„ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს“ – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში არ შევა, ირაკლი კობახიძის განცხადებები და თავად კობახიძე კი ბოდვის რეჟიმში იმყოფება.

“ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს, ბოდავს. ჩვენ ძალიან კონკრეტულად და ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში. ზოგადად, ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში გასვლასა და საპარლამენტო მანდატებზე იმ არალეგიტიმურობის გამო, რომელიც მომავალ პარლამენტს ექნება. კაცი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა იმ მოტივით რომ ეს ჩვენთვის დაებრალებინათ და მეორე ტურისთვის ჩუმად ემზადებიანო, ამას ვერაფერს დავარქმევ გარდა ბოდვისა” – აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში შევლენ.   

მსგავსი თემები