საფრანგეთში “მარო მაყაშვილის დღიურების” ფრანგული თარგმანი გამოვა

საფრანგეთში უახლოეს პერიოდში “მარო მაყაშვილის დღიურების” ფრანგული თარგმანი გამოვა. მარო მაყაშვილის დღიურების ფრანგულენოვანი გამოცემა, სულ 216 გვერდიანია. მასში შესულია ფოტოები, ჩანახატები, მაროს დახატული ტანსაცმლის ესკიზები და ყველაფერი, რაც 16 წლის გოგომ შეიძლება თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს. მარო მაყაშვილის დღიურის დედანი, ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ეტყობა მაროს მოთხრობილი ამბები. ფრანგულენოვან თარგმანს გამომცემლობა “მედუზა” გამოსცემს, წიგნის პრეზენტაცია კი ლევილის ქართულ მამულში იგეგმება.

მეტი...

ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია:  „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე,…

მეტი...

“ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე” – ჟულიენ კრამპი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე. “საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო, იმ შემთხვევაში თუ კი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150მ მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს…

მეტი...

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ვითარება კონტროლირებადია. 

მეტი...

გიგი უგულავას, შს სამინისტრო ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად. გიგი უგულავას თქმით, მან შარშან აღნიშნული დოკუმენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღო. “შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ,” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში. ამასთან, გიგი უგულავას თქმით, ის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ…

მეტი...

2-3 სექტემბერს საქართველოში წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავარია სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

საგანგაშო სტატისტიკა – 1588 გარდაცვლილი ადამიანი, მხოლოდ აგვისტოში

მიუხედავად იმის, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10% – ჩამოსცდა, საქართველოში კოვიდ- ვითარება კვლავ დრამატულია. სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო კვლავ არასახარბიელო სალიდერო პოზიციაზე რჩება. დღეს ქვეყანაში კორონავირისით 79 ადამიანი გარდაიცვალა. პრობლემაა საავადმყოფოებში ადგილები. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები, სტაბილიზაციის ნიშნებზე საუბრობენ, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებას უმოკლეს ვადაში არ პროგნოზირებენ.. 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში – 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი გაზრდილია. მისივე თქმით, ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ახლა მთავარია, აცრის ტემპი არ შემცირდეს.…

მეტი...

„ტოცილიზუმაბი“ არ უნდა იყიდოს ოჯახმა, მედიკამენტთან დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს” – თამარ გაბუნია

„ტოცილიზუმაბი“, ასევე არც ერთი მედიკამენტი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს. თუ სადმე გაიგეთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, დავალებული დავრჩებით, ამის შესახებ ჩვენც თუ შეგვატყობინებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტის შესაძენად პაციენტის მხრიდან არავითარი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას, შეზღუდული რაოდენობის გამო, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება. „ტოცილიზუმაბის“ ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი.…

მეტი...

არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში, წინასწარ იციან რეზულტატი – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცი წინასაარჩევნო პროცესში არ აქტიურობა, რადგან “ფულის წაგებულ არჩევნებში გადაყრა” არ სურს. “კვლევებს ისინიც ხომ ატარებენ? ხომ იციან რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება,” – განაცხადა კალაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებითაც, ოპოზიცია არ ემზადება და არც სურვილი აქვს არჩევნების ჩატარების, რადგან იციან რომ ვერ გაიმარჯვებენ. არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას მართავენ. “ქართულ ოცნებაში”…

მეტი...

ყალბი კოვიდ-პასპორტების დამზადების ფაქტზე 7 პირი დააკავეს – სუსი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მეტი...

“14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში – 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში – 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი იხილება და შემოდგომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირება 15 %. 19 წლამდე თუ ვიტყვით , მაშინ კიდევ 5 დაამატეთ,ანუ 20 %-მდე.მაგრამ 14 წლამდე არის 15 %, ანუ დღეს თუ 4700 შემთხვევა იყო, იქიდან იანგარიშეთ 15 % ინფიცირებული იყო 14 წლამდე ბავშვი. თუ ჩვენ მომდევნო ორ კვირაში დავიცავთ ყველა იმ წესს რაზეც მე გელაპარაკეთ, პირბადე, ვაქცინაცია აქტიური, იმ შეზღუდვებისა და…

მეტი...

კახა კალაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “სისულელეა” გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 2 კვირის წინ გიორგი გახარიას შეხვდა.

მეტი...

საქართველოში შესაძლოა, კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს

მომდევნო 3-4 კვირაში, შესაძლოა, საქართველოში კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კონკრეტული მედიკამენტის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის უწყება მუშაობს ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე. „ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია. „ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ…

მეტი...

“მოძრავი ამცრელი პუნქტები წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, პუნქტების დამატება იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, რაზეც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ცხადყოფს. „დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 ერთეულით არის ნაკლები გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ  მოძრავი ამცრელი პუნქტები თბილისში წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც მსგავსი პუნქტების მოწყობას რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდსიც გეგმავენ. „ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება…

მეტი...

“ჟანგბადის მოხმარება ძალიან გაზრდილია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია” – თამარ გაბუნია

ჟანგბადის მოწოდების ინტენსივობა და მოხმარება ძალიან გაზრდილია. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარეობს ჟანგბადის იმპორტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია. „ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი, ისე რომ პაციენტი ამას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზი რომ აღმოიფხვრას, კლინიკებთან…

მეტი...

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ​ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო” – ამირან გამყრელიძე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და მეტი კონტროლის ფონზე, ასევე ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ​ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დღეს პირველად, დადებითობის მაჩვენებელი 10 პროცენტს ჩამოსცდა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და მეტი კონტროლის ფონზე, ასევე უფრო ინტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში დაიწყო ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, ოღონდ ჯერ მაღალ ნიშნულზეა შემთხვევათა რაოდენობა. დღეს პირველად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელს, 10 პროცენტს ჩამოსცდა.…

მეტი...

“ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ვემსახურო მოქალაქეებს, ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალია, რომ ემსახუროს მოქალაქეებს. მისივე თქმით, ამას მას ვერავინ აუკრძალავს. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა 300 ოჯახისთვის წინასაარჩევნოდ ბინის გადაცემის საკითხს. „მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას. ჩემი პირდაპირი მოვალეობა, ვალია, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს, ჩვენს დაკომპლექსებას, რა თქმა უნდა, ამ კონიექტურას არ დავექვემდებარები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,76 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,76 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,26 პროცენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 778 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი. გუშინ, 30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 5 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 408-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 778 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი. გუშინ, 30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 5 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. თავდაპირველად აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკებები 31 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკული მხარის თხოვნით ერთი დღით გადაიდო, რადგან 31 აგვისტოს ავღანეთიდან ევაკუაციის ვადა იწურებოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტამდე ამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა. ვაშინგტონიდან ვლადიმირ ზელენსკი გაემგზავრება კალიფორნიაში, სადაც IT-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრები.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26 %, ბოლო შვიდი დღის – 9,76%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 549 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 493 414 გამოჯანმრთელდა, 7 408 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია…

მეტი...

სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამოდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთიბები გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, ბოლო 2 თვის მონაცემებით, “სარფი”-ს საბაჟო გამშვები პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 600 ლარი შეადგინა.

მეტი...

“ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით, ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ” – გრიგოლ ვაშაძე

გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, ვარ „მესამე ძალასთან“, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. „მესამე ძალაზე“ რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი? ძალიან მომწონს, რომ გათავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ მარტო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდით გართულებულ ფონზე. აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო „მესამე ძალას“, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ, რომ დავეხმარები“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. კითხვაზე, თუ იხილავენ მას კანდიდატად, ვაშაძე პასუხობს: „არავითარ შემთხვევაში, ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით.…

მეტი...

“ორსულები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ყველა უნდა აიცრას” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ისევე როგორც ასაკისა და თანმხლები დაავადების მქონე პირები, უკლებლივ ყველა ორსულიც უნდა ჩაერთოს​ ვაქცინაციის პროცესში. “ყველა ორსულმა უკლებლივ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუ ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, განსაკუთრებით იმათმა, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადების გამო მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, აი ამ კატეგორიაში გადის ორსულებიც. მათაც პირველ რიგში ყველამ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ დაუჯერონ თუ ვინმე ვაქცინაციის პუნქტში მას ეტყვის, რომ ორსულების გამო ვაქცინაცია წინააღმდეგ ნაჩვენებია,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

ვინ ერთიანდება “მესამე ძალაში” – მათი ნაწილის ვინაობა ცნობილია

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა -“მესამე ძალის” პრეზენტაციაზე იმ ადამიანების ნაწილი წარადგინა, ვინც გაერთიანებაში იქნებიან. კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე ხათუნა სამნიძე თამარ კეკენაძე რეზო კემულარია ვახტანგ იაშვილი ოთარ ბაღათურია პაატა ჩიქოვანი სერგო ჩიხლაძე თეონა აქუბარდია პაატა მანჯგალაძე ​დავით ცეკვავა თეონა ჭალიძე ნანა ტოხვაძე ცნობისთვის, “მესამე ძალა” სხვადასხვა პარტიას და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს.

მეტი...

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა” – ჰანს კლუგე

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. „ვაქცინის მესამე დოზა არ არის ფუფუნება, რომელსაც ართმევენ ვინმეს, ვინც ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ეს არის ყველაზე მოწყვლადი პირების უსაფრთხოების შენარჩუნების გზა“, -აღნიშნა კლუგემ. მისივე თქმით, ბუსტერ-დოზებთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო. „ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბუსტერ-დოზებთან მიმართებაში, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. თუმცა სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ მესამე დოზა მოწყვლადი ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამას აკეთებს სულ უფრო…

მეტი...

კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს ჰქონდა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, განუვითარდა სეპტიკური შოკი. “მას ბინის პირობებში გულყრა განუვითარდა, მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. შემოსვლისთანავე მოხდა მისი დაინტუბირება და მმართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა, ეს არის ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა სეპტიკური შოკი და სამწუხაროდ დასრულდა ლეტალურად,” – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

მეტი...

“სტალინზე თავდასხმები, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმის ტოლფასია” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მცდელობები სტალინი „მთავარ ბოროტმოქმედად“ წარმოაჩინონ, რუსეთის ისტორიაზე და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ტოლფასია. ეს განცხადება ლავროვმა ვეტერანებთან შეხვედრაზე გააკეთა. „სტალინზე, როგორც მთავარ ბოროტმოქმედზე თავდასხმები, ყველაფრის გაერთიანება, რაც მან გააკეთა ომამამდელ და ომის შემდგომ პერიოდში, ეს ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ნაწილია”, – თქვა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმა არა მხოლოდ ისტორიის გადაწერის მცდელობაა, არამედ რუსეთის დასუსტებას ისახავს მიზნად.

მეტი...

არიან თუ არა ვაქცინირებულები რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარები – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

“ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მიგზავნის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თურმე აცრის პროცესმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რეზისტენტული და უფრო აგრესიული შტამების გამოჩენას და მთხოვენ იქნებ განმარტება გავაკეთო. ეს არაა მარტივად აღსაქმელი საკითი, მაგრამ რადგან მოდაშია რთული და შეუჯერებელი თემების საჯარო განხილვები და ხალხის დაზაფვრა, მეც ლაკონურად გავკადნიერდები”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. “ვაქცინები ითვლება ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის საშუალებებად ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ისტორიულად დამტკიცებულია და ამაზე არ ვდაობთ. ამავე დროს რასაკვირველია მეცნიერული, მეცნიერული, მეცნიერული შფოთი არსებობს მსოფლიოში ვაქცინების დაბალი განაწილების და გამოყენების მაჩვენებლებს, ამავე დროს მაღალი გავრცელების არეებში ახალი…

მეტი...

“დაველოდებით ჯანმოს რეკომენდაციებს” – თამარ გაბუნია 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე

“12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით უკვე დაიწყო’, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „16-დან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია არის საკმაოდ აქტიური. დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია ზუსტი ციფრი მოგაწოდოთ. 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით ტარდება. ბრიტანეთის მხრიდან კი გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხოლოდ მაშინ…

მეტი...

“ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები არის, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე დადგა და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპმი. გაბუნიას თქმით, ეს კი დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება ვირუსის გადაცემის ჯაჭვი. „როგორც ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა, უნდა ვიყოთ ახლა დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ აქ მთავარია, თუ რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი. ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“,…

მეტი...

საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციად აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება. რაც შეეხება კირილ კირკოვს, გიორგი საბედაშვილის თქმით, ის ბოლოს ქვეყანაში 2019 წელს იმყოფებოდა. “ცალსახად  ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არ იმყოფება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ,” – განაცხადა გიორგი…

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა” – თამარ გაბუნია სწავლის პროცესის განახლებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სწავლის პროცესის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ეპიდსიტუაციის გათვალისწინება, როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლის გასაგრძელებლად ეპიდვითარებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობა. „სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასურველი მოდელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები,…

მეტი...

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტ სტუდენტზე გადანაწილდა, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ.

მეტი...

შეკვეთილში 22 წლის ახალგაზრდას ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა შეკვეთილში. 22 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, რა დროსაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მეტი...