“ვინც პატიოსნად, უფულოდ, ალალად, კაცურად ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მათი ხმა” – ალეკო ელისაშვილი

  •  

“მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?”, – ამის შესახებ “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლასა და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა მას საოლქო კომისიის შენობაში არ უშვებენ.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად მისი მეგობარი შალვა კარელიძე დააკავეს.

“ვარ საბურთალოს ოლქში კანდიდატი, სადაც მიდის ხმის დათვლის პროცესი. აქ ამ ფანჯრებში. იქ მიდის გაყალბება, არაერთი ფაქტი დავდე ამის. მე მაქვს კანონით უფლება, რომ დავესწრო, როგორც კანდიდატი. სახეზე ვერ გცნობთო და არ შემიშვეს, ჩამოვიწიე ნიღაბი… მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები