„აცრილები ნაკლებად ხვდებიან რეანიმაციაში და სიკვდილიანობაც მცირეა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს მთავარი სლოგანი უნდა იყოს – „აიცერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია.“ როგორც გამყრელიძე განმარტავს, აცრილებში სიკვდილიანობა მცირეა. „რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, პირველ ადგილზეა „ფაიზერი“ და მისი დამცველობა არის 95%; შემდეგ მოდის „მოდერნა“ და შემდეგ, თითქმის ერთნაირ დონეზეა – „სინოფარმი“, „სინოვაკი“ „ჯონსონი და ჯონსონი“ და „ასტრაზენეკა“. ყველა ვაქცინა იცავს ყველაზე მთავარისგან –  აცრილებს ნაკლებსდ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ნაკლებად ხვდებიან რეანიმაციაში და მცირეა სიკვდილიანობაც. ჩვენი მთავარი სლოგანია: აიცერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მეტი...

მესამედ ვაქცინაცია საჭირო იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია უკან არ იხევს, პირიქით. ახალ-ახალი შტამები ჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც დაგვჭირდება.   „ქვეყანაში „ფაიზერის“ საკმაოდ დიდი დოზები შემოვა და ეს ვაქცინა დაიხარჯება აუცრელ ადამიანებზე. რაც შეეხება მესამე დოზას, ანუ „ბუსტერს,“ ამაზე სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა და განხილვა. ჩემი აზრით, ალბათ, მეორედ აცრიდან 8-10 თვის შემდეგ „ბუსტერი“ საჭირო იქნება, რადგანაც, პანდემია უკან არ იხევს. პირიქით, ვირუსის ახალ-ახალი შტამები ჩნდება.  დიდი ალბათობით, „ბუსტერული“ დოზები საჭირო იქნება“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“  

მეტი...

სასამართლომ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და ამავე კომპანიის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძესა და მიხეილ ჭაბაშვილს  ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს. საუბარია ერთ შემთხვევაში  70 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 3 800 ლარის აღებაზე. პროკურორის განმარტებით, საუბარია ორგანიზებული ჯგუფზე, რომელიც ქრთამს სისტემატურად იღებდა. ირაკლი სირაძის დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა და გირაოში 185 000 ლარიანი ბინის ჩადება შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მიხეილ ჭაბაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 50 000 ლარიანი…

მეტი...

22 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება

პარლამენტი, 22 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად “ქართული ოცნება“ გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს. საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ…

მეტი...

“ვინც აცრილები არიან, ისინი დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან, ჩემი ოჯახი ჩინური ვაქცინით ავცერი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა კი ამბობს, რომ ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან.  “ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა.  ძალიან გვიხაროდა გუშინწინ 12 000 ადამიანი რომ აიცრა. სისტემას შეუძლია ამის ატანა, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება რაღაც ბრენდულ ვაქცინას. მე ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე “ასტრაზენეკათი” ვარ აცრილი. მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამითი კი არ ავიცრები, იმითი ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან,”- ამბობს პაატა…

მეტი...

ნათია თურნავა რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ეხმარება ბიზნესს და, მათ შორის, სამრეწველო საწარმოებს, რათა შეძლონ თანამშრომლების ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. მსურველები “სინოფარმისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინით იცრებიან. ვაქცინაციის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება და ჯამში 300-მდე პირი აიცრება. “მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ვართ ჩართულები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებთან კომუნიკაციაში. მათ შორის, დღეს ვესწრები ქალაქ…

მეტი...

“მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში 43 პროცენტი ვერ მიიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მისივე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი. „ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43 პროცენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა…

მეტი...

ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე იუბილარია, მომღერალს დღეს 85 წელი შეუსრულდა. ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა «Потушила я свечу» შეასრულა. 1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის “რეროს” სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის “ორერას” სოლისტი. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით. ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის…

მეტი...

ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებს წარუდგინა ინიციატივა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილება. კახა კუჭავას კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ დარღვევაზე დაწესდება ფულადი ჯარიმა. შეგახსენებთ, ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დააზიანეს. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ წინადადება, რომელიც კახა კუჭავამ წარადგინა, “ქართული ოცნების” მხრიდან არის სიყალბე. “სანამ ღარიბაშვილი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მორგოშია, მახარაძე და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გარეთ არიან. ამიტომ, როდესაც კანონპროექტი შემოგაქვს, კონკრეტულად ევროკავშირის დროშის დასაცავად, მანამდე რაღაც ნაბიჯები უნდა გაატარო, იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ კურსი და…

მეტი...

ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო საშიში შტამის გამოჩენა გამორიცხული არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო საშიში შტამის გამოჩენა გამორიცხული არ არის. მისივე თქმით, რაც მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ასეთი ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინებმა ვერ იმუშაოს. „რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს. რაც მეტი ვარიანტი ჩნდება, მით უფრო იმატებს შანსი, რომ ერთ-ერთმა შტამმა შეძლოს ვაქცინების დაცვის გარღვევა და ჩვენ ისევ დავბრუნდებით პანდემიის დასაწყისში“, – განაცხადა გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მოუწოდა…

მეტი...

“ოპოზიცია მერობის კანდიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ელენე ხოშტარიას განიხილავს” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია. კითხვაზე: იქნება თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა „ევროპულ საქართველოს“? – ბოკერიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს. „აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან…

მეტი...

„ტურისტების თვალსაზრისით არაბული სამყარო ლიდერობს“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის მხრივ, „არაბული სამყარო“ ლიდერობს. ასევე, ქვეყანაში უკრაინელი და ბელარუსი სტუმრები გვყავს“ – განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. როგორც ალავერდავილმა აღნიშნა, გასაოცრად სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა და თბილისში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა ივნისში 45-50%-ს მიაღწია. „გასაოცრად სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა. თბილისში, ივნისში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 45-50%-ს მიაღწია და ივლისის თვეში 65%-მდე ავიდა, რაც ზოგადად ძალიან კარგია. თუმცა, პანდემიის თემა ძალიან რთულად აისახება ბაზარზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ სტუმრები. ამ ეტაპზე ტურისტების ჩამოსვლის მხრივ ლიდერობს „არაბული სამყარო“, ასევე გვყავს უკრაინელი, ბელარუსი სტუმრები…

მეტი...

ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება AgileSpirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის. ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვეშემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკურიმხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა…

მეტი...

“გოგომ მამის დაცვა სცადა და გადაეფარა” – დეტალები მარნეულში მომხდარი მკვლელობიდან

29 წლის მამაკაცმა გუშინ, მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანლიმა ცოლთან დაშორების შემდეგ გამოცდა ჩააბარა და იარაღი შეიძინა. მეზობლები ამბობენ, რომ 27 წლის გოგომ, მამის დაცვა სცადა და გადაეფარა. “11-12 საათი იქნებოდა, ელჩინი მოვიდა, ყოფილ მეუღლეს დაუძახა, ეზოში გამოიყვანა, ხმაურზე გოგოს მამაც გამოვიდა. რის შემდეგაც ელჩინმა ჯერ მამას ესროლა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს. გოგომ მამის დაცვა სცადა და გადაეფარა. 3 შვილი ჰყავთ, ერთმანეთთან რა პრობლემა ჰქონდათ არ ვიცი. მე სროლის ხმა გავიგე და მაგაზე მოვედი, აქ უკვე დაჭრილები იყვნენ,”- აცხადებს პილიევების ოჯახის ახლობელი ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში…

მეტი...

დროშების დაზიანებაზე 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება. აღნიშნულის შესახებ საკნონმდებლო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. ცვლილებების მიხედვით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

მეტი...

მარნეულში ყოფილი ცოლის და სიმამრის მკვლელობაზე დაკავებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ფაქტზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მისი მეუღლე და სიმამრი მოკლა, გარდაცვლილის ახლობლები ბრალდებული მამაკაცის სახლში მივიდნენ. გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა მამაკაცის მამას ნიჩბის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს და ოჯახის კუთვნილი ორი ავოტომობილი გააზიანეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი. გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა.…

მეტი...

“ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, არ ნიშნავს, რომ ნებადართულია, ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნებადართულია – ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“, მე პირადად რამდენიმე რესტორატორმა მომმართა და მითხრა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან, ქორწილი გადაიხადონ”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რეგულაციების დაცვაა და ამიტომ, აუცილებელია იმ შეზღუდვების ადმინისტრირება, რომელიც არსებობს. „დღევანდელი სიტუაცია არის იმის შედეგი, რასაც არათანმიმდევრულობა ჰქვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერიმენტები ატარა და პრობლემა პრობლემად რჩება და ამ დროს, ამოსუნთქვის საშუალება ჩვენ…

მეტი...

“მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები, იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც ხდება” – სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატების მოსმენაზე საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა სენატორმა ჯიმ რიშმა. რიშის განცხადებით მის პოზიციას იზიარებს სენატორი შაჰინიც. “სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. იმედი მაქვს, იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი…

მეტი...

პროკურატურამ „ტვ პირველის“ და „რუსთავი 2“-ის ოპერატორების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლ.ბ-ს და „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბ.ა.-ს, მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ი.წ.-ს და უ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ი.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის…

მეტი...

კორონავირუსგადატანილ პირებს, შესაძლოა, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება. რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები ვაქცინასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ არა, პირიქით, ვაქცინა ანტისხეულებისთვის ბუსტერი იქნება. „არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ…

მეტი...

“საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე. „საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას დიდი თავყრილობისგან თავის არიდებაზეც კიდევ…

მეტი...

“თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა” – ამირან გამყრელიძე

საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. „დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში კი გამოვიყენოთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში – მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პორბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ! ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ მეტი ოდენობა, რომ დღეში…

მეტი...

„დღევანდელ სიტუაციას არათანმიმდევრულობა ჰქვია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ორი დღე იმაზე მიმდინარეობს საუბარი, რომ სიტუაცია რთულდება და რეგულაციები აღარ არის. რეალურად, რეგულაციები არსებობს, მაგრამ, დაცვის მექანიზმი არ მუშაობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე თვლის, რომ უნდა ხდებოდეს ხალხმრავალი “ივენთების” გაკონტროლება. მისივე თქმით, მორიგ რეგულაციებს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს: „დღესაც არის დაწესებული შეზღუდვები, რომლის დაცვაც არ ხდება. შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, არ არსებობს მისი დაცვა. ამას სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშევენ“. დღევანდელ სიტუაციას არათანმიმდევრულობა ჰქვია. დღეს “ლოქდაუნზე” საუბარი ზედმეტია. 5000-მდე თუ ავიდა შემტხვევების მაჩვენებელი, ისედაც დაიკეტება ყველაფერი. უნდა მოხდეს ადმინისტრირება,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

5 პირს, რომლებმაც სხვის “ფეისბუქში” შეაღწია, 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება – შსს განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავა.  შსს-ს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე…

მეტი...

„პერსონალი აღარ გვენდობა, არ ბრუნდება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარი“

„ძალან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, ადამიანებს აქვთ შიში, რომ შესაძლოა ისევ ჩაგვკეტონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. როგორც ალავერდაშვილი ამბობს ამ ეტაპზე პერსონალის 40 % დაბრუნდა, მისივე განმარტებით ხალხი, ვინც აღნიშნულ სექტორში მუშაობდა სხვა ადგილებზე გადანაწილდა: „ძალიან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, პერსონალი არ გვენდობა, რადგან ხშირად არის ლაპარაკი იამზე, რომ შესაძლოა ისევ ჩავიკეთოთ, ხალხს ურჩევნია უფრო დაბალ ანაზღაურებად, მაგრამ გარანტირებულ ადგილას იმუშაონ, ეს მოლოდინი ძალიან ცუდია, ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან ცუდია, როცა მაღალი ეშელონებიდან ხდება განცხადებები რეგულაციების შემოღებებზე, იმ ქვეყანაში გარისკვას უკვე ყველა…

მეტი...

„ევროპელი ტურისტების ნაკადი საკმაოდ მცირეა“ – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საკმაოდ სწრაფი  დავიწყეთ აღდგენა, ივნისი – ივლისის დატვირთულობის კოეფიციენტმა 65%- ს მიაღწია, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილი რეგულაციების განახლების მოწინააღმდეგეა: „ამჟამად ლიდერობს სტუმრების კუთხით არაბული სამყარო, გვყავს ტურისტები უკრაინიდან, მოლდოვადან, თუმცა ევროპელების ნაკადი ძალიან მცირეა, რადგან ყველა უყურებს სტატისტიკას და აცრილთა რაოდენობას ქვეყანაში. ახლა ჩვენი ჩაკეტვა სრულ კოლაფსს გამოიწვევს, 4 ნახევარი მილიარდი ვალი არის სექტორის ბანკის მიმართ ეს ვალები სექტორს დაუგროვდა ამ პანდემიის პერიოდში, ამიტომ ეს ვალდებულებები დასაფარია,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,53 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,53 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 2 415 პირს დაუდასტურდა, 943 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მეტი...

შსს-მ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე…

მეტი...

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს…

მეტი...

2415 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2415 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი.  ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 5.53%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის – 5.03%

მეტი...

ევროკომისიამ პოლონეთს ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად ვადა 16 აგვისტომდე მისცა

ევროკომისიამ პოლონეთს 16 აგვისტომდე მისცა ვადა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ახალი დისციპლინარული სისტემა მოსამართლეებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. „ჩვენ ვთხოვეთ პოლონეთს, დაუდასტუროს კომისიას, რომ ის სრულად შეასრულებს სასამართლოს 14 ივლისის დადგენილებას დისციპლინარული პალატის შესახებ. პოლონეთმა უნდა გვაცნობოს ამ მიმართულებით გათვალისწინებული ზომების შესახებ 16 აგვისტოსთვის, როგორც ეს სასამართლოს მიერ იყო მოთხოვნილი“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ. მან აქვე დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია მიმართავს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.

მეტი...

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი, ასევე დაჭრილია ორი პირი. არსებული ინფორმაციით, ყველა ერთი ოჯახის წევრია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა, როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება” – ტედროს ადანომ გებრეიესუსი

მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა იაპონიის დედაქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომებით. „ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა“, -აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება.

მეტი...

საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და რუსეთის პატრირქის კირილეს მიმოწერას ასაჯაროებს. საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა მეთაურების მიმოწერის თარგმანს, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ. „მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში. ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი. მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა…

მეტი...