ისნის საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირებისას ერთი პირი შეუძლოდ გახდა

დაპირისპირება ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან – ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციონერი ლიდერები, მათი წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე მყოფი პირები მე-5 საარჩევნო უბანში შესვლას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რომელიც ამჟამად ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და შესასვლელ ტერიტორიას იცავენ.

მსგავსი თემები