„პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ამ გამჭვირვალობის საფუძველე ხდება მონაცემების დაზუსტება” – ირაკლი კობახიძე

  •  

“ხმების გადათვლა, როგორც ასეთი, საოლქო კომისიებში, ქართული არჩევნების ისტორიაში არასდროს არ მომხდარა. ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება საოლქო კომისიების დონეზე, რაც მოწმობს საარჩევნო სისტემის უპრეცედენტო ღიაობასა გამჭვირვალობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესზე დასწრების უფლება ყველა შესაბამის სუბიექტს აქვს, მათ შორის შესაბამისი კომისიის წევრებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ამ გამჭვირვალობის საფუძველე ხდება მონაცემების დაზუსტება. თუ არის სადმე ხარვეზი, რომელიმე უბნის დონეზე, ეს ხარვეზები უნდა დაზუსტდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროცედურა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები