“მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს – ქვეყანა არიოს” – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ეს ქვეყანა არისო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„როცა უნდა მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, იმიტომ, რომ იქნება 500 კაცით მეტი მოვიდეს აქციაზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მათ რიგს ახლა მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა იმიტომ, რომ ოღონდ 300-600 ადამიანით მეტი მივიდეს მათ აქციაზე ქვეყნის ასარევად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ გადაიტანა და მოქალაქეებს ოპოზიციის აქციაზე მისვლის არ უნდა ეშინოდეთ.

მსგავსი თემები