„თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროკავშირის იმედი“- შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. „მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი“ – მიმართა მან სამივე ქვეყნის პრეზიდენტს. მისივე განცხადებით, სამივე ქვეყანა ძალიან კარგად უნდა მოემზადოს სამიტისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება. „დეკემბერში გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის სასარგებლოდ. პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ, მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები. ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების…

მეტი...

კობა კობალაძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რეგიონებში მისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მხარეებმა ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადაჭრის გზებიც, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შემუშავდეს. „კობა კობალაძემ, მასპინძელს გააცნო ყველა ის პროგრამა, რომლებსაც სამსახური, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს და რომელთა გაზრდისთვის, ყველა დონეზე, ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს. ბესიკ ამირანაშვილმა, თავის მხრივ, სტუმარს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ვეტერანთა მხარდასაჭერად…

მეტი...

“დღეს დაბადებულა, ყველას შთაგონების წყაროა, ის სიცოცხლის მოყვარულია” – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა

აჭარაში, სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი მიმართვის დროს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ მომღერალს და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა. “არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით მსმენელისთვის ძვირფას ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, ყველას შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, ის სიცოცხლის მოყვარულია,”- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

სუს-მა ქრთამის აღებაზე წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაკავებულები სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებებში. „გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან. „შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ…

მეტი...

პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფამილ ალიევს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას და მასთან ერთად მყოფ პირებს ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გასაღებას ედავებიან.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ალიევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

მეტი...

“ბავშვი მინდა კრივზე ვატარო და რას მირჩევთ, ბოდბის ეპარქიასთან არსებულ კრივის სკოლაში მივიყვანო თუ ვანისა და ბაღდათის?” – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში, ძალადობაში მხილებული ზოგიერთი სასულიერო პირის მისამართით პოსტს აქვეყნებს: „ბავშვი მინდა კრივზე ვატარო და რას მირჩევთ, ბოდბის ეპარქიასთან არსებულ კრივის სკოლაში მივიყვანო თუ ვანისა და ბაღდათის? საპატრიარქოსთან არსებულს ნუ მირჩევთ, მაგას ფინანსურად ვერ გავქაჩავ,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

“დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება” – ირაკლი ღარიბაშვილი

დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანში ნაღმების უსაფრთხო განეიტრალების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს. საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე…

მეტი...

“რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, “ნაციონალურ მოძრაობას” მაინც მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, “ნაციონალურმა მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მაინც მოუწევს.  მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს “რადიკალურ ოპოზიციას თითი დაუქნია” და შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.  “რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოო ჯამში, კონტექსტის და პოლიტიკური სუბიექტის ვალდებულების გათვალისწინებით ქვეყნის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე მოუწევს ხელმოწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. იგივეს ვიმეორებთ დღესაც, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ დღეს ფაქტობრივად, შარლ მიშელმა, რადიკალური ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს თითი დაუქნია და უთხრა, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებაზე. აქედან გამომდინარე, დღესაც იგივეს ვიმეორებ –“ნაციონალურ მოძრაობას”, ყველაფრის…

მეტი...

“კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ მოლდოვა ჩაითრია – ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან და საჯარო მოხელეებისგან” – მოლდოვას პრეზიდენტი

კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება, ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური და რეგიონალური ფენომენი, – ასე მიმართა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მოლდოვას პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მისი ქვეყნის, როგორც სამომავლო მისწრაფებებსა და პრიორიტეტებზე, ისე წარსულზე და აღნიშნა, რომ წარსულში ოლიგარქიულმა სისტემამ მოლდოვა ჩაითრია. „მინდა, დავუბრუნდე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც ასოცირების…

მეტი...

“იმედია, შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, აღნიშნა, რომ ევროკავშირი დარჩება სანდო და ძლიერ პარტნიორად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.  მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით, სწორედ თავისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ.  “დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,”-განაცხადა შარლ მიშელმა. 

მეტი...

“აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო კონფერენციაზე რომელიც ბათუმში იმართება, ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია  მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება. “ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ.

მეტი...

“2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისთვის ვემზადებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება ჩემი მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კავშირების დამყარება ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. „ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული…

მეტი...

“მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები” – ირაკლი ღარიბაშვილი

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას. „ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ საქართველოში გმასპინძლობთ შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. დღეს აქ უამრავი მეგობარი შემოგვიერთდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის…

მეტი...

ქალები ნატოს სათავეში – ვინ განიხილება ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე

ამერიკული გამოცემა Politico​ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატურებს ასახელებს. როგორც გამოცემა წერს, იენს სტოლტენბერგის პოზიციაზე კანდიდატებად, შესაძლოა, ქალი ლიდერები – ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე, ასევე, ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი – კერსტი კალულაიდი განიხილონ. კანდიდატებს, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაასახელებენ. მოქმედ გენერალურ მდივანს იენ სტოლტენბერგს ვადა 2022 წელს ეწურება.

მეტი...

“საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი – ეს არის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე” – პრეზიდენტი

ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ – ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ასეთი ფორმატის ღონისძიება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად იმართება, რაც „ახალი დასაწყისია“. „ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ნეკა დოროყაშვილის მეგობარი გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი გაიმართა. დღეს გამოკითხეს მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მეგობარი. ბასილაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს და მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. განსხვავებულია მეორე მხარის პოზიცია. მოწმეების დაკითხვა 21 ივლისს გაგრძელდება.

მეტი...

“ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა” – კელი დეგნანი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მხრიდან დონაციის საკითხს. განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.  “ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე, დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ვიხილეთ მსოფლიოს მაგალითზე, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას…

მეტი...

“პრესის თავისუფლება უნდა იყოს დაცული” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უმცირესობებისა და, ზოგადად, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა, ასევე, პრესის თავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. “მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს შორის ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი, და, ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული,” – განაცხადა შარლ მიშელმა. 

მეტი...

“კმაყოფილი ვარ, რადგან შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება შესრულდეს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ასახული” – შარლ მიშელი

კმაყოფილი ვარ, რადგან შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება შესრულდეს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ასახული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცახადა. მან ყველა პარტიას მოუწოდა, ვისაც 19 აპრილის დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწერონ. „ამასთან, ვიტყვი, რომ ვარ კმაყოფილი, რადგან შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება შესრულდეს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ასახული. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ქვეყანაში გაერთიანებული. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მიშელმა.

მეტი...

“ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა” – პროკურატურა

ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარედგინა. ფ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე 17 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 10…

მეტი...

“მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. „მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან. მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს საქართველოში, ბათუმში ჩამოსული. პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი…

მეტი...

“19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ამის შესახებ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერეციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან ანუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და…

მეტი...

მოსამართლეების დანიშვნით ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკმაყოფილოა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა მმართველ გუნდთან შეთანხმების საგანი არ ყოფილა.   „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ შეაჩერა.  

მეტი...

“მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა” – შარლ მიშელი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.

მეტი...

„პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მზად არიან თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს. „შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და “ტრანსფარენტული”. ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საუბარი საარჩევნო რეფორმებსაც შეეხო. „მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ…

მეტი...

„მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება  ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან“ – ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრაზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტს ასრულებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, სწორედ ეს იყო თემა, რაზეც მან ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა.   „გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში. ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში,  მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება  ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფება. ის, საოკუპაციო ხაზთან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა. უკრაინის პრეზიდენტი ადგილზე ეცნობა რა ვითარებაა ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვართან და ხიდზე ენგურის გადმომსვლელბსაც ესაუბრება. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. კონფერენცია კი დღეს 15:00 საათზე იხსნება. კონფერენციის მთავარი თემა  მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის, ე.წ. ასოცირებულთა სამეულის კიდევ უფრო გაძლიერებაა.

მეტი...

“შარლ მიშელს ვეწუწუნე „ნაცმოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

შარლ მიშელს ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეგრელიშვილმა განმარტა, საქართველოში ვიზიტად მყოფ შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ის დახმარებას სამომავლოდაც გააგრძელებს. „მარტივი შეხვედრა იყო. ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით…

მეტი...

“კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე” – იყო თუ არა დაგეგმილი აშშ-ში პრემიერის ვიზიტი

“კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე,” – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს. კონგრესმენი უარყოფს ცალკეული ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა მან არ ისურვა. “ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა,” – წერს კინზინგერი. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა მმართველ გუნდში. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. “გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა,…

მეტი...

ბათუმის „შერატონში“ შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლისას პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას. ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

მეტი...

ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ზელენსკის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა. როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

მეტი...

“ვისაც არ ეზარება, ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს” – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ექვსი თვის ვადით აირჩევს. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ძალები წარმოდგენილ კანდიდატებს არ იცნობენ, შესაბამისად, შესაძლოა, მათი მხარდაჭერა ვერ მოიპოვონ. „არ ვიცი, შარლ მიშელი რამდენად მწვავე საყვედურს ეტყვის ყველას, რადგან ვისაც არ ეზარება ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს. მაგალითად, „ქართული ოცნება“ მეორედ არღვევს სასამართლოს ნაწილში, რადგან გუშინ მეორე შემთხვევა იყო, როცა შევთანხმდით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები. შეიძლება, წარმოდგენილი ხალხი თავის სფეროში არიან რეპუტაციის, მაგრამ მათ არავინ ვიცნობთ და ეს ხომ უკვე დარღვევაა?…

მეტი...

„მოარიდეთ ხალხმრავალ კურორტებს ბავშვები“ – ლიკა მუმლაძე „მედიცანტრ მთავარში“

„ბავშვები გავიყვანოთ სოფლებში და კერძო აგარაკებზე“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ „მცხეთის -სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მედიკოსი რეკომენდაციის სახით განმარტავს, რომ ბავშვები ხალხმრავალ კურორტებს მოარიდონ. „ჯობია იზოლირებულ სივრცეებში გვყავდეს ბავშვები, ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა ღია სივრცეში არანაირად არ განსხვავდება დახურული სივრცეებისგან ბავშვებში გავრცელება მარტივია, რადგან ვერ იცავენ რეგულაციებს, მოარიდეთ ხალხმრავალ კურორტებს ბავშვები,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ. მისივე თქმით არაა გამორიცხული გარკვეული რისკები სამედიცინო სექტორში: „მოიმატებს მძიმე პაციენტების რიცხვში, შესაძლოა შეიქმნას საწოლების პრობლემა, ჩვენს კლინიკაშიც აქტიურად მიდის ვაქცინაცია, იცრებიან, როგორც მიზნობრივი ჯგუფები, ასევე მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ გვქონდა საწოლების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურებისა და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების აქტი 17 ივლისს, ვლადიმირ ზელენსკისთან შეთანხმების საფუძველზე გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უკრაინელი მეზღვაურებისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტარციაში ადასტურებენ, რომ სამივე პირი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. „დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

მეტი...

„პაციენტების 70% არის „დელტა“ შტამით“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ამ ეტაპზე 112 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას და მომართვიანობამ მოიმატა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ „მცხეთის -სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მისივე თქმით პაციენტების 70% – ს „დელტა“ შტამი უფიქსირდება: „115 პაციენტიდან 15 რეანიმაციაშია, ისინი არიან ჟანგბად დამოკიდებულები, პაციენტების 70% – ს უფიქსირდება „დელტა“ შტამი. პაციენტების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ მოიმატა მომართვიანობამ. ამ “შტამს“ ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ცხელება, ბანალური გრიპის სიმპტომები აქვს, ახლა პრაქტიკულად თუ მოხდა ინფიცირება ოჯახის ერთი წევრის ყველასთან ჩნდება დაავადება. რეანიმაციაში, ვინც არის ყველა არის ინდური შტამით, ამაზე აქცენტის გაკეთება აქტუალური…

მეტი...