ფონიჭალაში ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს. 8 ადამიანი კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.   შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ფული, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი, პისტოლეტი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა. “ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991…

მეტი...

მედიის წარმომადგენლები ხვალ, 12:00 საათიდან, ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

ხვალ, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მივა, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი. „ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდ მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, – განაცხადა…

მეტი...

ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს რამდენიმე პირი. საუბარია სავარაუდოდ ნარკოტიკებით სპეციალიზაციის ფაქტზე. უწყებაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

მეტი...

პარლამენტთან აქცია განახლდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, გარკვეული მედიასაშუალებების ორგანიზებით საპროტესტო აქცია განახლდა. მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც 5-6- ივლისს მედიაზე იძალადა. აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების გარდა, იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

მეტი...

„შესაბამისი იქნება ურთიერთობაც“ – მამუკა მდინარაძე მედიის ნაწილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც მედიასთან კავშირი არ აქვთ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მმართველ გუნდს შესაბამისი ურთიერთობა ექნება. „1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან. 2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ “პერფომანსებს”. 3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მეტი...

ამერიკის ელჩის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქარველოში კელი დეგნანი მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს,  მოსამართლეთა დანიშვნა შეაჩეროს. როგორც კელი დეგნანი ჟურნალისტებთან განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.        „19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია“ – აცხადებს ელჩი. მისივე შეფასებით, სხვა ტიპის  შეთანხმებაზე…

მეტი...

აჭარაში ტურისტებს „დელტა“ შტამი დაუდასტურდათ

ე.წ. ინდური შტამი აჭარაშიც დადასტურდა. ის უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებს აღმოაჩნდათ. საუბარია რამდენიმე ტურისტზე.    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ უცხოელ სტუმრებს ვირუსი გეგმიური  პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა კი „დელტა შტამი“ დაადასტურა. ინფიცირებულები ამ ეტაპისთვის იზოლაციაში იმყოფებიან.

მეტი...

„საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, არსებობს ოთხი საკითხი, რომლის მოგვარება აუცილებელია მოკლე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. მისივე შეფასებით, რიტორიკაც შესარჩევია. „ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარება საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს. პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი.  ასევე, დანაღმული ველების რუკების საკითხი“ – აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე მოსაგვარებელია, საზღვრებს ეხება.…

მეტი...

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან, ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს პატრიარქს შეხვდა და არაერთ გამოწვევაზე ისაუბრეს. “შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში,  ხორბლის აღების პროცესს – ალოობას დაესწრო. „ალოობა აქტიურ ფაზაშია.  მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი  თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება“ – განაცხადა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი…

მეტი...

„2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით – 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კუთხით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას. „უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის…

მეტი...

„მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“ -ირაკლი ღარიბაშვილი

„ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა. „ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ იმუშავა მაღალ დონეზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა 22 ადამი9ანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ,…

მეტი...

„უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსთან, ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ვერ შეაფერხებენ. „უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში…

მეტი...

„ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინებიც“ – პრემიერ-მინისტრი

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას -გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაიწყო. „ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები  საკმარისი რაოდენობის არ…

მეტი...

ვირუსით 22 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მეტი...

კორონავირუსით 1808 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 808  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.17 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  386 195-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

მეტი...

კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა

​კორონავირუსით  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა. „2021 წლის 14 ივლისს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც  “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს. .

მეტი...

“სანამ თქვენ ურტყამთ ჩვენს ეკლესიებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი ცხოვრების წესს, კომპრომისები ვერ იქნება“ – ლევან ვასაძე

„ვიბრძოლოთ, ღმერთი ჩვენკენ არის და ყველაფერი კარგად იქნება“ – აცხადებს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ხელისუფლებას მიმართავს, ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი გაათავისუფლოს. საუბარია „თბილის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებულ პირებზე. როგორც ლევან ვასაძე განმარტავს, სწორედ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ქვეყნის არევას და ისინი არიან ყველანაირი უბედურების წყარო.      „რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ყველანაირად ცდილობს არიოს ქვეყანა, „ნაცები“ იქნებიან, არასამთავრობო სექტორი თუ ჟურნალისტები, სწორედ  ისინი არიან ქვეყნის არეულობის გამომწვევები, დესტაბილიზატორები და წყარო ყველანაირი უბედურებისა. ისინი, ეს ერთი მუჭა ხალხი, აღჭურვილი ფულითა და მიკროფონებითა და საინფორმაციო საშუალებებით, ეძახიან ქართველ ერს მოძალადე ჯგუფებს,…

მეტი...

“როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც უსამართლოდ აწვალებთ” – ლევან ვასაძე

“როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ”, – ამის შესახებ პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომლითაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვის პროცესს ეხმაურება. ვასაძე მთავრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მთავრობა წნეხის ქვეშ არის. „დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში. მე არ ვიცი, რა უფრო მიჭირს, ჩემი განსაცდელი, უცხოეთში ყოფნა, გაუთავებელი დიაგნოსტიკა და კვლევა თუ ის, რომ ახლა საქართველოში არ ვარ. პირველ…

მეტი...