“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე” – გუბაზ სანიკიძე

“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე, რადგან მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, განაცხადა.

მან არ გამორიცხა, რომელიმე პარტია შევიდეს პარლამენტში, თუმცა ამასთანავე, გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეყვანის მიზნით მოლაპარაკებებს უფრო მეტად კონკრეტულ ინდივიდებთან აწარმოებდეს და არა პოლიტიკურ პარტიებთან.

„მე იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი: „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩნდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ.

შეიძლება, რომ ვიღაც შევიდეს, მაგრამ შეიძლება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შევა. მე უფრო მგონია, რომ „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდუალურად და არა პარტიებზე. ინდივიდუალურად მუშაობს, რომ შეათრიოს პარლამენტში, მაგრამ მგონია, რომ არ გამოუვა იმიტომ, რომ ახლა ასე „შტრეიკბრეხერობა“ ნებისმიერი ადამიანისგან, ეს იქნება შტრეიკბრეხერობა და ის თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს, მაგრამ ერთი სათუო ამბავი არის – ყველას აქვს სურვილი პოლიტიკური კარიერისთვის? ზოგი სხვა მოტივაციით არის, მაგალითად იყოს დაცული, გარანტირებული, ჰქონდეს იმუნიტეტი, ხელფასი, ოჯახის წევრებმა დაინახონ ტელევიზორში და მიესალმოს შვილებს, შვილიშვილებს. გამოტენილია ქართული პოლიტიკა არაპროფესიონალი პოლიტიკოსებით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი თემები