ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება.

აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ მათ არ მისცა. დაკავებულები, პოლიციამ სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირი დააკავეს.

მსგავსი თემები