“მაჟორიტარობის კანდიდატები თვითონ არღვევენ კანონს” – ირაკლი კობახიძე

  •  

“ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი მათ შორის არის ყველა პარტიის წევრი” – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნულ პროცედურაზე თითოეულ პარტიას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი.

“ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი მათ შორის არის ყველა პარტიის წევრი. კომისიის წევრები არიან ყველა პარტიიდან. არიან შესაბამისი დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციები. საარჩევნო კოდექსი დეტალურად არეგულირებს იმას, თუ ვინ შეიძლება დაესწროს ამ პროცედურას, რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იქ შესვლა. ხომ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც იქ ესწრებიან ხმების დათვლას და მათ შეუძლიათ სრული ინფორმაციის მიწოდება კანდიდატებისთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვს უფლება არც მედიის წარმომადგენელს და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, იციან კანონი, თუმცა, ამის მიუხედავად მაინც ცდილობენ სურათის შექმნას, რომ მათ უნდათ შესვლა და კანონის წინააღმდეგ თითქოს არ უშვებენ. ისინი თვითონ არღვევენ კანონს, როდესაც საარჩევნო კოდექსის ნორმების წინააღმდეგ ითხოვენ იქ შესვლას. რეალურად, მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის რეგულაციებს”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები იმართება.

მსგავსი თემები