“გვარამია პირდაპირ ეთერში ლანძღავდა აშშ-ის ელჩს” – ოხანაშვილი ლევან ვასაძის განცხადებებზე

მოსკოვში მყოფი ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის მწვავე განცხადებებს, სადაც ის ამერიკის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. თუმცა მათი თქმით, დეგნანს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხშირად აკრიტიკებს.

“სრულიად მიუღებელია ისეთი განცხადებები, რომელიც გამოხატავს რაიმე ფორმით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ისეთ ქმედებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ოღონდ ეს ნუ გაგიკვირდებათ, რომ დღეს მოხდა, ძალიან კარგად იცით, რომ გვარამია პირდაპირ ეთერში ლანძღავდა აშშ-ის ელჩს” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები