„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია” – ცესკო

მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამასთან გვინდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართოთ, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროს დაეყრდნონ,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალადარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი „გაყალბებული ოქმები“.

„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარების კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის მოგიყვანთ 22-58-68 უბნის შემეჯამებელ ოქმს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია, სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტირირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი „გაყალბებული ოქმები“. მსგავს დაფინანსებულ გვერდზე გავრცელებული ოქმები, რომელიც თითქოს გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას. აქვე მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც დევს ამავე გვერდზე, ეს არის 22-58-68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც არც ერთი ციფრი და მონაცემი არ არის შეცდომით, თუმცა ამ გვერდზე განთავსებულია ის, როგორც გაყალებებული ოქმი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას, ამასთან მინდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართოთ, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროს დაეყრდნონ. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება-საჩივრების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც რაიმე სახის უზუსტობა დადგინდება შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუყვლების არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.

მსგავსი თემები