შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაკავებული  თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვლადიმერ ბორცვაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

მეტი...

„არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი ნა**ი ბლ**დ. ვისაც არ უნდა, ნა**ი აქედან … თე**ობებს არ ავიტან“ – „თელასის“ მაღალჩინოსანი თანამშრომელ ქალს

„სუ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები;“ „ამას ვინ მიეკარება;“ „თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?“ – ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც „თელასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საკუთარ თანამშრომლებს თათბირზე მიმართავს. აუდიო ჩანაწერი სახალხო დამცველის აპარატშიც მოხვდა, პრობლებით ომბუდსმენი დაინტერესდა, შეისწავლა და დისკრიმინაციაც დაადინა. „თელასში“ თანამშრომელი ქალების მიმართ განხორციელუბულ ძალადობასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ ერთ-ერთი დაზარალებული ქალის ადვოკატმა ისაუბრა.  უფრო მეტიც, „მედიაცენტრმა მთავარმა,“  კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის დასკვნაც მოიპოვა, სადაც შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ სახეზეა დისკრიმინაცია. სახალხო დამცველის აპარატმა, ერთ-ერთი…

მეტი...

მასობრივ ვაქცინაციაში 350 ბრიგადა ჩაერთვება

„ორშაბათიდან ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა გადამწყვეტია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ ორშაბათიდან დაიწყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. „ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი…

მეტი...

“ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს აცრები Sinopharm-ით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხვალიდან ვაქცინაციაზე ჯავშნები გაიხსნება. მისი თქმით, ორშაბათიდან ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება ვაქცინაციის დაწყებისთვის.  მისი თქმით, მთავარი სამიზნეა, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს და ვაქცინირებული პირების რიცხვი ქვეყანაში გაიზარდოს. თუკი ეს განხორციელდა, ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბრისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილი იქნება.  “ორშაბათს დილისთვის, ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება უკვე ხვალ საღამოს ვაქცინების შესაბამისი დოზები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მომარაგება მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. ისე, რომ კვირა დღის მეორე ნახევარში, ანუ დღის ბოლომდე, ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს…

მეტი...

თათბირი დედის გინებით და ქალების შეურაცხყოფით – დისკრიმინაცია „თელასის“ მაღალჩინოსნის მხრიდან

„თელასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან თანამშრომლებიც მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა სახალხო დამცველმაც დაადასტურა. საუბარია ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და შეურაცხყოფით ქალი თანამშრომლების მიმართ გამოირჩევა. არსებობს აუდიო ჩანაწერიც, სადაც „თელასის“ მაღალჩინოსანი საკუთარ თანამშრომლებს თათბირს  ბულინგის ქვეშ უტარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებული ქალის ინტერესების დამცველმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. თუმცა, კონკრეტული გვარ-სახელებისა და აუდიოჩანაწერის გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორც გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, აუდიოჩანაწერი რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან თანხმობას მიიღებს. „თავს შევიკავებ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან, რომ იყოს კონფიდენციალურობა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახალხო დამცველის…

მეტი...

“კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების მობილიზების პროცესში მნიშვნელოვანი იყო  საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, რისთვისაც მან ელჩებს და პროცესში მონაწილე ადამიანებს მადლობა გადაუხადა. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე შემდეგი ეტაპი იწყება, რომელიც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს. ტიკარაძე ამბობს, რომ ეს პანდემიის დამარცხების გზაზე ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა. „მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პროცესში. ელჩების დახმარებით შევძელით მიგვეღწია წარმატებული კონტრაქტისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარს, რომლის აქტიური ჩართულობითაც ეს პროცესი წარმატებით განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შემდეგი ეტაპი, რომელიც იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა,…

მეტი...

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. „მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ჯეიმს აპატურაის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა. ჯეიმს აპატურაი გახლავთ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მეტი...

“თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას ბავშვებში, ისინი მუდამ დარჩებიან ინფექციის გამავრცელებლად” – ივანე ჩხაიძის განმარტება

გამოვლინდა, თუ არა ე.წ. დელტა შტამი მოზარდებში საქართველოში – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული შტამით ინფიცირება ბავშვებში უკვე იყოს. “რამდენადაც ვიცი, 20 შემთხვევა, რომელიც დღეისათვის საქართველოში დადასტურებულია დელტა შტამის არსებობა, ამ 20 ადამიანში არცერთი ბავშვი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყველა დელტა ვარიანტით ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ამას. დელტა ვარიანტის აგრესიულობა გამოიხატება სწორედ უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებში და 12 წლის…

მეტი...

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა.

მეტი...

ადამიანი, ვინც მდინარეში ათასობით პოლიეთილენის ბოთლი ჩაყარა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს. წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ,…

მეტი...

“ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს” – ჯეიმს აპატურაი

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება საერთაშორისოს საზოგადოება. ყველა ხედავს, როგორი აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს. ნამდვილად ძალიან გვახარებს იმის ხილვა, რომ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებული რეფორმები ხორციელდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება ევროკავშირის დახმარებით იქნა მიღწეული. ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ,…

მეტი...

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადდა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადებულია. კანდიდატთა შესარჩევი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს ღია კონკურსის წესით, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს. “ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვნახოთ კანდიდატების მაღალი პროფესიონალიზმი და მაღალი სანდოობა. ორ დღიანი ვადა აქვს კომისიას, რომ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და პრეზიდენტს წარუდგინოს 2 ან 3 პირი,”- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. განცხადებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იწყება ბოლო ვადად კი მომდევნო კვირის სამშაბათი განისაზღვრა. კომისიას კი განცხადებების განხილვისა და შესაბამისი კანდიდატების პრეზიდენტისთვის წარსადგენად მხოლოდ 2 დღე ექნება. კანდიდატის არჩევისას მთავარი პრინციპი საზოგადოების ნდობა,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 335 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 964 პირს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, პირველ ივლისს საქართველოში კორონავირუსის 980 შემთხვევა გამოვლინდა, 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“ ტესტით – 14 494. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 გამოჯანმრთელდა, 5 335 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია…

მეტი...

კორონავირუსით 964 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 190  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 964  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 607 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.42 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  368 022-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.09%.

მეტი...

„თბილისი პრაიდზე“ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნაზე აქციის 20 მონაწილე დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. დაკავებულ აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.  “პრაიდის” ორგანიზატორებს სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და იმედს იტოვებენ, რომ კვირეული უპრობლემოდ ჩაითვლის. შეგახსენებთ, რომ ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, სადაც კვირეულის ღონისძიება მიმდინარეობდა, კონტრ-აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და „პრაიდის კვირეულს“ აპროტესტებდნენ. რამდენჯერმე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც კი მოხდა.  

მეტი...

„კოვაქსი“ ქვეყნებს მიმართავს და ვაქცინების თანაბრად გამოყენებისკენ მოუწოდებს  

„კოვაქსის“ პლატფორმის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურები იმ 5 სახის ვაქცინით უნდა იყვნენ აცრილები, რომლებსაც ევროკავშირის სამედიცინო სააგენტოს ავტორიზაცია გააჩნია. „კოვაქსის“ პლატფორმა ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართავს და სთხოვს, მოსახლეობის ვაქცინირება თანაბრად უზრუნველყონ, ისე, რომ ეს არ იყოს დამოკიდებული დაბალ და მაღალ სოციალურ ფენებთან. ასევე, ქვეყნებს მიმართავენ, თავი აარიდონ ორსაფეხურიანი მგზავრობისა და ვაჭრობის რეჟიმის შემოღებისგან. 1 ივლისიდან, ივლისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს „კოვიდსერტიფიკატები“, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ტესტის გარეშე, თავისუფლად გადაადგილდნენ. „კოვაქსი“  ასევე განმარტავს, რომ  ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურები მხოლოდ იმ ვაქცინებით უნდა იყვნენ აცრილები, რომელსაც ევროპული სამედიცინო სააგენტოს  ავტორიზაცია გააჩნია და ესენია: „ფაიზერი“,…

მეტი...