პარლამენტთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად ყვითელი ავტობუსები დგას დღესაც. ტერიტორიაზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტთან ამ წუთებში იწყება. რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.

მსგავსი თემები