თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

„ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები