისი პარტიის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესს კიდევ ერთხელ მოიხსენიებენ როგორც პოლიტიკურ რევანშს. ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავებიან.

მეტი...

“აშშ-მა ფაქტობრივად აღიარა ავღანეთში მისიის მარცხი” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, რომელსაც ავღანეთიდან თავის ჯარი გამოჰყავს, ფაქტობრივად აღიარა დამარცხება. ამის შესახებ მან შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტეში საუბრისას განაცხადა. „აშშ-ს არა უბრალოდ გამოყავს ჯარი ავღანეთიდან, ისინი იქიდან გამოდიან ისე, რომ დე-ფაქტოდ აღიარეს საკუთარი მისიის მარცხი“, – აღნიშნა ლავროვმა. მისივე თქმით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პარალელურად ავღანეთში ტერაქტების საფრთხე იზრდება, მათ შორის ხაზი გაუსვა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებს. ლავროვის პოზიციით, ვაშინგტონი ამ ქვეყანაში ტოვებს სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუკი თავდასხმა მოხდება ტაჯიკეთზე, ეს დაუყოვნებლივ იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის განხილვის საგანი. შეგახსენებთ,…

მეტი...

გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთა აყვანაც სახლებში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მეტი...